რამდენი საათი უნდა გეძინოთ ასაკის შესაბამისად დღე-ღამეში რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ? | Allnews.Ge

რამდენი საათი უნდა გეძინოთ ასაკის შესაბამისად დღე-ღამეში რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ?

ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთაე ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

image-ibjiitx-1622879977.png

ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდირებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბევშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.

ძილის ხანგრძლივობის რეკომენდირებული დრო, კონკრეტული ასაკის გათვალისწინებით

image-2byhrbn-1622880039.png

ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ძილი არის საჭირო თითოეული ჩვენგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით.

გრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდირებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვებოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლოვობა.

აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.

რეკომენდირებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს პრობლემები ექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეილება იყოს:

მუდმივად წელის ტკივილი

ხანგრძლივი ძილი შეიძლება წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.

პრობლემის მოგვარება დაბალი ინტენსიობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება.

თუ სპორტთან აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.