როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

ყვე­ლას გვახ­სოვს მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი გა­რეგ­ნო­ბის ბრუკ შილდსი, რო­მელ­მაც მი­ლი­ო­ნო­ბით თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი შე­ი­ძი­ნა და მათ შო­რის, ბევ­რი სა­ქარ­თვე­ლო­შიც. ის ბავ­შვო­ბი­დან­ვე მო­ექ­ცა კა­მე­რე­ბის ეპი­ცენ­ტრში და ყო­ვე­ლი­ვეს შე­დე­გიც იწ­ვნია. რო­გორ აი­სა­ხა პა­ტა­რა გო­გო­ნა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა და რას საქ­მი­ა­ნობს დღეს ერთ დროს ცნო­ბი­ლი ლა­მაზ­მა­ნი.

ბავ­შვო­ბა

სა­კა­მა­თოა, ჰქონ­და თუ არა სა­ერ­თოდ მას ბავ­შვო­ბა. გო­გო­ნას დედა, ტერი შილდსი, ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის გარ­და სხვა მო­მა­ვალს არც კი გა­ნი­ხი­ლავ­და. ტერი შე­უ­პოვ­რად და ჯი­უ­ტად მი­ი­წევ­და მიზ­ნის­კენ და შე­დე­გად 11 თვის ბრუ­კი დე­დას­თან ერ­თად უკვე რეკ­ლა­მა­ში გა­მოჩ­ნდა.

bruk1-1-1623651343.jpg

მისი ლა­მა­ზი სახე მა­ყუ­რე­ბელს მოს­წონ­და, ამი­ტომ გო­გო­ნას სულ უფრო ხში­რად იწ­ვევ­დნენ გა­და­ღე­ბებ­ზე. თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბრუ­კი მთელ დროს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ატა­რებ­და. მშობ­ლე­ბი ადრე გან­ქორ­წინ­დნენ, რის შემ­დე­გაც დედა უფრო მეტი ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­უდ­გა ქა­ლიშ­ვი­ლის კა­რი­ე­რის მწვერ­ვა­ლე­ბის­კენ სწრაფ­ვას.

კა­რი­ე­რა

ათი წლის ასაკ­ში ბრუკს Playboy Press-ში თა­მა­მი ფო­ტო­სე­სია შეს­თა­ვა­ზეს.დე­დას უკან და­ხე­ვა არც უფიქ­რია და შე­დე­გად 10 წლის გო­გო­ნა, დე­დის თან­ხმო­ბით, შიშ­ველ ფო­ტო­სე­სი­ა­ში გა­მოჩ­ნდა. ფო­ტო­ე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა, თუმ­ცა ჯი­უ­ტი დე­დის მო­ლო­დი­ნე­ბი ვერ გა­ა­მარ­თლა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ის გამო მათი ტი­რა­ჟი­რე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა აიკ­რძა­ლა. წლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბიც.

dphacwbxcaewzec-d1b5b-1623651388.jpg

ამ სკანდალის მიუხედავად, 13 წლის ბრუკი დედის წყალობით კვლავ თამამი იმიჯით გამოჩნდა ლუი მალის ფილმში "ლამაზი ბავშვი". ყოფილი მეუღლის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერი შილდსმა თავისი გაიტანა და ბრუკისთვის მთავარი როლი მოიპოვა. თუმცა შედეგებზე არც ამჯერად დაფიქრებულა.

bruk4-1623651624.jpg

ფილმმა 13 წლის გოგონას ნორჩი სექს-ვარსკვლავის სახელი მოუტანა. გაჩნდა ჭორები, რომ ბრუკი მართლაც გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. არასრულწლოვანი მეძავის როლი გოგონას ფსიქიკაზეც აისახა და ის უკვე ფსიქიატრების სისიტემატური პაციენტი იყო.

1978-teri-shields-mom-gettyimages-456001255-e1497804091390-1623651811.jpg

ჭორები რომ გაექარწყლებინა, ტერიმ საჯაროდ განაცხადა, რომ გოგონას ქალწულობა დაზღვეული ჰქონდა. იმ დროს უკვე ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს და მუდმივად ზეწოლის ქვეშ ჰყავდა ბრუკი ზედმეტი კილოგრამებისა თუ გარეგნობაზე ზრუნვის მოტივით.

განაგრძეთ კითხვა