კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიკსენის მდგომარეობა ახლა | Allnews.Ge

კადრები "ევრო 2020"-ის დრამატული მატჩიდან - როგორია კრისტიან ერიკსენის მდგომარეობა ახლა

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ფი­ნეთ­სა და და­ნი­ას შო­რის მიმ­დი­ნა­რე სა­ფეხ­ბურ­თო თა­მა­შის დროს მომ­ხდარ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი მსოფ­ლიო ერთი ადა­მი­ა­ნის გარ­შე­მო გა­ა­ერ­თი­ა­ნა. მატ­ჩის მსვლე­ლო­ბი­სას და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, კრის­ტი­ან ერიკ­სენ­მა გო­ნე­ბა და­კარ­გა და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ე­დან­ზე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო, ექი­მე­ბი კი მის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

ფეხ­ბურ­თე­ლი მო­ედ­ნი­დან კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გულ­შე­მატ­კი­ვარს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ის გა­დარ­ჩა.

მატ­ჩი მცი­რე დრო­ით გა­და­ი­დო, თუმ­ცა მა­ინც გაგ­რძელ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკვე გონ­ზე მო­სულ­მა ერიკ­სე­ნი ვი­დე­ო­ზა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ესა­უბ­რა თა­ნა­გუნ­დე­ლებს და სთხო­ვა მათ, რომ თა­მა­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ.

erikseni2-33921-1623569155.jpg

გუ­შინ­დელ­მა დღემ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, სო­ლი­და­რო­ბის, გუნ­დუ­რო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თი ემო­ცი­უ­რი კად­რი გავ­რცელ­და.

რო­დე­საც კრის­ტი­ა­ნი ცუ­დად გახ­და და მინ­დორ­ზე და­ე­ცა, თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა მის გარ­შე­მო წრე შეკ­რეს, რათა მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ვარ­სკვლა­ვის­თვის ფო­ტო­ე­ბი არ გა­და­ე­ღოთ და მე­დი­ა­ში არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო, გარ­და ამი­სა, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია და­ნი­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, სა­ი­მონ კი­ა­ე­რის ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც რთულ მო­მენ­ტში არ და­იბ­ნა და დრო­უ­ლად უხმო სა­მე­დი­ცი­ნო შტაბს. მე­დი­ა­ში მას გუ­შინ­დე­ლი დღის გმირს უწო­დე­ბენ და წე­რენ, რომ რომ არა მისი სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბა, შე­საძ­ლოა, უმ­ძი­მე­სი შე­დე­გი ყო­ფი­ლი­ყო.

200300452-243452924248873-6690199698991146732-n-33087-1623569235.jpg

სა­ი­მონ კი­ა­ე­რი და კრის­ტი­ან ერიკ­სე­ნი

fexburtelebi-33138-1623569285.jpgფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ერიკ­სე­ნის გარ­შე­მო

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ისიც, რომ, რო­დე­საც და­ნი­ე­ლი ნა­ხევ­რამ­ცვე­ლი სა­კა­ცით გაჰ­ყავ­დათ, ფი­ნელ­მა ფა­ნებ­მა დრო­შა მი­ი­ტა­ნეს, რათა, ჩა­მო­ე­ფა­რე­ბი­ნათ მის­თვის და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ფეხ­ბურ­თე­ლის კად­რე­ბი არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო.

ასე­ვე ყვე­ლამ ნახა, კრის­ტი­ან ერიკ­სე­ნის მე­უღ­ლეც, რო­მე­ლიც მინ­დორ­ზე ატი­რე­ბუ­ლი ჩა­ვი­და. უმ­ძი­მეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კი მის დამ­შც­ვი­დე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

111-1623569384.png

მომ­ხდარ ფაქტს მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბი, მწვრთნე­ლე­ბი, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი. მათ შო­რის იყო პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, რო­მელ­მაც "ფე­ის­ბუქ­ზე“ ერიკ­სენ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, გა­ამ­ხნე­ვა და გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა უსურ­ვა.

"ვფიქ­რობთ და ვლო­ცუ­ლობთ კრის­ტი­ან ერიკ­სენ­სა და მის ოჯახ­ზე. მსოფ­ლიო ფეხ­ბურ­თი იმე­დი­ა­ნად ელო­დე­ბა კარგ სიაxლეს. ერთი სული მაქვს, რო­დის გი­ხი­ლავ კკვლავ მინ­დორ­ზე, ძლი­ე­რი იყა­ვი, კრის“, - წერს რო­ნალ­დუ.

გარ­და ამი­სა, გუ­შინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რუ­სეთ­სა და ბელ­გი­ას შო­რის შედ­გა სა­ფეხ­ბურ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა. მატ­ჩი ბელ­გი­ამ მო­ი­გო (3:0). ბელ­გი­ელ­მა ფორ­ვარ­დმა, რო­მე­ლუ ლუ­კა­კუმ რუ­სე­თის კარ­ში გა­ტა­ნი­ლი პირ­ვე­ლი გოლი ერიკ­სენს მი­უ­ძღვნა. გო­ლის გა­ტა­ნის შემ­დეგ, მან კა­მე­რას­თან მი­ირ­ბი­ნა და თქვა - "მიყ­ვარ­ხარ, კრის.“

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასე­ვე ფი­ნე­თი­სა და და­ნი­ის თა­მა­ში, რო­მე­ლიც მომ­ხდა­რის შემ­დეგ გაგ­რძელ­და. ფი­ნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მად­ლო­ბის ნიშ­ნად და­ნი­ე­ლებს ჯერ ტაში და­უკ­რეს, ხოლო შემ­დეგ, და­ნი­ელ­თა კარ­ში გა­ტა­ნი­ლი გოლი არ აღ­ნიშ­ნეს.

finelebi-33583-1623569455.jpg

რო­გო­რია ერიკ­სე­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ახლა?და­ნი­ე­ლი ნა­ხე­ვარმცვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის სტა­ბი­ლუ­რია. მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ცნო­ბით, ის გონ­ზეა და შე­უძ­ლია სა­უ­ბა­რიც. თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ფეხ­ბურ­თე­ლი ესა­უბ­რა, ამ­ბო­ბენ, რომ კრის­ტი­ა­ნი თავს კარ­გად გრძნობს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრომ­დე უც­ნო­ბია, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გუ­შინ­დე­ლი მძი­მე შემ­თხვე­ვა და ჯან­მრთე­ლო­ბის რა პრობ­ლე­მებს უკავ­შირ­დე­ბა მომ­ხდა­რი. ფეხ­ბურ­თელს კლი­ნი­კა­ში გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბა და და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

erikseni-33807-1623569485.jpg

ერიკ­სე­ნი ცოლ­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად

29 წლის კრის­ტი­ან ერიკ­სე­ნი და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე და­ნი­ის ნაკ­რე­ბის ლი­დე­რია. კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ის თა­მა­შობ­და აიაქსში, ტო­ტე­ნ­ჰემ­ში, ინ­ტერ­ში. ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ლონ­დო­ნურ გუნდში, ტო­ტე­ნ­ჰემ­ში ჰქონ­და.

ერიკ­სენს ჰყავს ცოლი, საბ­რი­ნა ჯენ­სე­ნი და ორი შვი­ლი.