კანადაში, ძველი სკოლა-პანსიონის შენობაში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს - "ეს ქვეყნის ისტორიის ბნელი და სამარცხვინო პერიოდია" | Allnews.Ge

კანადაში, ძველი სკოლა-პანსიონის შენობაში 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს - "ეს ქვეყნის ისტორიის ბნელი და სამარცხვინო პერიოდია"

კანადაში, ცოტა ხნის წინ ყოფილი სკოლა-პანსიონის შენობაში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს. შენობის ტერიტორიაზე, სადაც სასწავლო პროცესი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობდა, 215 ბავშვის ნეშტი იპოვეს.

BBC-ის ინფორმაციით, მოსწავლეები იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის ასიმილაციის მიზნით შექმნილი ბრიტანეთის კოლუმბიის სკოლიდან Kamloops Indian Residential School, რომელიც 1978 წელს დაიხურა.

118723267-067692069-1-1622484857.jpg

კამლუპის სკოლა-პანსიონი

სპეციალისტები და საგამოძიებო ორგანოები ახლა ბავშვების გარდაცვალების დროისა და მიზეზების დასადგენად მუშაობენ.

სკოლის ისტორია

ირკვევა, რომ კანადაში, მე-19-მე-20 საუკუნეებში სავალდებულო სკოლა-პანსიონებს მთავრობა და რელიგიური ლიდერები მართავდნენ და ამ სკოლების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი ასიმილაცია იყო. Kamloops Indian Residential School-ი ერთ-ერთი ასეთი პანსიონი იყო, რომელიც რომის კათოლიკური ეკლესიის ადმინისტრაციის დროს, 1890 წელს გაიხსნა, სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობდა.

gajyxxqctnn2fg4dlj77dq6tie-1622484876.jpg

1969 წლიდან სკოლა ცენტრალური მთავრობის საკუთრებაში გადავიდა და 1978 წლამდე ფუნქციონირებდა.

BBC-ის ინფორმაციით, მასობრივი სასაფლაო რადარების მეშვეობით აღმოაჩინეს როდესაც სკოლის შენობის საძირკველს იკვლევდნენ. ირკვევა, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვანი იყო, მათ შორის რამდენიმე 3 წლისაც კი.

გარდაცვლილების შესახებ არქივებში არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება და დიდი ალბათობით, მათ მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდათ.

2061-1622484911.jpg

კანადის პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება

მასობრივი სასაფლაოს აღმოჩენის ფაქტს კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ტვიტერის მეშვეობით გამოეხმაურა.

„კამლუპის სკოლის ტერიტორიაზე სასაფლაოს აღმოჩენა შემაძრწუნებელი ამბავია - ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიის ბნელი და სამარცხვინო პერიოდის კიდევ ერთი მტკივნეული გახსენებაა. ვფიქრობ ყველაზე, ვისზეც ამ სამწუხარო ამბავმა გავლენა მოახდინა. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - წერს კანადის პრემიერ-მინისტრი.

trudeau-looking-sad-1622485158.jpg

სკოლა-პანსიონები კანადაში

კანადაში სკოლა-პანსიონები 1863-დან 1998 წლამდე ფუნქციონირებდა. ქვეყანაში ევროპელების დასახლებასა და ათვისებასთან ერთად ადგილობრივი ინდიელების ასიმილაციის პროცესი დაიწყო.

ხშირ შემთხვევაში მცირეწლოვანი ბავშვები ოჯახებისგან იძულებით მიჰყავდათ. საერთო ჯამში მსგავს პანსიონებში 150 000-ზე მეტი ადგილობრივი ინდიელი სწავლობდა.

image-1622484954.jpg

ქვეყანაში სულ ასეთი 139 სკოლა-პანსიონი ფუნქციონირებდა.

პანსიონებში ბავშვებს საკუთარ ენაზე საუბრის უფლებას არ აძლევდნენ. მათ ასევე არ ჰქონდათ უფლება ტრადიციული კულტურული ჩვეულებები შეესრულებინათ და მათგან მკაცრ დისციპლინაც მოითხოვდნენ.

საკმაოდ ხშირი იყო ბავშვების ცემისა და უხეშად მოპყრობის ფაქტები.

prayeredit-1622484974.jpg

2008 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით დგინდება, რომ სკოლა-პანსიონებში გაგზავნილი ბავშვების უმეტესობა უკან აღარ ბრუნდებოდა. გაურკვეველია მათი ბედი. დიდი ალბათობით, მოსწავლეთა ნაწილი არაადამიანური მოპყრობის შედეგად იღუპებოდა.

დღეს არსებული მონაცემებით კანადაში სკოლა-პანსიონებში სულ მცირე 4 100 ბავშვი დაიღუპა.

05-1-1622485016.jpg_1718483346.jpg

2008 წელს კანადის მთავრობას ინდიელების მიმართ არსებული ჩაგვრის გამო საჯაროდ ბოდიში მოიხადა. მათ 2015 წელს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ საუკუნის წინ გატარებულ ღონისძიებებს "კულტურული გენოციდი" უწოდეს.

14262532888-68c7c51cf1-b-1622485102.jpg