რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია" | Allnews.Ge

რა დათმო ჭადრაკისთვის და როგორი იყო ნანა იოსელიანის "სიყვარულის პარტია"

ბავ­შვო­ბი­დან­ვე ყო­ველ­თვის აღ­მაფრ­თო­ვა­ნებ­და. მა­მას უყ­ვარ­და ჭად­რა­კი, მას­წავ­ლი­და კი­დეც და ოჯახ­ში სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბას ფეხ­ბურ­თის შემ­დეგ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. ჩემ­გან მო­ჭად­რა­კე არ გა­მო­ვი­და, უმალ ფეხ­ბურთს უფრო ვი­თა­მა­შებ­დი, მაგ­რამ ჭად­რა­კის დიდ გულ­შე­მატ­კივ­რად დავ­რჩი... ჩვე­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი (მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთ­თან თუ და­მარ­ცხდე­ბოდ­ნენ) მო­ჭად­რა­კე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის "გა­დამ­კი­დე“.

მი­სით კი მუ­დამ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. სა­ოც­რად ნა­თე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩან­და, გულ­წრფე­ლი ღი­მი­ლით. ახ­ლა­ხან, 12 თე­ბერ­ვალს და­ვუ­რე­კე, თურ­მე, და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და. მა­ინ­ცდა­მა­ინც იმ დღეს მო­ვინ­დო­მე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა, მაგ­რამ... გა­უ­თა­ვებ­ლად ულო­ცავ­დნენ და არა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, სა­მა­გი­ე­როდ, მე­ო­რე დღეს ვი­სა­უბ­რეთ ხან­გრძლი­ვად. გა­ვი­ხა­რე, რომ სწო­რედ ისეთ ადა­მი­ანს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რო­გო­რიც წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ იყო. უამ­რა­ვი ტი­ტუ­ლის მქო­ნე ნანა იო­სე­ლი­ა­ნი მარ­თლაც არას­დროს ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ჭად­რა­კე, იგი დღემ­დე ხალ­ხის საყ­ვა­რე­ლი მო­ჭად­რა­კეც გახ­ლავთ:

- მშობ­ლე­ბი მეც­ნი­ე­რე­ბი იყ­ვნენ, ფი­ზი­კო­სე­ბი და, ალ­ბათ, ჰქონ­დათ რა­ღაც გეგ­მე­ბი ჩემი მო­მავ­ლის შე­სა­ხებ. პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ცო­ტას ვა­ვად­მყო­ფობ­დი, თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­მორ­ჩე­უ­ლი ნი­ჭის ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სკო­ლამ­დელ ასაკ­ში უკვე ვი­ცო­დი ალ­გებ­რუ­ლი შეკ­რე­ბა-გა­მოკ­ლე­ბა. იმ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და სკო­ლა­ში კარ­გად სწავ­ლას. ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი იყო და გმი­რო­ბად ნამ­დვი­ლად არ მი­იჩ­ნე­ო­და. გარ­და ამი­სა, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბის მსგავ­სად, მეც დავ­დი­ო­დი ინ­გლი­სურ­სა და მუ­სი­კა­ზე, თუმ­ცა ფორ­ტე­პი­ა­ნო სას­ტი­კად არ მიყ­ვარ­და. მა­შინ ჭად­რა­კიც ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. მამა მოყ­ვა­რუ­ლი იყო და ხში­რად თა­მა­შობ­და. ჭად­რა­კის სვლე­ბი მეც შინ ვის­წავ­ლე, ყუ­რე­ბით, მაგ­რამ ჩემი ჭად­რაკ­ზე მიყ­ვა­ნა მშობ­ლე­ბის გეგ­მა­ში ნამ­დვი­ლად არ შე­დი­ო­და.

თუმ­ცა თა­ვად ვი­ყა­ვი ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი: ყვე­ლა წრე­ზე დავ­დი­ო­დი, მათ შო­რის - ტან­ვარ­ჯიშ­ზეც, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და სკო­ლის სიმ­ღე­რის გუნდშიც ვმღე­რო­დი, არა­და, მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა სა­ერ­თოდ არ მქონ­და (იცი­ნის). გვი­ან მივ­ხვდი, რომ ეტყო­ბა, სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბელ­მა ასე­თი მო­წა­დი­ნე­ბა რომ შე­მა­ტყო, კი არ გა­მო­მიშ­ვა, - არ გაქვს შვი­ლო სიმ­ღე­რის უნა­რიო, ერ­თა­დერ­თს მეხ­ვე­წე­ბო­და: ხმა­დაბ­ლა იმ­ღე­რეო. და­წყე­ბით კლა­სებ­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­დე­საც ერთ დღეს კლას­ში მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­მო­ვი­და და იკი­თხა, ჭად­რა­კის თა­მა­ში ვინ იცი­სო? მე, რო­გორც ძა­ლი­ან აქ­ტი­ურ­მა, ხელი ავ­წიე...

nana-ioeliani12-47765-1623314994.jpg

მა­ცხნივ ნანა იო­სე­ლი­ა­ნი ოთარ ალ­ხა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად

მოკ­ლედ, რამ­დე­ნი­მე წაგ­ვიყ­ვა­ნეს და სა­ჭად­რა­კო შე­ჯიბ­რე­ბა სკო­ლა­ში­ვე ჩა­ტარ­და. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­დან 1 ბიჭს და 2 გო­გო­ნას ჭად­რა­კის წრე­ზე წა­იყ­ვან­დნენ. ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გო­გო­ნამ მო­მი­გო და, შე­სა­ბა­მი­სად, წრე­ზე ვერ მი­მი­ღებ­დნენ. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, ხმა­მაღ­ლა ავ­ტირ­დი და ჩვენ­მა სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გემ იკი­თხა, რა­ტომ ატი­რებთ ამ ბავ­შვს, წა­იყ­ვა­ნეთ, სინ­დი­სი არ გაქ­ვთო? და წა­მიყ­ვა­ნეს. ის ქალი კი, ნინო თევ­დო­რა­ძე, სულ მიყ­ვარ­და, რად­გან ბავ­შვო­ბი­დან და­მა­მახ­სოვ­რდა, რომ სწო­რედ მან გა­და­მარ­ჩი­ნა. ასე აღ­მოვ­ჩნდი "პლე­ხა­ნოვ­ზე“, კლუბ "გან­თი­ად­ში“, სა­დაც სა­ჭად­რა­კო მწვრთნე­ლი გახ­ლდათ ოთარ ალ­ხა­ნიშ­ვი­ლი, ღმერ­თმა აცხო­ნოს მისი სული.

იქაც შე­ჯიბ­რე­ბა მო­ე­წყო და... კვლავ წა­ვა­გე, და... კვლავ ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ტი­რე. წა­მო­მიყ­ვა­ნეს იქი­დან და­მარ­ცხე­ბუ­ლი, მაგ­რამ იმ მწვრთნელ­მა - ბა­ტონ­მა ოთარ­მა სა­ოც­რად იაქ­ტი­უ­რა, სკო­ლა­შიც მო­ვი­და, დე­და­ჩემ­საც შეხ­ვდა და უთხრა, ჭად­რაკ­ზე უნდა ატა­რო­თო. თა­მა­ში არ ვი­ცო­დი, ჩემ­თვის მარ­თლა არა­ვის უს­წავ­ლე­ბია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მწვრთნე­ლი იმით და­ინ­ტე­რეს­და, რომ შე­ამ­ჩნია, ჩემ­თვის წა­გე­ბა და მო­გე­ბა სუ­ლერ­თი არ იყო. ეს თვი­სე­ბა სპორ­ტსმენს აუ­ცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა. დედა ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი იყო, რად­გან მშობ­ლე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და ვე­რაფ­რით მო­ა­ხერ­ხებ­დნენ ჩემს "პლე­ხა­ნოვ­ზე“ ტა­რე­ბას, მე კი 8 წლის ვი­ყა­ვი და მარ­ტოს ვერ გა­მიშ­ვებ­დნენ. ძა­ლი­ან გავ­ჯი­უტ­დი და რა­ღას იზამ­დნენ? გა­და­წყვი­ტეს, ჩემ­ზე 2 წლით უფ­რო­სი ძმაც მი­ეყ­ვა­ნათ ჭად­რაკ­ზე, თა­ნაც იძუ­ლე­ბით. მას შემ­დეგ დიღ­მი­დან ერ­თად დავ­დი­ო­დით ხოლ­მე "პლე­ხა­ნოვ­ზე“. ძმამ მა­ლე­ვე და­ა­ნე­ბა თავი, მე კი მწვრთნელ­მა პირ­ვე­ლი ტურ­ნი­რი 4 თვის მერე მა­თა­მა­შა ჩემ­ზე უფ­რო­სებ­თან და უფრო გა­მოც­დი­ლებ­თან. მხო­ლოდ ერთი პარ­ტია მო­ვი­გე, და­ნარ­ჩე­ნი წა­ვა­გე და ამ­ჯე­რა­დაც ბევ­რი ვი­ტი­რე. ზო­გა­დად, მტი­რა­ლა არ ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­შინ­ლად ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი და­მარ­ცხე­ბას. შემ­დეგ წრე­ზე სხვას­თან უნდა მე­თა­მა­შა, მაგ­რამ, ალ­ბათ, შე­მი­ცო­დეს და ისევ იმ გო­გო­ნას შე­მახ­ვედ­რეს, ვი­საც პირ­ვე­ლად მო­ვუ­გე. და მე­ო­რე­დაც გა­ვი­მარ­ჯვე.

nana-ioseliani4-47786-1623315044.jpg

3 წე­ლი­წა­დამ­დე ვი­ა­რე ამ მწვრთნელ­თან, რა­ღაც წარ­მა­ტე­ბე­ბიც მქონ­და, პირ­ველ­თან­რი­გო­სა­ნიც გავ­ხდი და მერე სხვას­თან გა­და­ვე­დი, რად­გან უკვე ასაკ­თან ერ­თად სხვა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მწვრთნე­ლი მჭირ­დე­ბო­და. მე­ო­რე მწვრთნე­ლი იყო ოთარ თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი - მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და და თა­ვი­სუ­ფალ დროს ჭად­რა­კის მწვრთნე­ლო­ბას ახ­მარ­და. ეს იყო ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც თა­ვი­სუფ­ლად ჩა­ა­ბა­რებ­დი ჩემი ასა­კის ბავ­შვს. თით­ქოს ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით - ერ­თად ვის­ხე­დით და ვარ­ჩევ­დით სვლებს, პარ­ტი­ებს... და ეს პრო­ცე­სი არას­დროს მბეზ­რდე­ბო­და.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ, ალ­ბათ, მიყ­ვარ­და ეს საქ­მე, თო­რემ სი­ნამ­დვი­ლე­ში, თუ არ გიყ­ვარს, ჭად­რა­კის მე­ცა­დი­ნე­ო­ბა ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნია. ნელ-ნელა ყვე­ლა­ფერს შე­ვე­ლიე: ცეკ­ვას, ტან­ვარ­ჯიშს, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ფორ­ტე­პი­ა­ნოს­გა­ნაც გავ­თა­ვი­სუფ­ლდი და ჭად­რაკ­თან ერ­თად დამ­რჩა ინ­გლი­სუ­რი და სკო­ლა. მშობ­ლე­ბიც მიხ­ვდნენ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ უნდა გა­ე­წი­ათ, მაგ­რამ წა­გე­ბი­სად­მი ჩემს მტკივ­ნე­ულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძა­ლი­ან გა­ნიც­დიდ­ნენ, თუმ­ცა არას­დროს უსაყ­ვე­დუ­რი­ათ, რა­ტომ წა­ა­გეო. იმ ემო­ცი­ის და­ფარ­ვაც საკ­მა­ოდ დიდ­ხანს მი­ჭირ­და. რა თქმა უნდა, წა­გე­ბის გამო მე­რეც მი­ტი­რია, ოღონდ ჩუ­მად და არა - სა­ხალ­ხოდ. მი­უ­ხე­და­ვად წა­გე­ბა-მო­გე­ბი­სად­მი ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვი­სა, არას­დროს დავ­მდგარ­ვარ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე, უნდა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი მო­ჭად­რა­კე თუ - არა. სხვა­თა შო­რის, ოდეს­ღაც მინ­დო­და, თვა­ლის ექი­მი გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჭად­რა­კის კუ­თხით ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ და­ფიქ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მქონ­და. სკო­ლის შემ­დეგ და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე და მერე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. რა­ტომ? ვერ გე­ტყვით... ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც მიყ­ვარ­და. ერთხანს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზეც ვმუ­შა­ობ­დი.

nana-ioeliani8-47798-1623315087.jpg

- პირ­ველ წარ­მა­ტე­ბას რო­დის მი­აღ­წი­ეთ?

- 13 წლი­სა 20 წლამ­დე გო­გო­ნებს შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდი. მომ­დევ­ნო ჩემ­პი­ო­ნატ­შიც, 14 წლი­სამ, იმა­ვე წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წიე. 16 წლის ვი­ყა­ვი, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში მე­ო­რე ად­გილ­ზე რომ გა­ვე­დი, პირ­ვე­ლი მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძე იყო, მე­სა­მე­ზე - ნანა ალექ­სან­დრია. 17 წლი­სა სა­ერ­თა­შო­რი­სო დი­დოს­ტა­ტიც გავ­ხდი...

- რაც ჩა­მოთ­ვა­ლეთ, ის მხო­ლოდ ჭაშ­ნი­კი იყო. მას შემ­დეგ ბევრ და დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტულს მა­ინც რო­მელ მატჩს უწო­დებ­დით?

- ალ­ბათ, მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლის მო­სა­პო­ვებ­ლად მაია ჩი­ბურ­და­ნი­ძეს­თან მატჩს, რო­მე­ლიც 1988 წელს წა­ვა­გე. მაია ძა­ლი­ან ძლი­ე­რი მო­ჭად­რა­კე იყო და - არა მხო­ლოდ მო­ჭად­რა­კე. ჭად­რა­კი მარ­ტო თა­მა­ში ხომ არ არის? მას ფი­ზი­კუ­რი ძა­ლაც უნდა და ძლი­ე­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მაც. მა­ი­ა­ში ყვე­ლა­ფე­რი იყო თავ­მოყ­რი­ლი. ამ სა­კი­თხზე ად­რეც მი­სა­უბ­რია სა­კუ­თარ თავ­თან და ახ­ლაც ვფიქ­რობ... შე­იძ­ლე­ბა, მა­შინ ბო­ლომ­დე ვერ და­ვი­ჯე­რე, რომ მა­ი­ას­თვის შე­მეძ­ლო, მო­მე­გო. თუმ­ცა ახ­ლაც მჯე­რა, რომ ასეთ მატ­ჩებ­ში, სა­დაც ორი, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე პა­ექ­რობს, იქ ძა­ლი­ან ბევ­რი, სხვა ფაქ­ტო­რიც მოქ­მე­დებს. ზურ­გის ქა­რიც მაგ დროს უბე­რავს და, რო­დე­საც სპორ­ტსმენს სჭირ­დე­ბა, ცო­ტა­თი უნდა გა­გი­მარ­თლოს კი­დეც, მაგ­რამ... ეტყო­ბა, ეს მე არ და­ვიმ­სა­ხუ­რე. სამ­წუ­ხა­როდ, მატ­ჩამ­დეც ბევ­რი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი - ახა­ლი მწვრთნე­ლე­ბი ავიყ­ვა­ნე და ა.შ. თა­მა­შის დრო­საც ძა­ლი­ან ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე და მხო­ლოდ ერთი ქუ­ლით წა­ვა­გე.

nana-ioeliani11-47809-1623315139.jpg

- ფაქ­ტობ­რი­ვად, თქვე­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნო­ბა თქვენ­თვის...

- დიახ, არ აღ­მოჩ­ნდა. მაგ­რამ ამას დიდი გან­ცდა არ მოჰ­ყო­ლია. მოხ­და და მოხ­და, ალ­ბათ, ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე და გან­ვაგ­რძე ცხოვ­რე­ბა.

- ჭად­რაკ­მა რისი დათ­მო­ბა "მოგ­თხო­ვათ“ და რას შე­ე­ლი­ეთ ჭად­რა­კის­თვის?

- პირ­ველ რიგ­ში, ჭად­რა­კის გამო ჩვენს სახ­ლში სიმ­შვი­დე აღარ იყო - ვიდ­რე პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, დე­დას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მუ­შაო უნდა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ტურ­ნი­რებ­ზე, ხში­რად - სა­ზღვარ­გა­რე­თაც, მე უნდა გა­მომ­ყო­ლო­და. ცხა­დია, მისი ყუ­რა­დღე­ბა აკ­ლდე­ბო­და ჩემს ძმა­საც, თუმ­ცა მან მა­ინც გა­უ­მარ­თლა მშობ­ლებს იმე­დე­ბი და ფი­ზი­კო­სი გა­მო­ვი­და. ჩემი წა­გე­ბა-მო­გე­ბაც, ხომ, ბევრ ემო­ცი­ას იწ­ვევ­და და ძა­ლი­ან არ­ღვევ­და ოჯა­ხის მყუდ­რო­ე­ბას! კი­დევ რა დავ­თმე? ალ­ბათ, მეტი უნდა და­მეთ­მო, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი რომ გავმხდა­რი­ყა­ვი... ან, იქ­ნებ, ჩემ­პი­ო­ნო­ბა არც მე­წე­რა...

- და­ა­კე­ლით ძა­ლის­ხმე­ვა?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მახ­სოვს, ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი ხოლ­მე, ისე არ მოხ­დეს, რომ ახლა და­აკ­ლო და მერე ინა­ნო-თქო... ჩემ­თვის ჭად­რა­კი რომ მო­გე­შო­რე­ბი­ნათ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი - მყავ­და ამ­ხა­ნა­გე­ბი და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ბავ­შვო­ბა­ში ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეზო­ში თა­მა­ში და ა.შ.

- რა დათ­მეთ-მეთ­ქი, რომ გკი­თხეთ, ვგუ­ლის­ხმობ­დი, რომ გა­რეგ­ნო­ბაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გქონ­დათ და, ალ­ბათ, ბევრ ვაჟს მოს­წონ­დით... იქ­ნებ სიყ­ვა­რუ­ლიც დათ­მეთ?

- იმის ამ­ბი­ცია, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და, არას­დროს გამ­ჩე­ნია, ამას არას­დროს ვა­ნი­ჭებ­დი დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას, თუმ­ცა, ალ­ბათ, ეს რა­ღაც­ნა­ი­რად გაჰ­ყვა ჩემს ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ... რა დავ­თმე? - დავ­თმე ის, რომ მხო­ლოდ ერთი შვი­ლი მყავს. ადრე გავ­თხოვ­დი და 21 წლის ვი­ყა­ვი, შვი­ლი რომ გა­ვა­ჩი­ნე. რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, მე­ო­რე შვი­ლი არ გინ­დაო? - ისეთ "არას“ ვამ­ბობ­დი, არას­დროს დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რად­გან არას­დროს მე­ცა­ლა. ნინო რომ და­ი­ბა­და და სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­ვე­დით, ჩემს მშობ­ლებ­თან მი­ვე­დით. მე ძა­ლი­ან ხში­რად მიხ­დე­ბო­და გამ­გზავ­რე­ბა ხან ტურ­ნი­რებ­ზე, ხან შეკ­რე­ბებ­ზე და ნი­ნოს მშობ­ლებ­თან ვტო­ვებ­დი, მათ გა­მი­ზარ­დეს. წა­სუ­ლი რომ ვი­ყა­ვი, დღე­ებს ვით­ვლი­დი, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დი შინ. თბი­ლის­ში რომ ჩა­მოვ­დი­ო­დი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ბავ­შვთან დიდი დრო გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე ბავ­შვზე არც კი მი­ფიქ­რია...

nana-ioeliani13-47828-1623315213.jpg

ნანა პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

ვნა­ნობ თუ არა ამას? ალ­ბათ, ვნა­ნობ. მეტი შვი­ლი რომ მყავ­დეს, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და... ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში - ჩემი შვი­ლის­თვის. სხვა­თა შო­რის, ნინო სას­ტი­კად ეჭ­ვი­ა­ნობ­და ჭად­რაკ­ზე და ამი­ტომ მისი თა­მა­ში არც ის­წავ­ლა. ეგ კი არა, ჭად­რა­კის ფი­გუ­რებს აივ­ნი­დან ჰყრი­და ხოლ­მე, - არ მინ­და ეს ჭად­რა­კიო.

- რო­გორც ვიცი, ცო­ლად გაჰ­ყე­ვით თქვენ­ზე ასა­კით უფ­როს ადა­მი­ანს, პო­ლი­ტი­კოს­სა და მე­წარ­მეს გუ­რამ მგე­ლა­ძეს (გარ­და­იც­ვა­ლა 2015 წელს). ეს ნა­ბი­ჯი დიდ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­და­გად­გმე­ვი­ნათ?

- საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ გუ­რა­მი აღარ იყო პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ხან პრა­ღა­ში იყო, ხან რუ­სეთ­ში. მას­თან ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი მა­კავ­ში­რებ­და. მიძ­ნელ­დე­ბა მას­ზე ლა­პა­რა­კი... აქამ­დე არას­დროს მით­ქვამს და, მი­უ­ხე­და­ვად იმ დიდი ტრა­გე­დი­ი­სა, ის გვერ­დზე რომ არ მყავს, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ იგი მყავ­და. ჩვენ ერ­თად ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­და­ვი­ტა­ნეთ, მაგ­რამ არას­დროს გავ­ხდით "იქა­უ­რი“ - ყო­ველ­თვის და ყველ­გან სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით.

nana-ioeliani10-47854-1623315291.jpg

გუ­რამ მგე­ლა­ძე

- რო­დის და­ტო­ვეთ სა­ქარ­თვე­ლო?

- 1992 წელს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­ა­და მო­ვი­გეთ, შემ­დეგ იყო 1994 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და ისე­თი შე­მარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ისე­თი აღ­ტკი­ნე­ბა გვქონ­და, ლა­მის ჭად­რა­კიც მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა - ვფიქ­რობ­დი, ახლა შე­ნე­ბის დროა და ვინ იცის, რაში დავ­ჭირ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს-თქო, მაგ­რამ... გზა­დაგ­ზა ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა შეგ­ვხვდა. 1994 წელს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვე­დით. პრა­ღა თა­ვად ავირ­ჩიე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­ხე­თი გა­მოკ­ვე­თი­ლად სა­ჭად­რა­კო ქვე­ყა­ნა არ იყო, თუმ­ცა ჭად­რაკს თა­მა­შობ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ერთხანს იქა­ურ სა­ჭად­რა­კო აკა­დე­მი­ა­ში ბავ­შვებ­თან ლექ­ცი­ებ­საც ვკი­თხუ­ლობ­დი და რიგ ტურ­ნი­რებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. იქ ენის ბა­რი­ე­რიც ნაკ­ლე­ბი გვქონ­და და თა­ნაც ძა­ლი­ან მომ­წონ­და. მე და ბავ­შვი, ძი­რი­თა­დად, პრა­ღა­ში ვი­ყა­ვით, ჩემს მე­უღ­ლეს კი პრა­ღა­სა და მოს­კოვს შო­რის უხ­დე­ბო­და სი­ა­რუ­ლი.

მამა უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, დედა კი ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და ჩვენ­თან. ნი­ნომ იქ და­ამ­თავ­რა ამე­რი­კუ­ლი სკო­ლა, რად­გან ენის ბა­რი­ე­რის გამო ჩე­ხურ­ში ვერ ივ­ლი­და. ნოს­ტალ­გი­ის მო­მენ­ტი არ გვქონ­და - იქაც ბევ­რი ქარ­თვე­ლი იყო და თბი­ლის­შიც ხში­რად ჩა­მოვ­დი­ო­დით ხოლ­მე. მთა­ვა­ზობ­დნენ სა­ჭად­რა­კო წი­ნა­და­დე­ბებს, მაგ­რამ მა­შინ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა მი­მე­ღო. ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია, ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჭად­რა­კო სა­ხე­ლი სხვა ქვეყ­ნის პას­პორტზე გა­მეც­ვა­ლა. მე კვლავ ვთა­მა­შობ­დი ჭად­რაკს და 1996 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ქალ­თა ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით კვლავ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხდით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნინო სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ინ­გლის­ში წა­ვი­და, მე კი გან­ვაგ­რძობ­დი ჭად­რა­კის თა­მაშს ჩე­ხე­თის კა­ცე­ბის კლუბ­ში, პირ­ველ და­ფა­ზე, ასე­ვე - გერ­მა­ნი­ის პირ­ველ და­ფა­ზე და - საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც. მაგ­რამ ინ­ტენ­სი­უ­რად ვე­ღარ ვვარ­ჯი­შობ­დი და კარ­გად ვი­ცო­დი, ძვე­ლე­ბურ წარ­მა­ტე­ბებ­საც ვე­ღარ მი­ვაღ­წევ­დი. მივ­ხვდი, აღარ შე­მეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვით უკ­მა­ყო­ფი­ლო ყოფ­ნა, ოჯა­ხიც თა­ვი­სას ითხოვ­და და 2003 წელს საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად და­ვემ­შვი­დო­ბე ჭად­რაკს. რა­ღაც ხნის შემ­დეგ კი თბი­ლის­შიც დავ­ბრუნ­დი. ახლა ბე­ბია ვარ - სამი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, სა­მი­ვე გო­გო­ნა, ნი­ნომ აშ­კა­რად მა­ჯო­ბა და ყო­ჩაღ - კარ­გი გო­გოა. ჭად­რა­კი კი ვერც ერთს ვერ ვას­წავ­ლე.

- კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია რომ ამ­ბობს ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, - თუ მთე­ლი ჯანი არ შე­ა­ლიე ამ სას­ტიკ ბო­მონს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა ხე­ლი­და­ნო, იმა­ვეს იტყო­დით ჭად­რაკ­ზე?

- რა თქმა უნდა. სხვაგ­ვა­რად წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წევ. თუ ადა­მი­ანს მი­აჩ­ნია, რომ ეს მისი საქ­მეა, მის­თვის "ჯა­ნის შე­ლე­ვა“ სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია. ეს არ არის ტან­ჯვა, ეს ად­ვი­ლია. ტან­ჯვა მა­ში­ნაა, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი იმას აკე­თებს, რაც არ უნდა. დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი აკე­თებს იმას, რაც არ უნდა. მე წი­ლად მხვდა ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ვა­კე­თებ­დი იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და.