ვაქცინაცია, კანალიზაცია, სავაჭრო ცენტრი - ძველი რომაელების 15 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ | Allnews.Ge

ვაქცინაცია, კანალიზაცია, სავაჭრო ცენტრი - ძველი რომაელების 15 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

რომის იმპერიის დაარსების თარიღად ძვ. წ. 27 წელი ითვლება, როდესაც ოქტავიანე ავგუსტუსი იმპერატორი გახდა, ხოლო რომი, შესაბამისად იმპერიად გადაიქცა. დღეს ბევრს კამათობენ ევროპის რომაულ პერიოდზე, თუმცა ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ის ძვ. წ. აღრ. 750 წ-ს დაიწყო და ახ. წ. აღრ. V საუკუნის 70-იან წლებამდე გრძელდა. ეს კი, დაახლოებით 1200 წელია, რაც კაცობრიობის ისტორიაში, ძალიან შთამბეჭდავი ხანგრძლივობის პერიოდია. ასე, რომ, გასაკვირი არ არის, რომ რომაელებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს კაცობრიობის განვითარებაზე და ზოგიერთი რამ, იმ ეპოქიდან დღემდე აქტუალურია:

მრავალსართულიანი სახლები

romanss-1-1622707829.jpg

ძველი რომი მანჰეტენზე მჭიდროდ იყო დასახლებული. დღეს ნიუ-იორკის ამ რაიონში 1, 6 მლნ-ზე მეტი კაცი ცხოვრობს და 1 კმ²-ზე სიმჭიდროვე, დაახლოებით, 27846 -ს ტოლია, რაც აშშ-ს მასტაბით ყველაზე მაღალია. თუმცა, ამ მაჩვენებლით, მანჰეტენს, ძველ რომამდე, ბევრი უკლია – ექსპერტების შეფასებით, ავრელიანეს კედელით შემოფარგლულ ტერიტორიაზე, 1 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო სიმჭიდროვე, 1 კმ²-ზე — 72150 ადამიანი იყო. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ძველი რომაელები, პირველები იყვნენ, რომლებიც მრავალბინიან სახლებში ცხოვრობდნენ.

აკვედუქტები

romanss-2-1622707864.jpg

ძვ. წ. აღრ. I საუკუნისთვის რომაელები აქტიურად იყენებდნენ წყლის ენერგიას — აკვადუკები და წყლის უზარმაზარი ბორბლები, ხშირად გამოიყენებოდა წისქვილის ქვების მოძრაობაში მოსაყვანად. რომის დაცემის შემდეგ, წყლის ენერგიის გამოყენების ცოდნის დიდი ნაწილი დაიკარგა.

თუმცა, ჰიდროტექნოლოგია დარჩა და ის ჰიდროენერგეტიკად გარდაიქმნა, რომელზეც დღეს, მსოფლიოში წარმოებული ელექტროენერგიის 16, 4 % და აღდგენადი ენერგიის 71 % მოდის.

პარტიული სენატი

romanss-3-1622707887.jpg

თავდაპირველად სენატს მხოლოდ დამკვვირვებლის სტატუსი ჰქონდა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს (არჩევნები, სასამართლო გარჩევები, კანონის აღსრულება და ა. შ) აკვირდებოდა. მაგრამ, ძვ. წ. აღრ. 146 წ. კართაგენის დამარცხების შემდეგ, სენატი ვიწრო კონსერვატულ პარტიად ჩამოყალიბდა, რომელიც საშინაო და საგარეო პროცესებს აკონტროლებდა. სენატორები თვლიდნენ, რომ ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რაც რესპუბლიკისთვის იყო სასარგებლო და კომპრომისზე არასდროს მიდიოდნენ.

სავაჭრო ცენტრი

romanss-4-1622707975.jpg

პირველი სავაჭრო ცენტრი, კაცობრიობის ისტორიაში, I საუკუნეში შეიქმნა. ის 150-მდე კერძო მაღაზიას და ოფისს აერთიანებდა და იმპერატორი მარკუს ულპიუს ტრაიანეს საპატივცემულოდ, ტრაიანეს ცენტრის სახელით იყო ცნობილი.

კანალიზაცია

romanss-5-1622708001.jpg

რა თქმა უნდა, ასეთ რამეს, ადრე, თუ გვიან, მაინც მოიგონებდნენ. თუმცა, იმისთვის, რომ დღეს საკანალიზაციო სისტემა არსებობს, ძველი რომაელი ინჟინრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ის სრულყოფილი ნამდვილად არ ყოფილა: მაგ., საპირფარეშო, ჩვეულებრივ, სამზარეულოში იყო. ხოლო, კედლებიდან გამოშვერილი ტყვიის მილებით, მოწამვლის შემთხვევებიც ხშირი იყო. და მაინც, რომაელები პირველები იყვნენ, ვინც სახლებში საკანალიზაციო მილები შეიყვანეს, რომლებიც პირდაპირი დანიშნულების გარდა, ცხელ სეზონებზე, წყლის ცირკულირებით, ოთახების გასაგრილებლადაც გამოიყენებოდა.

სტადიონები

romanss-6-1622708026.jpg

დღეს სტადიონები და სპორტული არენები ისევეა მოწყობილი, როგორც ძველ რომში იყო და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რომაული სტადიონები, დიზაინით, ძველბერძნული ამფითეატრებისგან განსხვავდებოდა.

გზები

romanss-7-1622708116.jpeg

რომაელები ძალიან მოხერხებული და კარგი მშენებლები იყვნენ და არა მარტო არქიტექტორული მიგნებების, არამედ სამშენებლო მასალების გამოგონების თვალსაზრისითაც. მასალებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბეტონი, რომლის რეცეპტი, რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, დაიკარგა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საკმაოდ მსკიცე სამშენებლო მასალები არსებობს, როგორც ექსმერტები ამბობენ, რომის ბეტონი მაინც შეუდარებელი იყო, — ვულკანური ფერფლით შექმნილი ბეტონი, წარმოუდგენლად მტკიცე და ნეიტრალური იყო სხვა ნივთიერებებისადმი და ამინდისა, თუ ბუნებრივი ეროზიებისადმი, დიდი სიმდგრადით გამოირჩეოდა.

ვაქცინაცია

romanss-10-1622708152.jpg

ძველ რომში შხამით უფრო მეტი ადამიანი იღუპებოდა, ვიდრე დღეს გრიპით. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ რომის იმპერატორის საფრთხისგან დასაცავად, აცრა გამოიგონეს. ამბობენ, რომ «მითრიდატიზმს», რომლის სახელი მითრიდატე IV ევპატორიელის სახელს უკავშირდებოდა, ადამიანის დაცვა ისეთი მომაკვდინებელი შხამებისგანაც კი შეეძლო, როგორიც დარიშხანი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ეპოქაში, მხოლოდ XVIII საუკუნიდან დაიწყო ვაქცინაციებით ბრძოლა ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიც ყვავილი იყო. განაგრძეთ კითხვა