იზრდება თუ არა ძუძუს კიბოს რისკი ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენებისას - კითხვას დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი პასუხობს | Allnews.Ge

იზრდება თუ არა ძუძუს კიბოს რისკი ალუმინის შემცველი დეოდორანტების გამოყენებისას - კითხვას დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი პასუხობს

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი დოქ­ტო­რან­ტი, დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლო­გი ზაზა თე­ლია კი­დევ ერთ რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა, ამ­ჯე­რად დე­ო­დო­რან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ის "ფე­ის­ბუქ­ზე" წერს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ ალუ­მი­ნის შემ­ცვე­ლი დე­ო­დო­რან­ტე­ბი და ან­ტი­პერ­სპი­რან­ტე­ბი ძუ­ძუს კი­ბოს იწ­ვევს, მი­თია.

"ბოლო პე­რი­ო­დია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და ალუ­მი­ნის შემ­ცვე­ლო­ბის გა­რე­შე დე­ო­დო­რან­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

მა­ტუ­ლობს თუ არა ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი ან იწ­ვევს თუ არა ალუ­მი­ნის შემ­ცვე­ლი დე­ო­დო­რან­ტე­ბი და ან­ტი­პერ­სპი­რან­ტე­ბი ძუ­ძუს კი­ბოს?

ამ მი­თის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი შემ­დე­გია - გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის წინ პა­ცი­ენ­ტებს სხი­ვუ­რი თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბის წინ რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლევ­დნენ არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ ალუ­მი­ნის შემ­ცვე­ლი ან­ტი­პერ­სპი­რან­ტე­ბი რა­დი­ა­ცი­ის დროს, რად­გან პო­ტენ­ცი­უ­რად არ­სე­ბობ­და რის­კი, რომ ალუ­მინ­მა შე­საძ­ლოა გა­ა­ღი­ზი­ა­ნოს კანი რო­მელ­მაც მი­ი­ღო რა­დი­ა­ცი­ის გარ­კვე­უ­ლი დოზა. შემ­დეგ რა­მო­დე­ნი­მე კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ალუ­მი­ნი ამ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­საც არ იწ­ვევს

ჩა­ტა­რე­ბულ­მა დიდ­მა კვლე­ვამ, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1600 ადა­მი­ა­ნი, კი­დევ ერთხელ აჩ­ვე­ნა რომ ალუ­მი­ნის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ცია უსაფრ­თხოა და არ ასო­ცირ­დე­ბა ძუ­ძუს კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას­თან.

ასე რომ გა­მო­ი­ყე­ნეთ ალუ­მი­ნის ქლო­რი­დის (Aluminum Chloride) შემ­ცვე­ლი ან­ტი­პერ­სპი­რან­ტე­ბი ოფ­ლი­ა­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, რად­გან მხო­ლოდ ის არის ამ მხრივ ეფექ­ტუ­რი და არა სხვა არაფ­რის მომ­ცე­მი მცე­ნა­რე­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თუ დე­ო­დო­რან­ტე­ბი" - წერს თე­ლია.