ყველაზე აბსურდული მიზეზები, რომელთა გამოც არაბი კაცები ცოლებს ქორწინების მეორე დღესვე შორდებიან | Allnews.Ge

ყველაზე აბსურდული მიზეზები, რომელთა გამოც არაბი კაცები ცოლებს ქორწინების მეორე დღესვე შორდებიან

იმისათვის, რომ ქმარი ცოლს გაშორდეს, საჭიროა მხოლოდ სამჯერ წარმოთქვას სიტყვა “ტალაკ" (გაყრა). ამ დროს ქალმა დაუყოვებლივ უნდა დატოვოს ქმრის სახლი და რა თქმა უნდა კონტრაქტით გათვალისწინებული კომპენსაციაც უნდა მიიღოს. გაგიკვირდებათ, რა მიზეზები აქვთ ხოლმე ხშირად განქორწინებისთვის:

1. ალჟირელმა მამაკაცმა განქორწინება მეორე დღესვე მოითხოვა იმ მიზეზით, რომ მაკიაჟის მოშორების შემდეგ ცოლი ვეღარ იცნო და ეგონა, რომ სახლში ქურდი შეიპარა. სასამართლოში მამაკაცმა არა მხოლოდ განქორწინება, არამედ კომპენსაციაც მოითხოვა 20 000 დოლარის სახით.

dc6b884388a207cd0cb43ced7d5b34de-1623141245.jpg

2. ქალაქ მედინაში ქმარმა განაცხადა რომ განქორწინება სურდა ცერემონიის დასრულების დროს. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წყვილი ერთმანეთს მშობლებმა გაურიგეს და რა თქმა უნდა უცნობები იყვნენ ერთმანეთისთვის. როდესაც ფოტოსესიის დროს ცოლის სახე პირველად დაინახა ხმამაღლა განაცხადა “ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ცოლი სხვაგვარად წარმომედგინა, განქორწინებას ვითხოვ".

3. მამაკაცმა საუდის არაბეთიდან პირველივე ქორწინების ღამეს მოითხოვა განქორწინება. როდესაც წყვილი სასტუმროს ნომერში განმარტოვდა, ცოლი ტელეფონში ჩაეფლო და მეგობრებთან დაიწყო საუბარი, ახლადგამოჩეკილ მამაკაცს კი ყურადღებას არ აქცევდა, ისიც ადგა და სასტუმროდან წავიდა, მეორე დღეს კი სასამართლოში შეიტანა განცხადება.

4. თუკი წინა შემთხვევაში მამაკაცი ცოლს უყურადღებობის გამო დაშორდა, ამ შემთხვევაში საქმე პირიქითაა. პირველივე ღამეს ქმარმა ვერ შეძლო ცოლ-ქმრული “ვალის მოხდა" ნერვიულობის გამო. ცოლიც არ დაიბნა და დაწვრილებით აუხსნა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. ქმარმა ყოველივე ეს შეურაცხყოფად მიიღო, ქალი აღვირახსნილად შერაცხა და გაყრა მოითხოვა.

5. ერთი მამაკაცი კი ცოლს იმის გამო გაშორდა, რომ ქალი მარტო უყურებდა ტელევიზორით გადაცემას, სადაც წამყვანი მამაკაცი იყო. ვინაიდან შარიათი ქალს უკრძალავს უცხო მამაკაცთან ოთახში მარტო დარჩენას, ეჭვიანმა ქმარმა ტელევიზორის მარტო ყურება ღალატად ჩათვალა და გაყრა მოითხოვა.

gettyimages-1129461496-612x612-1623141431.jpg

6. ქუვეითში ქმარმა გაყრა მოინდომა იმ მიზეზით, რომ ცოლმა წყალი არ მოუტანა.

7. ერთი არაბი კი ცოლს გაშორდა იმის გამო, რომ ქალმა ქმრის აკრძალვის მიუხედავად პეპსი დალია.

devorece-daily-sun-1623141264.jpg

8. ცოლ-ქმარი 25 წლიანი ქორწინების და 7 შვილის გაჩენის შემდეგ დაშორდა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბავშვობაში ძუძუს ორივეს ერთი ქალი აჭმევდათ. არაბული კანონების მიხედვით ისინი “რძით ნათესავები" აღმოჩდნენ და დაუყოვნებლივ გაშორდნენ ერთმანეთს.

9. 30 წლიანი ქორწინების შემდეგ ამჯერად ცოლმა მოითხოვა განქორწინება. მიზეზი მარტივია, ქალი მკაცრ ტრადიციებს მიჰყვებოდა და ქმარს სახეს არ ანახებდა. ცნობისმოყვარე მამაკაცმა 30 წლის შემდეგ პირველად გადაწყვიტა ცოლის სახე ენახა და ვუალი გადაუწია, როდესაც მას ეძინა. ქალი მაშინვე გამოფხიზლდა და განქორწინება მოითხოვა.

10. ქალმა განქორწინება მოითხოვა მას შემდეგ, რაც ქმრის ტელეფონში შემთხვევით ნახა თუ რა სახელით ჰქონდა დამახსოვრებული მისი ნომერი. “გუანტანამო", სწორედ ამ სახელით ჰქონდა ქმარს ცოლის ნომერი ჩაწერილი. გუანტანამო ერთ-ერთი ციხეა კუბაში, სადაც მკაცრი წესები აქვთ და წამებაც ხშირია. ქალმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გაყრასთან ერთად ფულადი კომპენსაციაც მოითხოვა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz