გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან- "მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო" | Allnews.Ge

გაიცანით თვითნასწავლი მებაღე საბავშვო ბაღიდან- "მეგობრები იცინიან ხოლმე, ნონამ ასფალტი აყარა, ეზო გადათხარა და ბაღი გააშენაო"

ნონა მურ­ვე­ლაშ­ვი­ლი წი­ნან­დალ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძე­ე­ბის ბა­ღის სი­ახ­ლო­ვეს ცხოვ­რობს. ამა­ყობს თა­ვი­სი სოფ­ლით, სა­დაც სა­ბავ­შვო ბაღ­ში აღ­მზრდე­ლად მუ­შა­ობს. უყ­ვარს თა­ვი­სი პრო­ფე­სია და თუმ­ცა მე­ბა­ღე­ო­ბაც პრო­ფე­სი­ად ექცა, თავს თვით­ნას­წავლ მე­ბა­ღეს უწო­დებს.

ნონა მურ­ვე­ლაშ­ვი­ლი:

"ჩემი ყო­ვე­ლი დილა ბა­ღის შე­მოვ­ლით იწყე­ბა. შემ­დეგ ვი­წყებ ყვა­ვი­ლე­ბის გა­დარ­გვა-გად­მორგვას - ზოგი ქო­თან­ში ვე­ღარ ეტე­ვა, ზოგს ტო­ტებს ვა­ტეხ, რომ ახა­ლი ენერ­გია შევ­მა­ტო. თუ ყვა­ვილს ვინ­მეს ვჩუქ­ნი, ეს კი­დევ უფრო მი­ხა­რია" ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი კი­სის­ხევ­ში, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში და­ი­ბა­და, წი­ნან­დალ­ში კი 17 წლის წინ გა­მო­თხოვ­და.

173536617-880637409180896-7728655114626168926-n-79186-1622436578.jpg

- როცა აქ მო­ვე­დი, ეზო მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი იყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი იცი­ნი­ან ხოლ­მე, ნო­ნამ ას­ფალ­ტი აყა­რა, ეზო გა­და­თხა­რა და ბაღი გა­ა­შე­ნაო. კი, ბა­ღად ვაქ­ციე ყვე­ლა­ფე­რი. დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლიც მეხ­მა­რე­ბა. მა­თაც მოს­წონთ ასე­თი გა­რე­მო.

ეს მცე­ნა­რე­ე­ბი ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი არი­ან. მათი ცქე­რით უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ, მიჩ­ნდე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი, ვმშვიდ­დე­ბი და ეს სხვა საქ­მე­ებ­შიც მეხ­მა­რე­ბა. ბოლო ერთი წე­ლია, სუ­კუ­ლენ­ტებ­მა გა­მი­ტა­ცა და მათი მოგ­რო­ვე­ბაც და­ვი­წყე.

- სუ­კუ­ლენ­ტებს სხვა ყვა­ვი­ლე­ბის­გან რა გა­მო­არ­ჩევს?

- სხვა ყვა­ვი­ლებს თუ მორ­წყვა, მოვ­ლა, მო­ფე­რე­ბა უნდა, ამათ არ სჭირ­დე­ბა. ყუ­რა­დღე­ბას არ ითხო­ვენ.

- ბაღ­ში ბავ­შვებს, ალ­ბათ, მცე­ნა­რე­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის, გა­რე­მოს სიყ­ვა­რულს ას­წავ­ლით.

- ახლა სას­კო­ლო ჯგუ­ფი მყავს. 22 აპ­რილს დე­და­მი­წის დღე იყო და პა­ტა­რებს მცე­ნა­რე­ე­ბი და­ვარ­გვე­ვი­ნე. მოს­წავ­ლე ვი­ყა­ვი, როცა უამ­რავ მცე­ნა­რეს ვუვ­ლი­დი, ვრგავ­დი და ვა­ხა­რებ­დი. დე­და­ჩე­მი იხ­სე­ნებს, შინ რო­მე­ლი­მე ყვა­ვილს რომ მო­ი­ტან­დი და ქო­თან­ში და­სა­ფეს­ვი­ა­ნებ­ლად ჩარ­გავ­დი, მერე ყო­ველ­დღე მი­წი­დან იღებ­დი, რომ შე­გე­მოწ­მე­ბი­ნა, ფეს­ვი გა­მო­ტა­ნი­ლი ჰქონ­და თუ არაო... როცა გავ­თხოვ­დი და მშობ­ლე­ბის სახ­ლი­დან წა­მო­ვე­დი, იქ ყვა­ვი­ლებ­მა იკლო, იმ­დე­ნი აღარ აქვს დე­დას. უმე­ტე­სად კაქ­ტუ­სებს ვუვ­ლი­დი.კაქ­ტუსს თა­კა­რა მზე უყ­ვარს, წყა­ლი - ნაკ­ლე­ბად...

174106481-130445859060972-6077363503332534040-n-79259-1622436631.jpg

- რო­დე­საც ამა თუ იმ მცე­ნა­რის დარ­გვას აპი­რებთ, რას ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

- წინა გა­ზო­ნებ­ში აპ­რილ­ში თუ გა­ზა­ფხუ­ლის და­ბა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი ყვა­ვის, უკან მათ ვარ­დე­ბი მოს­დევს. 100 ძირი ვარ­დი მექ­ნე­ბა, ვერ ვი­ტყვი, რომ სხვა­დას­ხვა ჯი­შია, მათ­ში ბევ­რი ერ­თნა­ი­რია.

მცე­ნა­რის დარ­გვი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნი­ა­და­გია, რაც ჩენ­თან პრობ­ლე­მაა, ნი­ა­და­გი ნაკ­ლე­ბად ნოყი­ე­რია. ამი­ტომ სჭირ­დე­ბა შავი მი­წის და­მა­ტე­ბა. ეს დიდ შრო­მას მო­ი­თხოვს.

176604691-291228795790833-7791302905363803683-n-79279-1622436666.jpg

რაც შე­ე­ხე­ბა მცე­ნა­რე­ე­ბის ბაღ­ში გა­ნა­წი­ლე­ბას, ზოგ­ჯერ იმ­ხე­ლა მცე­ნა­რე­ებს ამო­ვი­ღებ და სხვა ად­გი­ლას გა­და­მაქვს, თა­ვად მიკ­ვირს. მგო­ნია, რომ იმ ად­გილ­ზე სხვა მცე­ნა­რე­ებს და­უშ­ლის. თუმ­ცა საქ­მე თვი­თონ მიჩ­ვე­ნებს, სად რა და რო­გორ უნდა გან­ვა­ლა­გო. მა­ღალ მცე­ნა­რე­ებს შუ­ა­ში ვრგავ ხოლ­მე, გარ­შე­მო კი შე­და­რე­ბით დაბ­ლებს, რათა ლა­მა­ზად გა­მოჩ­ნდეს.

განაგრძეთ კითხვა