"ჩიტის რძე", "ლომბარდი" "ყვითელი პრესა"- ტერმინები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, თუმცა, მათი წარმომავლობა შესაძლოა არ იცოდით | Allnews.Ge

"ჩიტის რძე", "ლომბარდი" "ყვითელი პრესა"- ტერმინები, რომლებსაც ხშირად ვიყენებთ, თუმცა, მათი წარმომავლობა შესაძლოა არ იცოდით

დღევანდელ სტატიაში საზოგადოებაში დამკვიდრებულ იმ ფრაზებსა და ტერმინებზე გიამბობთ, რომელთა წარმოშობის შესახებ, დიდი ალბათობით, არ იცოდით

საიდან შემოვიდა ტერმინი «ლომბარდი»?

2019090114570773439-1622710193.jpg

პირველი ლომბარდები საფრანგეთში XV ს. გაჩნდა, ლუი XI მეფობის (1461-1483) დროს. მას, ძირითადად, იტალიელები ხსნიდნენ, რომლებიც, უმეტესწილად, ლომბარდიის მხარიდან იყვნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა საკრედიტო დაწესებულებას, რომელიც უკვე 5 საუკუნოვან ისტორიას ითვლის, ეს სახელი.

რატომ ჰქვია მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ნამცხვარს და კანფეტს "ჩიტის რძე"?

2019090115011973439-1622710501.jpg

კანფეტს – სუფლეს შოკოლადის მინანქრით, «ჩიტის რძე» (პოლ. ptasie mleczko) პოლონელებმა დაარქვეს და ის მაღაზიის დახლებზე 1936 წ. გამოჩნდა. ხოლო, მოგვიანებით, მინანქრიან სუფლეს ბისკვიტიც დაუმატეს და იგივე სახელით ტორტიც გაჩნდა.სახელის დარქმევის ისტორია კი ასეთი იყო: ძველ საბერძნეთში ჩიტის რძე სიმდიდრის და ფუფუნების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. მხარეზე სადაც ყველაფერი იყო, ამბობდნენ, რომ იქ ჩიტის რძის შოვნაც კი შეიძლებოდა. ასე, რომ ტერმინი და სიმბოლო ძველთაგანვე არსებობდა და პოლონელი კონდიტრების წყალობით, «ჩიტის რძეზე» უცხო მხარეში წასვლა საჭირო აღარ არის, – მისი ყიდვა უკვე მაღაზიაში შეიძლება.

რატომ ეძახიან ონკოლოგიურ დაავადებას "კიბოს"?

2019090115021473439-1622710560.jpg

ჯერ კიდევ ანტიკურ დროში, არსებობდა ონკოლოგიური დაავადებები და მათ შორის, კანის სიმსივნეს. ძველი ექიმები ამ დაავადების აღწერისას აღნიშნავდნენ, რომ კანი მტკიცე, გლუვი იყო და ვარდისფერი ფერი ჰქონდა. მათ ამ დაავადებას, კიბორჩხალას ჯავშანთან მსგავსების გამო, cancer-ი შეარქვეს, რაც ლათინურად «კიბორჩხალას» ან «კიბოს» ნიშნავს. მოგვიანებით, ტერმინი ონკოლოგიური დაავადების სხვა სახეობებზეც გავრცელდა.

რატომ არის პრესა «ყვითელი»?

2017032818003373439-1622710590.jpg

«ყვითელი პრესა» – ტყუილების, სკანდალების და იაფფასიანი სენსაციების ბეჭვდით დაკავებული ჟურნალ-გაზეთების სინონიმია და ის აშშ-ში გაჩნდა.

1895 წ. ამერიკელმა მხატვარმა და გრაფიკოსმა რიჩარდ აუტკოლტმა ნიუ-იორკის გაზეთში – «The World»-ში, საკუთარი ნახატების სერია გამოაქვეყნა, იუმორისტული ტექსტებით; ყველა ნახატზე ერთი პერსონაჟი (პატარა ბიჭი) მეორდებოდა, რომელსაც ყვითელი პერანგი ეცვა. ხოლო, ამ პერანგის ფონზე, სახალისო გამონათქვამები ეწერა.

2017032820231373439-1622710625.jpg

ნახატები მალე პოპულარული გახდა და გაზეთის ყოველი ნომრის გამოსვლას, უამრავი ადამიანი ელოდა. ხოლო, იუმორისტული ნახატების სერიას, მკითხველებმა «ყვითელი ბიჭი» შეარქვეს. რაც შეეხება გაზეთის ტირაჟს, ის 70 ათასიდან – მილიონამდე გაიზარდა

გამაგრძეთ კითხვა