ხიდი არსაითკენ - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო ნაგებობის ისტორია | Allnews.Ge

ხიდი არსაითკენ - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უსარგებლო ნაგებობის ისტორია

ჰონდურასში, ალბათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და უსარგებლო ხიდი დგას. ქალაქ ჩოლუტეკაში მდებარე ამომავალი მზის ხიდი 484 მეტრის სიგრძისაა, თუმცა არც არსაიდან მოდის და არც არსად მიდის...

1996-1998 წლებში ჰონდურასში იაპონელმა ინჟინერებმა მდინარე ჩოლუტეკაზე ააშენეს ხიდი, რომელსაც მაშინ საინჟინრო სასწაულს უწოდებდნენ. 1998-ში, როცა ხიდი ექსპლუატაციაში შევიდა, ქვეყანას ტროპიკული ქარიშხალი დაატყდა თავს - მეხუთე კატეგორიის ქარიშხალმა სახელწოდებით "მიჩი", მიწასთან გაასწორა ქალაქები, 5 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და ქვეყნის მასშტაბით ათასობით შენობა-ნაგებობა, მათ შორის 150 ხიდი გაანადგურა. საინჟინრო სასწაული - ამომავალი მზის ხიდი, დამანგრეველ სტიქიას გადაურჩა. თუმცა, ამბავი აქ არ სრულდება - იქამდე, სანამ ხიდი თავის ადგილას იდგა, მის გარშემო გზები და სხვა ხიდები გაქრა, მდინარემ კი კალაპოტი იცვალა და ხიდის გვერდით "გადაინაცვლა".

choluteca-1623315432.jpg

შესაბამისად, ხიდმა დანიშნულება დაკარგა და მას მალევე შეურჩიეს ახალი სახელი - "ხიდი არსაითკენ". წლების განმავლობაში, ის სრულიად უსარგებლო იყო, თუმცა 2003 წელს ახალ მაგისტრალს დაუკავშირეს და ახალი დანიშნულება შესძინეს.

myquiz