"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს | Allnews.Ge

"ცეცხლოვანი რგოლი“ - რა ვიცით მზის დაბნელების შესახებ, რომელსაც დღეს დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნახავს

დღეს დე­და­მი­წის ჩრდი­ლო­ეთ ნა­ხე­ვარსფე­როს დიდი ნა­წი­ლი მზის დაბ­ნე­ლე­ბის მომსწრე გახ­დე­ბა. მთვა­რე მზეს ჩა­მო­ე­ფა­რე­ბა, თუმ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მის­გან მო­მა­ვალ შუქს სრუ­ლად არ დაბ­ლო­კავს.

ისი­ნი გან­მარ­ტა­ვენ, რომ ზოგ ად­გი­ლას მზის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა გა­მოჩ­ნდე­ბა, ზო­გან კი ნა­წი­ლობ­რი­ვი.

ას­ტრო­ნომ­თა ცნო­ბით, დე­და­მი­წის ზო­გი­ერთ ად­გი­ლას გა­მოჩ­ნდე­ბა დის­კო, ხოლო მის გარ­შე­მო კაშ­კა­შა სი­ნათ­ლე - "ცე­ცხლო­ვა­ნი რგო­ლი.“

mzisdabneleba1-35869-1623310518.webp

მზის დაბ­ნე­ლე­ბა ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მოჩ­ნდე­ბა დე­და­მი­წის არ­ქტი­კულ ნა­წილ­ში.

ასე­ვე კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში და ჩრდი­ლო­ეთ ალას­კა­ზე, კა­ნა­დის დიდ ნა­წილ­ში, გრენ­ლან­დი­ა­ში, ევ­რო­პის ნა­წილ­სა და აზი­ა­ში.

რო­გორც ყო­ველ­თვის, ახ­ლაც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რჩე­ვაა, რომ არ შე­ე­ცა­დოთ დაბ­ნე­ლე­ბას შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით უყუ­როთ, ვი­ნა­ი­დან შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ი­ღოთ.

mzisdabneleba2-35887-1623310574.jpg

აღ­ნიშ­ნუ­ლი მოვ­ლე­ნა თბი­ლი­სის დრო­ით 12:12 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, ხოლო 17:10 წუთ­ზე დას­რულ­დე­ბა.