ქვეყანა, რომელსაც სულ 100 პოლიციელი ემსახურება, პატიმრებისთვის საჭმელს კი რესტორანში უკვეთავენ | Allnews.Ge

ქვეყანა, რომელსაც სულ 100 პოლიციელი ემსახურება, პატიმრებისთვის საჭმელს კი რესტორანში უკვეთავენ

მსოფლიოში ძალიან ბევრი უცნაური და საინტერესო ადგილი, ქვეყანა და ხალხია. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ მინიატურული, თუმცა ძალიან მდიდარი სახელმწიფო, რომლის საერთო ფართობი მხოლოდ 160 კვ.კმ-ია. მიუხედავად ამისა, იქ არის მთები, მინდვრები, ფედერალური ტრასები.

ამ საოცარ ქვეყანას ლიხტენშტეინის სამეფო ჰქვია, მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. ჰყავს საკუთარი მმართველი. დღესდღეობით ქვეყანას სათავეში პრინცი ჰანს-ადამ მეორე უდგას.

lixtenshteini-1623052265.jpg

2019 წელს, ლიხტენშტეინმა არსებობის 300 წლის იუბილე გრანდიოზულად აღნიშნა. ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 38 500 ადამიანს შეადგენს. დედაქალ ვადუცში, რომელიც მდინარე რაინზეა გაშენებული, 5,696 ადამიანი ცხოვრობს.

vaducilixten-1623053065.jpg

თუ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე ვისაუბრებთ, ის მაღალზე ბევრად მეტია. ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 100 000 დოლარი მოდის. რაც შეეხება ეკონომიკას, აქ არც ისე ბევრი საწარმოა. აქ აწარმოებენ სვაროვსკის ძვირფას ქვებს, თავადურ ღვინოებსა და მდგრადობით ცნობილ ლურსმნებს. პრინციპში, სულ ეს არის.

ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული პატიმარია. შესაბამისად ციხის ადმინისტრაციას მათი შენახვა არ უჭირს. მათ საჭმელს რესტორანში უკვეთავენ, რადგან ასე უფრო ეკონომიურია.

მთელ ქვეყანას დაახლოებით 100 პოლიციელი ემსახურება, რადგან აქ დანაშაული თითქმის არ ხდება. ადამიანებს არ სჭირდებათ მანქანის და სახლის კარის ჩაკეტვა, მაგალითად მაღაზიაში გასვლის დროს.

აქ არ არის იმის საშიშროება, რომ ვინმეს გაქურდავენ ან რაიმე ზიანს მიაყენებენ.რაც შეეხება ჯარს, ქვეყანას ჯარი საერთოდ არ ჰყავს. მისი შენახვა ძალიან ძვირი ჯდება და მთავრობას ურჩევნია ეს თანხა მოსახლეობას მოახმაროს წაიკითხეთ მეტი ლიხტენშტეინის შესახებ

myquiz