"ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე- "ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში | Allnews.Ge

"ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე- "ელ ჩაპოს" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში

მექ­სი­კუ­რი "ნარ­კო­კარ­ტე­ლის მე­ფის", კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი ხო­ა­კინ გუს­მა­ნის, იმა­ვე "ელ ჩა­პოს" მე­უღ­ლე, ემა აის­პუ­რო, რო­მელ­საც "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლიც" შე­არ­ქვეს, მა­ღა­ლი მო­დი­დან სა­მარ­ტოო სა­კან­ში აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მექ­სი­კუ­რი კლა­ნის ბო­სის მე­უღ­ლე და­კა­ვე­ბამ­დე ნიუ-იორკში, უდარ­დე­ლად ცხოვ­რობ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ და­კა­ვე­ბამ­დე ის სა­კუ­თა­რი ბრენ­დის სა­მო­სის - "ელ ჩაპო გუს­მა­ნის" და­არ­სე­ბა­საც გეგ­მავ­და, თუმ­ცა ახლა "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლი" სა­მარ­ტოო სა­კან­შია და ად­ვო­კა­ტის, მა­რი­ე­ლა მი­როს ცნო­ბით, სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნე­ბის კი­თხვით გაჰ­ყავს დრო.

1400083-64120-1623300032.jpeg

31 წლის "ნარ­კო­ბიზ­ნე­სის დე­დო­ფა­ლი" 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ვა­შინგტო­ნის აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. მას მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მექ­სი­კუ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლის - "სი­ნა­ლო­ას" მარ­თვას ედა­ვე­ბი­ან.

ამე­რი­კის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს მტკი­ცე­ბით, აის­პუ­რო მექ­სი­კი­დან აშშ-ში კო­კა­ი­ნის კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით შე­ტა­ნას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, 2015 წელს "ელ პა­ჩოს" ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვაც მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით მოხ­და.

elchapo2-64613-1623300073.jpg

სა­სა­მარ­თლოს თა­რი­ღი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ემა აის­პუ­როს უმ­კაც­რეს სას­ჯელს - უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას შე­უ­ფარ­დე­ბენ.

აის­პუ­როს მე­უღ­ლე, ნარ­კო­კარ­ტე­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 64 წლის ხო­ა­კინ გუს­მა­ნი ამ­ჟა­მად კო­ლო­რა­დოს შტატ­ში, მკაც­რი რე­ჟი­მის კო­ლო­ნი­ა­ში იხ­დის სას­ჯელს. მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

emma-coronel-enloquece-tik-tok-con-sesion-de-fotos-jeans-ajustados-64201-1623300103.jpg

31 წლის აის­პუ­როს გავ­ლე­ნი­სა და ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ არა მარ­ტო სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მისი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა ღა­ლა­ტი­თა და ტკი­ვი­ლით, ის არ უშინ­დე­ბო­და მე­უღ­ლის საყ­ვარ­ლებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას.

სხვა ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბის ცო­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რო­მელ­თა მი­სია მხო­ლოდ სექ­სუ­ა­ლუ­რად ჩაც­მა და ჩრდილ­ში ყოფ­ნაა, აის­პუ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბო­და, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ხდე­ბოდ­ნენ კლა­ნის წევ­რე­ბი და სწო­რედ მისი თან­ხმო­ბის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბო­და ნარ­კო­ბა­რონ­თან შეხ­ვედ­რაც და­გეგ­მი­ლი­ყო.

განაგრძეთ კითხვა