ბაღი ჩუმლაყში, რომელიც ბებომ შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ გააშენა - "ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის გულის გადაყოლება და ტკივილთან ბრძოლის საშუალება იყო" | Allnews.Ge

ბაღი ჩუმლაყში, რომელიც ბებომ შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ გააშენა - "ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის გულის გადაყოლება და ტკივილთან ბრძოლის საშუალება იყო"

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი 67 წლის ქალბატონი ნინო მინდიკაური გახლავთ, რომელმაც გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში ულამაზესი ბაღი გააშენა. ბაღს სევდიანი ისტორია აქვს, რომელსაც ქალბატონი ნინო თავად მოგიყვებათ.

- საიდან იწყება თქვენი ყვავილების და მცენარეების მიმართ სიყვარული? ბავშვობიდან იღებს სათავეს თუ შემდეგ შეგიყვარდათ?

nino-1-1623051586.jpg

- ყვავილები ახალგაზრდობიდან მოყოლებული მიყვარს. ყოველთვის მქონდა ლამაზ-ლამაზი ყვავილები, მაგრამ ახლა უფრო მრავალფეროვანი ბაღი მაქვს, რომელსაც დიდი რუდუნებით ვუვლი. ვთვლი, რომ ყვავილებსაც ისევე სჭირდებათ სითბო და სიყვარული, როგორც ადამიანს.ჩემი ბაღი მდებარეობს გურჯაანის რაიონში, სოფელ ჩუმლაყში. ცხრა წლის წინ გარდამეცვალა შვილიშვილი და სწორედ ამის შემდეგ გადმოვედი ამ სოფელში საცხოვრებლად. ახლა ჩემს შვილთან და სიძესთან ერთად ვცხოვრობ. ყვავილებთან ურთიერთობა ჩემთვის გულის გადაყოლება და ტკივილთან ბრძოლის საშუალება იყო. თითქოს მამშვიდებდნენ და მესაუბრებოდნენ. ცხრა წელია ვუვლი ჩემს ბაღს, საკუთარი ხელით ვაკეთებ ყველაფერს. ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ჩემს ბაღში და შედეგსაც ვიღებ, რაც მხოლოდ მე კი არა, ბევრ ადამიანს ახარებს და უქმნის განწყობას.

195478572-302003851474034-3023355991045500312-n-1623051623.jpg

- რა სახეობის ყვავილები ხარობს თქვენს ბაღში?

- ძალიან ბევრი სახეობის ყვავილები ხარობს ჩემს ბაღში. მაქვს ვარდები, გაზანიები, მიხაკები, წულპნები, ახალაიები, კამელინი. მაქვს უამრავი ქოთნის ყვავილი. ყველა ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია ჩემთვის.

195807876-3947220678738506-4708323505293716951-n-1623051677.jpg

- როგორი იწყება თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ზაფხულში ჩემი ჩვეულებრივი დილა იწყება 6 საათზე. ადგომისთანავე მივრბივარ ყვავილებთან და ვრწყავ. შემდეგ ვმარგლავ, მიწას ვუფხვიერებ. რა თქმა უნდა, ვესაუბრები და ვეფერები მათ. შემდეგ გავრბივარ სამსახურში. სამსახურის შემდეგ კი მივდივარ შვილიშვილთან და შვილთაშვილებთან, რადგან მათაც სჭირდებათ ჩემი თავი

განაგრძეთ კითხვა