სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან | Allnews.Ge

სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან

კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნია და გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბის­თვის, რო­მელ­თა გარ­თო­ბაც იზო­ლა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სულ უფრო რთუ­ლია.

ბევ­რმა ოჯახ­მა სო­ფელს მი­ა­შუ­რა, რათა ბავ­შვებს ეზო­ში თა­მა­შის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქო­ნო­დათ. საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა ერთ-ერ­თმა ოჯახ­მა კი კა­რან­ტი­ნის დროს სო­ფელ­ში ჩას­ვლის შე­დე­გად, გან­ძი იპო­ვა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ათი წლის ფრან­გი ტყუ­პი ძმე­ბი ოჯახ­თან ერ­თად პა­რი­ზი­დან ბა­ბუ­ას­თან ერთ-ერთ სო­ფელ­ში წა­ვიდ­ნენ. ისი­ნი ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ, მა­მამ კი ბი­ჭებს უთხრა, რომ ბაღ­ში სახ­ლის მო­სა­წყო­ბად შე­ეძ­ლოთ გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ის ზეწ­რე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ.

oqroszodebi-48822-1623586990.jpg

რო­დე­საც ბი­ჭე­ბი ზეწ­რებს იღებ­დნენ, ერთ-ერთი მათ­გა­ნი მძი­მე აღ­მოჩ­ნდა. ზე­წარ­ში ოქ­როს ორი ზოდი იყო გახ­ვე­უ­ლი. ბი­ჭე­ბის მა­მამ ზო­დე­ბი ექ­სპერტს შე­ა­მოწ­მე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ ისი­ნი 1967 წელ­საა შე­ძე­ნი­ლი.

გა­ირ­კვა, რომ ოქრო ბე­ბი­ას, რო­მე­ლიც უკვე გარ­დაც­ვლი­ლია, უყი­დია და შე­უ­ნა­ხავს. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი 1 კგ-ს იწო­ნის. ოჯა­ხი მათ აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვას გეგ­მავს. ამ ეტაპ­ზე ერთი ზო­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 ათა­სი ევ­როა.

კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ოქ­როს ფასი დღი­თი­დღე იზ­რდე­ბა, ამი­ტომ, ოჯა­ხი აპი­რებს და­ე­ლო­დოს მის კი­დევ გაძ­ვი­რე­ბას.

"ვა­პი­რებთ, ცოტა მო­ვი­ცა­დოთ, სა­ნამ ოქრო კი­დევ არ გაძ­ვირ­დე­ბა“, - ამ­ბობს ბი­ჭუ­ნე­ბის მამა. მი­სი­ვე თქმით, ამ ფუ­ლით პირ­ველ რიგ­ში, ეზო­ში აუზს გა­ა­კე­თებს, რად­გა­ნაც ბავ­შვებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს სურთ.

myquiz