10 რამ, რაც არაბულმა სამყარომ კაცობრიობას აჩუქა | Allnews.Ge

10 რამ, რაც არაბულმა სამყარომ კაცობრიობას აჩუქა

შეიძლება, ჭადრაკს ყველანი არ ვთამაშობთ და არც პარაშუტით ხტომაა ბევრისთვის ჰობი... მაგრამ, არის ისეთი რაღაცეებიც, რასაც ყოველდღიურად ყველა ვიყენებთ. მაგ., ყავა, საპონი, შამპუნი, ნუმერაციის სისტემა, სამი კერძი სადილზე, ჩეკი და კიდევ ბევრი რამ, რასაც დღეს ვიყენებთ, თავის დროზე, არაბების მიერ არის მოგონილი.

1. ყავა

a-woman-is-pouring-turkish-coffee-in-to-a-vintage-turkish-coffee-cup-600103930-5825fe325f9b58d5b129c1a3-1622541036.jpg

ლეგენდის თანახმად, არაბი ხალიდი (Khalid) ცხვრის ფარას აძოვებდა კაფეში (ეთიოპიის სამხ. რეგიონი) და შენიშნა, რომ ცხოველებს ენერგია ემატებოდათ, როდესაც გარკვეული სახეობის კენკრას ჭამდნენ. იმ მცენარის ნაყოფი ხალიდმაც მოკრიფა და მსოფლიოში პირველი, ყავა მოადუღა.

პირველი ცნობა ეთიოპიიდან ყავის ექსპორტის შესახებ, მისი მარცვლის იემენში გატანას ეხება. ხოლო, უკვე 15 საუკუნეში, ყავა მექაში და თურქეთში შეიტანეს. თურქეთიდან კი, ყავა ჯერ ვენეციაში (1645 წ.), ხოლო შემდეგ ინგლისში (1650 წ.). ის ლონდონში პასკუა როსიმ (Pasqua Rosee) ჩაიტანა და პირველი ყავახანა გახსნა.

2. პარაშუტი

6ee3943861f22-001-1622541145.jpg

ძმები რაიტებამდე ათასი წლით ადრე, საფრენი აპარატის შექმნის იდეა ბერბერ პოეტს, ინჟინერს და ასტრონომს აბას იბნ ფირნასს (Abbas ibn Firnas) გაუჩნდა. 852 წელს ის მეჩეთის სახურავიდან, ჰაერგაუმტარ ქსოვილზე მიმაგრებული ხის დაფით გადმოხტა. მას იმედი ჰქონდა, რომ ფრინველების მსგავსად, ჰაერში ილივლივებდა. მაგრამ, არაფერი გამოუვიდა...

თუმცა, არც სხეულის მნიშვნელოვანი დაზიანება მიუღია. 70 წლის ასაკში, მან საფრენი აპარატი გააუმჯობესა და უკვე მთის წვერიდან გადმოხტა. ამ მცდელობის დროს, მან ჰაერში გაჩერება 10 წუთის მანძილზე შეძლო, მაგრამ მიწაზე დაშვებისას დაშავდა.

3. საპონი და შამპუნი

unnamed-1622541314.jpg

ცნობილია, რომ საპონი და თავის მოვლის სხვა საშუალებები, უძველეს დროში, ეგვიპტელებს და რომაელებს უკვე ჰქონდათ... მაგრამ, სწორედ არაბებს მოუვიდათ მცენარეული ზეთების ნატრიუმის ჰიდროქსიდთან და არომატულ დანამატებთან შერევის იდეა. ინგლისში შამპონი 1759 წელს გამოჩნდა, როდესაც ქ. ბრაიტონში პირველი აზიური აბანო გაიხსნა.

4. თანამედროვე ქიმია

ec7a78a8b6f3d547e42c45700c2893e3-1622541381.jpg

ჯაბირ იბნ ჰაიანი (Jabir ibn Hayyan) – იყო მეცნიერი, რომელმაც ალქიმია ქიმიად აქცია. IX საუკუნეში მან პროცესები აღმოაჩინა, რომელსაც თანამედროვე მეცნიერებაში დღემდე იყენებენ: დისტილაცია, კრისტალიზაცია, დნობა, რაფინირება, დაჟანგვა, აორთქლება და ფილტრაცია. მან ასევე აღმოაჩინა გოგირდის და აზოტის მჟავები და შექმნა გამოსახდელი აპარატი, რომლის წყალობითაც, მსოფლიოში ალკოჰოლური სასმელი და არომატიზატორები გაჩნდა.

5. ქირურგიული ხელსაწყოები

completesetcropped-1622541466.jpg

ბევრი ხელსაწყო, რომელსაც დღეს ქირურგები იყენებენ, მათ შორის: სკალპელი, სამედიცინო ხერხი, მაშები, მაკრატლები, – ისეთივე დარჩა, როგორიც X ს–ში არაბმა ექიმმა და მეცნიერმა ალ-ზახრავმა (al-Zahrawi) შექმნა. ხოლო, XIII ს–ში, უილიამ ჰარვეიმდე (William Harvey), 300 წლით ადრე, ექიმმა იბნ ნაფისმა (Ibn Nafis) ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის პროცესი აღწერა.

განაგრძეთ კითხვა