"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ | Allnews.Ge

"არსებობს "საიდუმლო სარდაფი", სადაც მათთვის მიუღებელი ადამიანები ჩაჰყავთ" - ვინ არის ჩეჩენი გოგონა, რომლის გაუჩინარებას კადიროვის ხალხს მიაწერენ

ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­სახ­ლე­ო­ბა კი­დევ ერთი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს. ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა ოჯა­ხი­დან თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის გამო გა­იქ­ცა და მა­ხა­ჩყა­ლას "კრი­ზის სახ­ლში" იმ­ყო­ფე­ბო­და.

რო­გორც tvrain.ru წერს, გო­გო­ნას მი­გა­ნეს და ისევ ჩეჩ­ნეთ­ში და­აბ­რუ­ნეს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა, ჩეჩ­ნეთ­ში თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ანა მა­ნი­ლო­ვას­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნეს, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით პერ­მი­და­ნაა. რუ­სე­თის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "სე­ტის" ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად, ორი­ვე გო­გო­ნას ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბი იყო, შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მა­ნი­ლო­ვა გზა­ში­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ოჯახ­თან კავ­შირ­ზე გა­ვი­და.

"მას შემ­დეგ, რაც და­ღეს­ტნის პო­ლი­ცი­ის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ გო­გო­ნე­ბი "კრი­ზის სახ­ლში" იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ორი­ვე გო­გო­ნა იძებ­ნე­ბო­და. ჩე­ჩენ­მა გო­გო­ნამ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის იმის თქმა მო­ას­წრო, რომ და­ღეს­ტნის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მას­ზე იძა­ლა­დეს... ამის შემ­დეგ მისი კვა­ლი იკარ­გე­ბა" - წერს tvrain.ru.

-0:06 ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვა ჩეჩ­ნე­თი­დან მას შემ­დეგ გა­იქ­ცა, რაც მას სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენრ­ტა­ცი­ის გამო სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქრნენ. 6 ივ­ნისს გო­გო­ნამ წე­რი­ლი და­წე­რა, სა­დაც წერს, რომ ის სახ­ლი­დან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით წა­მო­ვი­და, რად­გან რე­გუ­ლა­რუ­ლად ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

"გთხოვთ ჩემ­ზე ფე­დე­რა­ლურ ძებ­ნას ნუ გა­მო­ა­ცხა­დებთ, რად­გან ასე ჩემს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხეს შე­უქ­მნით..." - ნათ­ქვა­მია გო­გო­ნას წე­რილ­ში, რო­მელ­საც ოპო­ზი­ცი­უ­რი ჩეჩ­ნუ­რი ტე­ლეგ­რამ-არხი 1Adat-ი ავ­რცე­ლებს.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ორენ­ტა­ცი­ის გამო ადა­მი­ა­ნი გა­აქ­რეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც წე­რენ, რომ "კა­დი­როვ­ცე­ბი" შიფ­რა­ვენ და კი­თხუ­ლო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტერ­ნეტ­მი­მო­წე­რას და შემ­დეგ მათ­ზე ნა­დი­რო­ბას იწყე­ბენ... ეს ეხე­ბა, რო­გორც სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბას, ასე­ვე ნე­ბის­მი­ე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ანს და ამ ადა­მი­ან­თა ჯგუფს.

"არ­სე­ბობს ე.წ. სა­ი­დუმ­ლო სარ­და­ფი, სა­დაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჩაჰ­ყავთ, იქი­დან ან ვე­ღარ ამო­დი­ან, ან სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ბო­დი­შო ვი­დე­ოს, სა­დაც ამ­ბო­ბენ, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვეს, რო­დე­საც ჩენ­ჩე­თის ლი­დერ­ზე არას­წო­რად ისა­უბ­რეს და ამით მთელ ერს მი­ა­ყე­ნეს შე­უ­არ­ცხყო­ფა, რის გა­მოც ძა­ლი­ან სწუ­ხან..." - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­მეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ად­მი­რალ გრო­ზინ­სკი.

მომ­ხდარს ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბიც.

"ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ხა­ლი­მატ ტა­რა­მო­ვას ოჯახს შე­უძ­ლია გო­გო­ნას და­ემ­შვი­დო­ბონ. "კა­დი­როვ­ცე­ბი" მას უკვე გა­აქ­რობ­დნენ" - წერს ტა­ტი­ა­ნა პრო­ხო­ვა.

"და­ღეს­ტა­ნი და ჩეჩ­ნე­თი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სუ­ბი­ექ­ტე­ბი არ არი­ან, თუ რამე არას­წო­რად მახ­სოვს?! რუ­სე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა არ უნდა აქ­ცევ­დეს ასეთ ფაქ­ტებს ყუ­რა­დღე­ბას? ძლე­ვა­მო­სი­ლი რუ­სე­თი მათ მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე აკონ­ტრო­ლებს? 21-ე სა­უ­კუ­ნეა, მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მე-15 სა­უ­კუ­ნეც არ დამ­დგა­რა ჯერ. ამი­ტომ გა­მორ­ბის ეს ხალ­ხი რუ­სე­თის ცენ­ტრა­ლურ ქა­ლა­ქებ­ში, სა­მუ­შაო არ აქვთ, მათი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი არ არის, კა­დი­როვს შე­უძ­ლია მის­თვის არა­სა­სურ­ვე­ლი პერ­სო­ნა მი­წი­დან ამო­ი­ღოს და რო­გორც უნდა ისე მო­ექ­ცეს. უდა­ნა­შა­უ­ლო გო­გო­ნა გა­ი­ტა­ცეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ოჯა­ხის წევ­რებს რა­მის გა­გე­ბის უფ­ლე­ბაც არ ექ­ნე­ბათ, რად­გან იცი­ან, ღირ­სე­ბის სა­სა­მარ­თლოს მო­უ­წყო­ბენ..." - წერს დმიტ­რი ბა­უ­ლი­ნი.

"აი რა მო­გი­ტა­ნათ ამ და­სავ­ლეთ­მა და მის­მა ტენ­დენ­ცი­ებ­მა?! იმის ნაც­ვლად, რომ წუხ­დეთ გზა­საც­დე­ლი გო­გო­ნას საქ­ცი­ე­ლის გამო, მის­ნა­ი­რებს უბიძ­გლებთ, თქვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი უნდა იყოს და ხმა ამო­ი­ღე­თო. ძა­ლი­ან კარ­გს აკე­თებს კა­დი­რო­ვი, მათ რომ არ ახა­რებს..." - წერს იანა პან­ჩენ­კო.