როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა" | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობდნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის შვილები - "იყო დრო, როცა მათ დანახვაზე, ზოგიერთი გზის მეორე მხარეს გადადიოდა"

იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ქა­ი­ხოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის ცოლ-შვი­ლის და­ნახ­ვა­ზე, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გზის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­დი­ო­და, რათა არ მი­სალ­მე­ბო­და... მერე სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა... "ქა­ქუ­ცას შვი­ლიშ­ვი­ლო­ბამ ბევ­რი სი­კე­თეც მო­მი­ტა­ნა, რა თქმა უნდა, სი­ხა­რუ­ლიც... სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­დე­საც წი­ნაპ­რებს გი­ქე­ბენ", - ამ­ბობს ჩემი რეს­პონ­დენ­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, ქა­ი­ხოს­რო ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შთა­მო­მა­ვა­ლი - გური ხუნ­წა­რია....

- 4-5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ჩემი დიდი პაპა "მა­გა­რი კაცი" იყო. სახ­ლში ქა­ქუ­ცას გრა­ფი­კუ­ლი პორ­ტრე­ტი გვე­კი­და. სულ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი და მე­ა­მა­ყე­ბო­და. უამ­რავ კი­თხვას ვსვამ­დი, - ხმალს მაგ­რად იქ­ნევ­და? ცხენ­ზე რო­გორ იჯდა-მეთ­ქი?..

3334-1623650946.png

- ამ კი­თხვებს ყვე­ლა­ზე ხში­რად, ვის უს­ვამ­დით?

- ქა­ქუ­ცას მე­უღ­ლეს, ჩემს დიდ ბე­ბი­ას - ნინო მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს, რო­მელ­საც ნინა ბუ­ბას ვე­ძახ­დი. ის იცი­ნო­და და პა­სუხს არას­დროს მცემ­და. 6 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა. ნი­ნას და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ხმის ტემ­ბრი და სა­უბ­რის მა­ნე­რა ჰქონ­და... ქა­ქუ­ცა 10 წლით უფ­რო­სი იყო მას­ზე. ქორ­წი­ლი ახ­მე­ტის რა­ი­ონ სო­ფელ აწყურ­ში გა­და­უხ­დი­ათ. თეთ­რებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი სა­უ­ცხოო სა­ნა­ხა­ვე­ბი ყო­ფი­ლან. ლე­გენ­დად დარ­ჩა სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ქა­ქუ­ცას მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ცეკ­ვა. წყვი­ლი თბი­ლის­ში, ქი­ა­ჩე­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ოფიც­რე­ბის სახ­ლში ცხოვ­რობ­და. 2 ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ციც­ნა ანუ თა­მა­რი და ქუ­თია - ქე­თე­ვა­ნი. მე ქე­თე­ვა­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი ვარ.

- თქვენს დიდ პა­პა­ზე კი­დევ, რას გვე­ტყვით?

- უაღ­რე­სად თბი­ლი და კე­თი­ლი კაცი ყო­ფი­ლა. რო­გორც მისი ნაც­ნო­ბე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, გა­მო­ირ­ჩე­ო­და თავ­მდაბ­ლო­ბით, დახ­ვე­წი­ლო­ბით, უსა­მარ­თლო­ბას ვერ იტან­და, და­ჩაგ­რულს აუ­ცი­ლებ­ლად ექო­მა­გე­ბო­და. ერთხელ თურ­მე, ქა­ქუ­ცა და მისი მე­გობ­რე­ბი თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სახ­ლში, მე­ო­თხე სარ­თულ­ზე გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე ყო­ფი­ლან. ერთს უან­გლია, დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­სუ­ლა, და­ქი­რა­ვე­ბულ მე­კურტნე­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი. ქა­ქუ­ცას ეს არ მოს­წო­ნე­ბია და მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, ახლა თვი­თონ შე­ის­ვი მე­კურტნე, ქვე­ვით ჩა­იყ­ვა­ნე და შენი ფე­ხით ამო­დიო.

1914 წელს, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს. იბ­რძო­და ავ­სტრია-უნ­გრე­თის იმ­პე­რი­ის ფრონტზე, სა­დაც ეს­კად­რონს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამა­ვე წელს მძი­მედ და­იჭ­რა და თა­ვი­სი­ვე სურ­ვი­ლით, კავ­კა­სი­ის ფრონტზე, არი­ერ­გარ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს. ქა­ქუ­ცამ თავი გა­მო­ი­ჩი­ნა სა­რი­ყა­მი­შის ბრძო­ლა­ში. ცი­ხე­სი­მაგ­რე "არ­წი­ვის ბუ­დე­ზე", რო­მელ­საც ქა­ქუ­ცა იცავ­და, თურ­ქე­ბის შე­ტე­ვის შემ­დეგ კი­დევ და­იჭ­რა - სამი ჭრი­ლო­ბა მი­ი­ღო და ცო­ცხა­ლი აღარც ეგო­ნათ, მაგ­რამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა. ცნო­ბი­ლია, რომ ამ ბრძო­ლა­ში ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის ის ოქ­როს ხმლით და­ა­ჯილ­დო­ეს. 1915 წელს, ქა­ქუ­ცა ახალ­და­არ­სე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ცხე­ნო­სან­თა რაზმში ჩა­ე­წე­რე­ბა, რო­მე­ლიც ნი­კო­ლოზ ბა­რა­თო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სპარ­სეთ­ში იბ­რძო­და. რაზმმა წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ი­დი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და მე­სო­პო­ტა­მი­ის უდაბ­ნოს გავ­ლით, ბრი­ტა­ნე­თის არ­მი­ას შე­უ­ერ­თდა.

ბოლ­შე­ვი­კე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­დეგ, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა, ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი კი აქ დარ­ჩა. 1922 წლის 12 მარტს რაზმთან ერ­თად, ტყე­ში გა­იჭ­რა და პარ­ტი­ზა­ნულ ბრძო­ლას შე­უდ­გა. თა­ნა­რაზ­მე­ლებ­მა ფიცი და­დეს, რომ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძო­ლებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. ამ ფი­ცის გამო მათ "შე­ფი­ცულ­თა რაზ­მი" ეწო­დათ. ამა­ვე 1922 წელს შე­იქ­მნა დამ­კო­მი - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ხუთი ან­ტი­ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. ამ ორ­გა­ნოს და­ექ­ვემ­დე­ბა­რა "სამ­ხედ­რო ცენ­ტრი", რომ­ლის მთა­ვა­რი ძალა ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცუ­ლი ძმე­ბი გახ­დნენ. დამ­კომ­მა და­ად­გი­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი აჯან­ყე­ბა იყო და და­ი­წყო მის­თვის მზა­დე­ბა.

- ქალ­ბა­ტო­ნი ნინო თუ სა­უბ­რობ­და მე­უღლზე?

- ნაკ­ლე­ბად. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ჩემი თან­დას­წრე­ბით არა­ფერს ამ­ბობ­და. ერთხელ რა­ღაც გა­და­ცე­მას უყუ­რებ­და ტე­ლე­ვი­ზორ­ში და იქ ახ­სე­ნეს: "ბან­დი­ტი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი". ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, შე­ი­ცხა­და: "ვიშ, ქა!" ბევ­რი იწ­ვა­ლა ამ ქალ­მა, ბეწ­ვზე გა­და­ურ­ჩა დახ­ვრე­ტას.

shvilebi-62687-1623650774.jpg

- რამ გა­და­არ­ჩი­ნა?

- ლე­ნი­ნის ბრძა­ნე­ბამ მო­უს­წრო, კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბის დევ­ნა შე­წყდე­სო, თო­რემ მა­შინ უკვე ცი­ხე­ში იყო. სა­ერ­თოდ, ორ­ჯერ იყ­ვნენ პა­ტიმ­რო­ბა­ში ნინა და მისი გო­გო­ნე­ბი: პირ­ვე­ლად - 1923 წელს, თე­ლა­ვის მაზ­რის პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­ის უფ­როსს, ჭურ­ღუ­ლი­ას და­უ­ქა­დია: ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლი თუ არ ჩაგ­ვბარ­დე­ბა, მის ცოლ-შვილს კას­რში ჩავ­სვამ და ცე­ცხლში გა­მოვ­წვა­ვო, რა­ზეც ქა­ქუ­ცას შე­უთ­ვლია: ეგე­თი მე­თო­დე­ბით ნუ მებ­რძვით, თო­რემ ქვას ქვა­ზე აღარ დავ­ტო­ვე­ბო. და­პა­ტიმ­რე­ბამ­დე, ბავ­შვე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავ­და დე­დას, რომ სი­მარ­თლე არ ეთ­ქვათ. უამ­რავ რა­მეს ჰპირ­დე­ბოდ­ნენ თურ­მე მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი 3 წლის ქე­თი­ა­სა და 7 წლის თა­მარს, რომ რო­გორ­მე, მა­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი შე­ე­ტყოთ მათ­გან. რო­დე­საც დედა და შვი­ლე­ბი სახ­ლში გა­უშ­ვეს, პა­ტა­რა ქე­თი­ას ში­ნა­უ­რებ­თან მო­უ­ყო­ლია მისი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დი­ა­ლო­გი, თან თურ­მე, თავს იწო­ნებ­და: "ისე­თი ტყუ­ი­ლე­ბი ჩა­ვა­ბა­რეო..." რომ უკი­თხავთ, მამა სახ­ლში მო­დი­სო? ამას უთ­ქვამს - მო­დი­სო. არა­და, ქა­ქუ­ცა ხან­და­ხან თუ მი­დი­ო­და შინ მა­ლუ­ლად და მა­ში­ნაც ბავ­შვებს ეძი­ნათ. რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო? - ქე­თი­ას უთ­ქვამს: სულ ოქ­როს ქა­მარ-ხან­ჯა­ლი უკე­თი­აო. ვის მოჰ­ყავს ხოლ­მეო? - ძია მი­შა­სო. ამ ტყუ­ი­ლის გამო, რამ­დე­ნი­მე მიშა აუყ­ვა­ნი­ათ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მხო­ლოდ და­უ­კი­თხავთ და გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ...

გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ დედა-შვი­ლე­ბი უკვე მე­ტე­ხის ცი­ხე­ში მო­ა­თავ­სეს. ქე­თი­ას თურ­მე, სარ­კმლის რა­ფა­ზე და­ა­ყე­ნებ­დნენ პა­ტიმ­რე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც ძა­ლი­ან ბევ­რი ახ­ლო­ბე­ლი იყო და ტა­შის­კვრით აცეკ­ვებ­დნენ. პა­ტა­რაც უდარ­დე­ლად ცეკ­ვავ­და... სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში, ნინო ლავ­რენ­ტი ბე­რი­ას­თან წა­უყ­ვა­ნი­ათ. ბე­რია ამ დრო­ის­თვის მა­ინ­ცდა­მა­ინც ცნო­ბი­ლი ჩი­ნოვ­ნი­კი არ იყო, მაგ­რამ სულს რა შე­უც­ვლი­და?! უთ­ქვამს: შენ დახ­ვრე­ტა გე­მუქ­რე­ბა და ბავ­შვე­ბი მა­ინც გა­და­არ­ჩი­ნე, უარი თქვი მათ­ზე და გად­მოგ­ვე­ციო. ჩანს, მა­თაც არ უნ­დო­დათ ბავ­შვე­ბი ცი­ხე­ში ჰყო­ლო­დათ. ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი ნი­ნას ნა­თე­სა­ვი ყო­ფი­ლა და მას და­უ­რი­გე­ბია, არ დას­თან­ხმდეო. ნი­ნო­საც უარი უთ­ქვამს ბე­რი­ას შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე... შემ­დეგ ბავ­შვე­ბი გა­უშ­ვეს, ნინო კვლავ ცი­ხე­ში დარ­ჩა. ილია მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს წა­უყ­ვა­ნია პა­ტა­რე­ბი აწყურ­ში. რო­დე­საც ქა­ქუ­ცამ სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა (1924 წელი), ბოლ­შე­ვი­კებს ილია სა­კუ­თარ ეზო­ში და­უხვრე­ტი­ათ. თან, და­უ­ბა­რე­ბი­ათ: ვინც ამ ბავ­შვებს შე­ი­კედ­ლებს, და­ვა­პა­ტიმ­რებ­თო! უპატ­რო­ნოდ დარ­ჩნი­ლი ციც­ნა და ქე­თია ოჯა­ხის მო­უ­რავს არ მი­უ­ტო­ვე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, ამ კაც­მა შე­ი­ფა­რა ისი­ნი, მაგ­რამ სახ­ლში ვერ შე­იყ­ვა­ნა და სა­ქათ­მე­ში და­მა­ლა. საჭ­მელს უზი­დავ­და მა­ლუ­ლად და აფრ­თხი­ლებ­და, თუ ვინ­მემ მო­გაგ­ნოთ, უთხა­რით, ვი­თომ აქ თქვე­ნით და­ი­მა­ლე­თო. სწო­რედ ამ დროს გა­მო­ვი­და ლე­ნი­ნის ბრძა­ნე­ბა და ნინო თა­ვის გო­გო­ნებს და­უბ­რუნ­და.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე