აშშ-ში ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი დაამტკიცეს - რა არის ცნობილი პრეპარატის შესახებ და რამდენად ეფექტიანია ის | Allnews.Ge

აშშ-ში ალცჰაიმერის სამკურნალო წამალი დაამტკიცეს - რა არის ცნობილი პრეპარატის შესახებ და რამდენად ეფექტიანია ის

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა, სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ (FDA) ალ­ცჰა­ი­მე­რის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტი და­ამ­ტკი­ცა. წა­მა­ლი სა­ხე­ლად Aducanumab აფერ­ხებს ალ­ცჰა­ი­მე­რის პროგ­რე­სი­რე­ბას

FDA-ში აცხა­დე­ბენ, რომ არ­სე­ბობს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტი ამ­ცი­რებს ტვინ­ში ამი­ლო­ი­დურ ბეტა ფირ­ფი­ტებს, რაც იძ­ლე­ვა იმის პროგ­ნო­ზი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ წა­მალს პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია.

alchaimeri2-36462-1623137470.jpg

ამე­რი­კულ­მა მწარ­მო­ე­ბელ­მა, Biogen-მა შე­ის­წავ­ლა წამ­ლის მოქ­მე­დე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვის შე­დე­გად და­ას­კვნეს, რომ წა­მა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აფერ­ხებს ადა­მი­ა­ნის შე­მეც­ნე­ბის უნა­რის შემ­ცი­რე­ბას.

წამ­ლის სა­მიზ­ნეა ამი­ლო­ი­დი, პრო­ტე­ი­ნი, რო­მე­ლიც ტვინ­ში პა­თო­ლო­გი­ებს იწ­ვევს და რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს უჯრე­დე­ბი, გა­მო­იწ­ვი­ოს დე­მენ­ცია - მეხ­სი­ე­რე­ბი­სა და ფიქ­რის პრობ­ლე­მე­ბი, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრობ­ლე­მე­ბი და ასე­ვე დაბ­ნე­უ­ლო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს წა­მა­ლი არ გან­კურ­ნავს ალ­ჰე­ი­მე­რის­გან პა­ცი­ენტს, ის შე­ა­ფერ­ხებს და­ა­ვა­დე­ბის სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბას და ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე­ვე მი­ღე­ბი­სას.

ბა­ზარ­ზე წა­მა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით ორ კვი­რა­ში გან­თავ­სდე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია და­მა­ტე­ბით კვლე­ვებს ჩა­ა­ტა­რებს, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით და­ამ­ტკი­ცა და Biogen-ს პა­რა­ლე­ლუ­რად და­მა­ტე­ბით კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და­ა­ვა­ლა.