ნუ მიაყოლებთ ხორცეულს პურს... - გაეცანით პროდუქტების სიას, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ | Allnews.Ge

ნუ მიაყოლებთ ხორცეულს პურს... - გაეცანით პროდუქტების სიას, რომლებიც ერთად არ უნდა მიირთვათ

ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა პროდუქტების მირთმევა შეიძლება ერთად და რა პროდუქტებია ერთმანეთთან შეუსაბამო, რადგან, გადამუშავების პროცესში შეუსაბამო პროდუქტებმა პრობლემები არ შეგვიქმნას. მაგალითად, სადილის შემდეგ ბევრი ადამიანი მიირთმევს დესერტად ხილს. თუ კერძს მაშინვე ვაშლს მიაყოლებთ, კუჭში დამჟავებისა და გაზების წარმოქმნის პროცესი დაიწყება, რადგან ის სწრაფად გადამუშავდება, ხოლო მის წინ მირთმეული სადილი ჯერ კიდევ გადასამუშავებელია.

ზოგადად, რაც ნაკლებ რთულია საკვების ნარევი, რაც უფრო მარტივია ჩვენი კერძები, მით უფრო ეფექტურია ჩვენი ორგანიზმის მიერ საჭმლის მონელების პროცესი.

xili-1623486512.jpg

ითვლება, რომ ხილი მხოლოდ ხილთან ერთად უნდა მიირთვათ. ამასთანავე, ტკბილი ხილი - მხოლოდ ტკბილ ხილთან, მჟავე კი მჟავესთან ერთად. ნესვი და საზამთრო არაფერს არ ეხამება, ამიტომ მათი მირთმევა სადილის დამთავრებისთანავე დაუშვებელია. ხილი, მირთმეული ნებისმიერ სხვა პროდუქტთან ერთად, მიუხედავად მისი მაღალი ყუათიანობისა,მთელ საკვებს გადააქცევს ხრწნად მასად.

სხვა პროდუქტებთან შეერთებისას, ხილი ადვილად იწყებს დუღილს. ყველაზე უკეთესია მისი ცალკე ჭამა საკვების მიღების წინ; თანაც მჟავე და მჟავე - მოტკბო ერთ მიღებაზე, ხოლო ტკბილი მეორეზე.

marcvleuli-1623486555.jpg

ხილის შეთვისებისათვის ორგანიზმს ესაჭიროება 65-80 წუთი. თუ მას მიირთმევთ იმ პროდუქტებთან ერთად, რომელიც თხოულობს გადამუშავებისათვის რამდენიმე საათს, საჭმლის მოსანელებელი პროცესი სერიოზულად დაირღვევა.

არ შეიძლება ხილისა და ბოსტნეულის შერევა. გამონაკლისია ანანასი, ფინიკი, ბროწეული, ქიშმიში და ლიმონი.

ნუ შეურიევთ სხვადასხვა სახის მარცვლეულს ერთმანეთში, რადგან თითოეულ მათგანს გადასამუშავებლად სხვადასხვა დრო სჭირდება. მაგალითად "5 მარცვლის ფაფა" სულაც არაა ისეთი სასარგებლო, როგორც 1 იქნებოდა.

სამაგიეროდ პარკოსნების შერევა შეიძლება, მაგალითად, ლობიო და ოსპი. ასევე დასაშვებია პარკოსნებისა და მარცვლეულის შერევა. ცალცალკე მათ ორგანიზმი 40%-ით ითვისებს, ერთად მომზადებულს კი 80%-ით.

რძე არც ერთ სხვა პროდუქტს არ ეხამება. ის კუჭისთვის საკმაოდ ძნელი გადასამუშავებელია და განიხილავენ როგორც დამოუკიდებელ პროდუქტს. ამიტომ სასურველია ის სხვა პროდუქტებთან შერევის გარეშე მიიღოთ დილით ან საღამოს. დასაშვებია დაამატოთ შაქარი, სუნელები - ამგვარად ის უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ. დასაშვებია რძის დამატება სუპებსა და ფაფებში, რადგან ამ შემთხვევაში იგი დამუშავებას გადის და გარკვეულად იცვლის თვისებებს.

cilovanisakvebi1jpg-1623486602.jpg

არასოდეს ჭამოთ ცილოვანი საკვები ნახშირწყლოვანთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ არ უნდა ჭამოთ ხორცი, ყველი, კვერცხი პურთან, კარტოფილთან, მაკარონთან, ტკბილ ხილთან ერთად. თუ თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ ცომეულის ნაწარმზე, მაშინ ისინი ცალკე მიირთვით.

არასოდეს შეჭამოთ ორი კონცენტრირებული ცილოვანი საკვები ერთ ჯერზე. სხვადასხვა სახისა და შემადგენლობის ცილოვანი პროდუქტები საჭიროებენ განსაკუთრებულ საჭმლის მომნელებელ წვენებს და კონცენტრაციებს. ეს წვენები კუჭში ერთსა და იმავე დროს არ გამოიყოფა, ამიტომაც ყოველთვის საჭიროა წესის დაცვა: ერთი ცილოვანი საკვები - ერთჯერად მიღებაზე.

არ ჭამოთ მჟავე ხილი ცილოვან საკვებთან. ფორთოხალი, ლიმონი, პომიდორი, ანანასი, ალუბალი, მჯავე ქლიავი, მჟავე ვაშლი, არ უნდა მიირთვათ ყველთან, ნიგოზთან, კვერცხთან და ხორცთან.

მიირთვით მხოლოდ ერთი კონცენტრირებული სახამებელი კვების ერთ ჯერზე. თუ სახამებლის ორი სახეობა (კარტოფილი ან ფაფეული, ან პური) მოიხმარება ერთჯერადად მიღებაზე, მაშინ ერთი მათგანი გადამუშავდება, ხოლო მეორე ხელუხლებელი რჩება კუჭში, როგორც ტვირთი - არ გადადის ნაწლავებში, აფერხებს სხვა საკვების შეთვისებას, იწვევს დუღილს, ბოყინს, ამაღლებს კუჭის წვენის მჟავიანობას და ა.შ.

ყველაზე ძალიან ორგანიზმს ცხიმების შეთვისება უჭირს. მცირე რაოდენობის ცხიმიც კი ანელებს კუჭის წვენის გამოყოფას.კუჭის წვენის გამოსაყოფად და კუჭის ასამოძრავებლად, კომბოსტოს წვენი პრაქტიკულად სრულიად უპირისპირდება ცხიმების შემაფერხებელ მოქმედებას.