ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან | Allnews.Ge

ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების 4 რიტუალი აღმოსავლეთის ლამაზმანებისგან

საკუთარი თავის მოვლა რომ ძალიან სასიამოვნო პროცესია ამაზე ყველა ერთხმად ვთანხმდებით. აღმოსავლეთელი ქალბატონები ცნობილი არიან თავიანთი მოხდენილობით, ლამაზი თმით და სუფთა კანით. ამ ყველაფერს ძირითადად მათი გენეტიკა და ის კლიმატი განაპირობებს, როგორ გარემოში ცხოვრებაც უწევთ.

მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ბუნებრივი სილამაზე არ საჭიროებს შენარჩუნებას.ზოგიერთი რიტუალი, რომელიც თქვენს სხეულზე ზრუნვას უკავშირდება, ნამდვილად ფასეულია და მოდი ერთად გავეცნოთ.

1. 36 წრე ჭიპის გარშემო.

ამის გარეშე, აღმოსავლეთელი ქალის არც ერთი დილა არ იწყება.

საუბარია მუცლის მასაჟზე. იგი ხორციელდება ნელი მოძრაობით, მარჯვნიდან და ნელ-ნელა მიუყვება ზედა მხარეს. გლუვი, წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით, რადიუსის თითოეულ წრეზე ფართოვდება და შემდეგ პირიქით - საათის ისრის საწინააღმდეგოდ მცირდება.

საერთო ჯამში, თქვენ გჭირდებათ მუცლის მასაჟი 36 წრე წინ და 36 უკან. ეს გლუვი მოძრაობები ხელს უწყობს პერისტალტიკის ნორმალიზებას და ძილის შემდეგ ნაწლავების უფრო სწრაფად გაწმენდას.

2. "საშლელი" ნაოჭების საწინააღმდეგოდ

მსუბუქი, მჭიდრო მოძრაობები.ტექნიკა მარტივია, ისევე როგორც ყველაფერი გენიალური.

კარგად გამთბარი თითებით, სახეზე ნაზად იწყებთ მოძრაობას: ჯერ ქვევიდან ზემოთ, შემდეგ კი ცენტრიდან - კიდეებამდე, ბალიშებით მუშაობთ, საშლელივით (თითქოს ფანქრის მიერ დატოვებული ნიშნების წაშლას ცდილობთ). მოძრაობები მხოლოდ ერთ მხარეს უნდა იყოს მიმართული და ერთი მიმართულებით მიდიოდეს.

განაგრძეთ კითხვა