საგანძურები ტიტანიკიდან - რა ფასად გაიყიდა ჩაძირული გემის ნივთები? | Allnews.Ge

საგანძურები ტიტანიკიდან - რა ფასად გაიყიდა ჩაძირული გემის ნივთები?

“ტიტანიკის“ ტრაგედია თაობებისთვის ერთგვარი შთაგონების წყარო აღმოჩნდა. გიგანტური ხომალდი ჯერ კიდევ მაშინ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, როდესაც მისი აგება დასრულდა და ზეიმით მიიღო პირველი მგზავრები. მსოფლიოს ყურადღება მეორედ ტრაგიკული ჩაძირვის შემდეგ დაიმსახურა.

გემის სხვადასხვა ნივთები და აქსესუარები დღემდე იყიდება და დიდ ინტერესსაც იმსახურებს. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ექსპონატებს, რომლებიც აქამდე გაყიდულა.

თოჯინის თავი: 7 900 დოლარი

fswhy3u-1622207170-1622372195.jpg

ამ საშიში თოჯინის თავი მეზღვაურმა ატლანტის ოკეანის ფსკერიდან 1977 წელს ამოიტაა. 2000 მეტრ სიღრმეში მდებარე ფაიფურის ფიგურა თავდაპირველად ქვად ითვლებოდა. თოჯინა მპოვნელმა 1992 წლამდე, სიკვდილამდე შეინახა.

კვლევების თანახმად დადგიდა, რომ თოჯინა 1906 წელს Shoenau & Hoffmeister- მა დაამზადა. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი ესპანეთის მუზეუმში იყო გამოფენილი, საბოლოოდ 2018 წელს, 6 500 ევროდ გაიყიდა.

პირველი კლასის ხალიჩა: 18,750 დოლარი

ხალიჩის ეს ნაჭერი სინამდვილეში ტიტანიკზე არასდროს მომხვდარა, რადგან პირველი კლასის სტუარდესამ ხომალდის დაძვრამდე გემიდან გადააგდო.

dsgtew-m643-1622207265-1622372232.png

ხალიჩის ეს ნაჭერი სინამდვილეში ტიტანიკზე არასდროს მომხვდარა, რადგან პირველი კლასის სტუარდესამ ხომალდის დაძვრამდე გემიდან გადააგდო. ტრაგედიის შემდეგ გემის უამრავი გამოუყენებელი ნაშთი შეინახეს და მუზეუმებს გადასცეს. ეს მართკუთხა ხალიჩა, ზომით 29,8 და 67,9 სმ, პირველი კლასის სალონის იატაკის ნაწილი იყო. 2012 წელს 18 750 აშშ დოლარად გაიყიდა.

ორცხობილა მაშველების ნავიდან: 23 200 აშშ დოლარი

dgujhr4ui5-1622207304-1622372268.jpg

ორცხობილის ეს ნაჭერი ერთ-ერთი ექსპონატია, რომელიც ტიტანიკს საოცრად კარგ ფორმაში გადაურჩა. იგი განსაკუთრებულ სიტუაციებში, სამაშველო ნავებზე მსხდომთა კვებისთვის იყო განკუთვნილი. კრეკერი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად ითვლება. ნამცხვარი ბერძენმა კოლექციონერმა 2015 წელს 23 200 დოლარად შეიძინა.

განაგრძეთ კითხვა