"ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი" - თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის "გემრიელი ბიზნესი" | Allnews.Ge

"ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი" - თბილისიდან შალაურში გადასახლებული წყვილის "გემრიელი ბიზნესი"

ვე­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლი ლე­ვან ცა­გუ­რია თე­ლავ­ში გა­ვი­ცა­ნი და იქვე მო­მი­წია მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი ყვე­ლის გა­სინ­ჯვამ, რო­მელ­ზეც დიდი მო­თხოვ­ნაა. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რია, თუმ­ცა დღეს მე­უღ­ლე სო­ფიო გორ­გა­ძეს­თან ერ­თად 12 და­სა­ხე­ლე­ბის ყველს აწარ­მო­ებს. ოჯახ­მა 2009 წელს დე­და­ქა­ლა­ქი და­ტო­ვა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შა­ლა­ურ­ში და­სახ­ლდა. დღეს მათ თე­ლავ­ში ყვე­ლა იც­ნობს, რო­გორც სო­ფოს და ლეოს...

სო­ფიო გორ­გა­ძე პრო­ფე­სი­ით თე­ატ­რის მხატ­ვა­რია, ასე­ვე სპორ­ტის ოს­ტა­ტი ცხე­ნოს­ნო­ბა­ში და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი. შე­გახ­სე­ნებთ, მან თა­ვის ქა­ლიშ­ვილ ლიზა რუ­რუ­ას­თან ერ­თად გა­ი­მარ­ჯვა შო­უ­ში "ჩემი სამ­ზა­რე­უ­ლოს წე­სე­ბი" და 50.000 ლარი მო­ი­გო. ლე­ვან ცა­გუ­რია გვი­ამ­ბობს მათი ოჯა­ხის სა­მე­წარ­მეო ის­ტო­რი­ას, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ შემ­თხვე­ვით და­ი­წყო.

yveli3-2019-09-10-2kjigvfqmym-1622965174.jpg

- სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლი­სი­დან კა­ხეთ­ში გა­და­სას­ვლე­ლად კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ გვქო­ნია - ეს კუ­თხე გვიყ­ვარს ძა­ლი­ან და ერთხე­ლაც, უბ­რა­ლოდ, თბი­ლის­ში ცხოვ­რე­ბა აღარ მოგ­ვინ­და. თან, ეტყო­ბა, ასა­კიც თა­ვი­სას შვრე­ბა - მო­დის დრო, როცა გჭირ­დე­ბა სი­წყნა­რე, ბუ­ნე­ბას­თან სი­ახ­ლო­ვე და ამ გა­რე­მო­ში აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა.

- კა­ხე­თი რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- თე­ლა­ვი კა­ხე­თის ცენ­ტრია, საოც­რად კარ­გი ქა­ლა­ქია, ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი. ამას­თან, მე­გობ­რე­ბიც მყავ­და აქ. ასე რომ, უცხო გა­რე­მო­ში არ მოვ­ხვედ­რილ­ვარ. ბევ­რი ად­გი­ლი მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ბო­ლოს­ სო­ფე­ლი შა­ლა­უ­რი მოგ­ვე­წო­ნა. თე­ლავ­თან ახ­ლო­საა და ფან­ტას­ტი­კუ­რი ხე­დია­ აქე­დან.

- თა­ვი­დან­ვე ფიქ­რობ­დით, რომ სო­ფელ­ში­ ყვე­ლის ამოყ­ვა­ნას და­ი­წყებ­დით?

- არა... ყვე­ლი რო­გორ კეთ­დე­ბო­და, ტე­ლე­ვი­ზორ­შიც არ მქონ­და ნა­ნა­ხი. აქ რომ გად­მო­ვე­დით, ერთი წელი არ იყო გა­სუ­ლი, რომ ცხე­ნი გვა­ჩუ­ქეს. მერე თავ­ლა ავა­შე­ნეთ, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ვა­წყვეთ. სხვა მე­გო­ბარ­მა ძრო­ხა გვა­ჩუ­ქა - სო­ფელ­ში ხართ და სა­ჭი­რო­აო. შვე­ი­ცა­რი­უ­ლი ძრო­ხა იყო, ყა­ვის­ფე­რი, მარ­ლე­ტა ერ­ქვა. მოკ­ლედ, ამის მერე რაც შევ­ქმე­ნით, მისი სა­ხე­ლი და­ვარ­ქვით...

თა­ვი­დან ძრო­ხის მოწ­ვე­ლა ად­ვი­ლი საქ­მე გვე­გო­ნა - ერთხელ მოვ­წვე­ლე, რძე დავ­ლი­ეთ, მერე მა­წო­ნი გა­ვა­კე­თეთ. მაგ­რამ ძრო­ხამ არ იცის არც დას­ვე­ნე­ბა, არც დღე­სას­წა­უ­ლი - ყო­ველ­დღე იწ­ვე­ლე­ბა. ჰოდა, მა­ცივ­რე­ბი რძით აგ­ვევ­სო. ამის გამო მე­ზო­ბელს ვთხო­ვეთ, ად­ვი­ლად ყვე­ლის გა­კე­თე­ბა ეს­წავ­ლე­ბი­ნა. ჰოდა, ყვე­ლა­ფე­რი ასე და­ი­წყო...

ინ­ტერ­ნე­ტი, წიგ­ნე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ ამ საქ­მეს ჩავ­წვდ­ომო­დი. ახ­მე­ტა­ში გა­ე­როს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კურ­სე­ბი - მეყ­ვე­ლის ოს­ტა­ტო­ბა გა­ვი­ა­რე და ეს დარ­გი შე­ვის­წავ­ლე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით თე­ლავ­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­დამ­ზა­დე­ბის კო­ლე­ჯიც და­ვამ­თავ­რე, ასე რომ, ყვე­ლის დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი ვარ... ეს ცოდ­ნა კი და­ვაგ­რო­ვე, მაგ­რამ რაც ვიცი, ძი­რი­თა­დად, გა­მოც­დი­ლე­ბით - ბევ­რი გა­დაღ­ვრი­ლი რძით და გა­დაყ­რი­ლი ყვე­ლით, ინ­ტერ­ნე­ტით, სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რით...

yveli2-2019-09-10-uv8qjwmcspnk2-1-1622965241.jpg

- შრო­მა მე­უღ­ლე­ებს თა­ნაბ­რად გაქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

- რა თქმა უნდა. ჩემი მე­უღ­ლე არის ძრა­ვა... სა­კუ­თა­რი სა­ქო­ნე­ლი არ გვყავს, რძე სხვის­გან მოგ­ვაქვს. მე­სა­ქონ­ლე­ო­ბა და ყვე­ლის წარ­მო­ე­ბა ერ­თად რთუ­ლია, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მხო­ლოდ ყვე­ლი გვე­წარ­მო­ე­ბი­ნა, თუმ­ცა თა­ვი­დან კი გვყავ­და 3-4 ძრო­ხა, თხე­ბიც გვყავ­და და ახ­ლაც გვყავს, ოღონდ შა­ლა­ურ­ში არა - ქვე­მო­ალ­ვა­ნელ ფერ­მერ გოგი ელა­ნი­ძეს ჯი­ში­ა­ნი თხე­ბი ჰყავს და ჩვე­ნე­ბიც მას ჩა­ვა­ბა­რეთ. იქი­დან ვი­ღებთ და­მა­ტე­ბით რძეს.

- რო­გორც ვიცი, 12 და­სა­ხე­ლე­ბის ყველს­ აკე­თებთ.

- კი, მაგ­რამ მუდ­მი­ვად მხო­ლოდ 3-4 და­სა­ხე­ლე­ბი­სას, ანუ რა­საც კო­მერ­ცი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

yveli4-2019-09-10-8rjzkbewkhi4a-1-1622965300.jpg

- ევ­რო­პუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით ამ­ზა­დებთ?

- 70 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საბ­ჭო­თა და რუ­სულ­მა ოკუ­პა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში­ ძირს დას­ცა ყვე­ლის წარ­მო­ე­ბის კულტ­ურა, ყვე­ლა­ფე­რი სამ ძი­რი­თად ყველ­ზე დაგ­ვიყ­ვა­ნეს: გუდა, სულ­გუ­ნი და იმე­რუ­ლი. ახლა რა­საც ჩვენ ვა­კე­თებთ, ვერ ვი­ტყვი, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი­ რე­ცეპ­ტე­ბია,­ ვერც იმას, რომ ევ­რო­პუ­ლია, რად­გა­ნაც აქ კეთ­დე­ბა. რა ევ­რო­პუ­ლი რე­ცეპ­ტიც უნდა გვქონ­დეს, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ზუს­ტად ის გა­ა­კე­თო, რა­საც, ვთქვათ, გლე­ხი საფ­რან­გეთ­ში აკე­თებს. ისე­თი მა­ინც არ გა­მო­ვა, კო­რექ­ტი­ვე­ბი ყო­ველ­თვის შე­დის...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz