"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა? | Allnews.Ge

"საქართველოს ელჩის გაფრთხილება: "ისრაელში ქართულ მემკვიდრეობას საფრთხე ემუქრება" - რას წერს ებრაული გამოცემა?

ისრა­ე­ლის გა­ზეთ "The times of Israel"-ში სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის გაფრ­თხი­ლე­ბა: "ის­რა­ელ­ში ქარ­თულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", სა­ქარ­თვე­ლოს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის მე­თა­უ­რი ლაშა ჟვა­ნია ქარ­თულ-ებ­რა­ულ კავ­ში­რებ­სა და იმ პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ფონ­ზე არ­სე­ბობს (ავ­ტო­რი - ლა­ზარ ბერ­მა­ნი).გთა­ვა­ზობთ ვრცე­ლი სტა­ტი­ის მოკ­ლე ში­ნა­არსს:

"ქარ­თულ კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას წმინ­და მი­წა­ზე საფრ­თხე ემუქ­რე­ბა", - აცხა­დებს ლაშა ჟვა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ის­რა­ელ­ში. საქ­მე ის არის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს - დიდ და ძლი­ერ მე­ზობ­ლებს - თურ­ქეთ­სა და რუ­სეთს შო­რის მოქ­ცე­ულ პა­ტა­რა და მცი­რე­მო­სახ­ლე­ო­ბი­ან ქვე­ყა­ნას კავ­კა­სი­ის მთებ­ში, ის­რა­ელ­თან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის­ტო­რია აკავ­ში­რებს, რაც ბევ­რის­თვის შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლიც იყოს. მარ­თლაც­და, გა­სა­ო­ცა­რია, რომ იე­რუ­სა­ლიმ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კა­თო­ლი­კუ­რი, ბერ­ძნუ­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი და სომ­ხუ­რი წმინ­და სა­ლო­ცა­ვე­ბით და, ასე­ვე - მთელ ის­რა­ელ­ში, დღეს არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია არ არ­სე­ბობს.

jvania-lasha-5659a-1623818564.jpg

მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ას­წლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თვე­ლებს წმინ­და მი­წას­თან აქ­ტი­უ­რი კავ­ში­რე­ბი ჰქონ­დათ და უფრო მე­ტიც, იყო დრო, როცა ისი­ნი დო­მი­ნი­რებ­დნენ კი­დეც. ქარ­თველ­მა ბე­რებ­მა და დი­დე­ბუ­ლებ­მა აქ ათო­ბით ეკ­ლე­სია აა­გეს და ამით შე­მო­ი­ნა­ხეს ქრის­ტი­ა­ნო­ბის წმინ­და ად­გი­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, წმინ­და მი­წა­ზე არ­სე­ბულ ქარ­თულ სა­ლო­ცა­ვებ­ზეც ახ­დენ­და გავ­ლე­ნას. მო­ვი­და დრო, როცა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი სხვა, უფრო ძლი­ე­რი რე­ლი­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის ხელ­ში აღ­მოჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, ვან­და­ლუ­რად წა­ი­შა­ლა ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბი და ფრეს­კე­ბი, რაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დღემ­დე გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz