რატომ არ უყვარდათ სამურაები უბრალო იაპონელებს?- საინტერესო ფაქტები იაპონელი მებრძოლების შესახებ | Allnews.Ge

რატომ არ უყვარდათ სამურაები უბრალო იაპონელებს?- საინტერესო ფაქტები იაპონელი მებრძოლების შესახებ

სამურაები ყოველთვის წესიერ და მამაც მეომრებად ითვლებოდნენ. ისინი იცავდნენ სუსტებს და იბრძოდნენ საკუთარი ქვეყნისთვის. მართალია, ახლა მათზე როგორც დიდ ადამიანებზე ისე საუბრობენ, რომლებიც საკუთარი სიამაყისა და ღირსების დასაცავად ყველაფრისთვის მზად იყვნენ, თუმცა ნუთუ სინამდვილეში ისინი მართლაც ასეთი გამორჩეული იმიჯისა და რეპუტაციის მქონე მეომრები იყვნენ?

2021052819154486669-1623664598.jpg

სინამდვილეში, ძალაუფლებას ერთგვარი თრობის ეფექტი აქვს, სიამაყე კი როგორც წესი, ამპარტავნებად იქცევა ხოლმე. საკუთარი თავით აღფრთოვანება და ეგოიზმი სამურაების უმეტესობისთვის დამახასიათებელი და საკმაოდ ორგანული იყო. უბრალო ხალხს ისინი მარტივად რომ ვთქვათ, გულზე არ ეხატებოდათ ვინაიდან უბრალო ადამიანებისადმი მათი დამოკიდებულება მეგობრულისგან საკმაოდ შორს იყო. სამურაებს რიგითი გლეხის დასჯა, დაცინვა ან მისთვის კიდევ უფრო უარესის გაკეთებაც შეეძლო, და ამისგან მას არცერთი კანონი არ იცავდა.

2021052819205986669-1623664659.jpg

გლეხი სამურაისთვის ერთი ალმაცერად შეხედვის გამო შეიძლებოდა იმქვეყნად დაუფიქრებლად გაესტუმრებინათ, ვინაიდან სამურაისთვის თუნდაც უმნიშვნელო შეურაცხყოფის მიყენებაც კი, სიცოცხლის დაკარგვას უდრიდა.

ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია

ვაჟკაცური, მამაცი და უშიშარი იაპონელი სამურაი არ თაკილობდა ინტიმურ ურთიერთობას თავის ახალგაზრდა მოსწავლეებთან. ეს ფენომენი ძალიან გავრცელებული იყო და მას "შუდოს" უწოდებდნენ, რაც ნიშნავს "ახალგაზრდა კაცის გზას". ამრიგად, სამურაები აჩვევდნენ თავიანთ მოსწავლეებს მორჩილებას და დაქვემდებარებას. რაც შეეხება ქალებს, სამურაები მათთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ხშირად უგულებელყოფდნენ ქალთან სიახლოვეს, თვლიდნენ, რომ ამგვარი ურთიერთობა ასუსტებდა მეომრის სულს და სხეულს.

2021051911474189693-1623669989.jpg

2. ყალბი ერთგულება

ხშირად სამურაების შესახებ ფილმებში ვხედავთ, როგორ იბრძვის მეომარი უშიშრად ბოლომდე. და თუ ძალები არათანაბარი აღმოჩნდა და დამარცხება გარდაუვალია, სამურაი ამაყად ასრულებს ჰარაკირის რიტუალს, რათა ბრძოლა ღირსეულად დაასრულოს. მაგრამ რეალურად ყველაფერი ყოველთვის ასე “ლამაზად" არ ხდებოდა. ხშირად სამურაი ღალატობდა თავის ბატონს და მტრის მხარეს გადადიოდა. მე –15 – მე –17 საუკუნეების პერიოდში, შიდა ომების დროს, მრავალი ბრძოლა გაიმართა იაპონიაში, რომელთა მოგება შეუძლებელი იყო. თუ ყოველი წაგებული ბრძოლის შემდეგ სამურაები საკუთარ ჰარაკირის რიტუალს შეასრულებდნენ, ძალიან ცოტა რაოდენობის მეომარი დარჩებოდა. ბრძოლაში დამარცხების შემთხვევაში, სამურაის თავისუფლად შეეძლო მტრის მხარეს გადასვლა.

3. უმუშევარი სამურაები

გახანგრძლივებული შიდასახელმწიფოებრივი ომების დასრულების შემდეგ მშვიდობა დაიწყო, სამურაების სამხედრო კარიერაც დასრულდა. რამდენიმე თაობაში პროფესიონალი მეომრები იძულებულნი გახდნენ მოეძებნათ შემოსავლის რაიმე სხვა წყარო გადასარჩენად. ზოგმა ხელობა შეისწავლა და მუშაობა დაიწყო, ზოგი ვაჭრობით დაკავდა, ნაწილი კი გავლენიანი პირების მცველები ან დაქირავებული მკვლელები გახდნენ.

2021051911501589693-1623670063.jpg

4. მიწათმოქმედი სამურაები

ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ბრძოლების გარდა საშუალოდ სამურაი დიდად არ განსხვავდებოდა გლეხისგან. სამურაი ასევე ცხოვრობდა შორეულ სოფლებში და ეწეოდა მიწათმოქმედებას. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ჩვეულებრივ გლეხებს აკრძალული ჰქონდათ ხმლის ან სხვა იარაღის ტარება, სამურაებს კი არა.

2021051911522589693-1623670103.jpg

5. სამურაის ღირსების კოდექსი

ბუსიდო (მეომარი გზა) არის სამურაის ქცევის ეთიკური კოდექსი. კოდექსი შეიცავდა წესებს, რომელთა დაცვაც ყველა სამურას ვალი იყო. წერილობით ეს კოდექსი არასდროს არსებობდა, იგი მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა და საუკუნეების განმავლობაში მისი წესები ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. კოდექსის დარღვევის შემთხვევაშუი სამურაი სიკვდილით ისჯებოდა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იყო გაძევება, უარეს შემთხვევაში კი რა თქმა უნდა თავის მოკვლის რიტუალი.

Intermedia.ge