"სიტუაცია სოფლად იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი..." - ქართველი ემიგრანტი, რომელიც სოფლის აღორძინებაზე და საკუთარ მეურნეობაზე ოცნებობს | Allnews.Ge

"სიტუაცია სოფლად იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი..." - ქართველი ემიგრანტი, რომელიც სოფლის აღორძინებაზე და საკუთარ მეურნეობაზე ოცნებობს

ალბათ დამეთანხმებით, რომ სოფლად ცხოვრება მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა არ არის. აქ ცხოვრებას თავისი სირთულეები და პრობლემები ახლავს თან. დღესაც კი ხშირად მოხვდებით ქართულ სოფელში, სადაც არ აქვთ წყალი, გაზი, ინტერნეტი, საავტომობილო გზა და ა.შ. თუმცა, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სოფლის განვითარებაზე და პოპულარიზაციაზე ზრუნავენ. ამ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება რუსუდან გამყრელიძე, რომელიც ახლა ემიგრაციაშია. მან ბევრი იბრძოლა სოფლად, თუმცა ისე არ გამოუვიდა, როგორც სურდა. ამის მიუხე დავად ფარ-ხმალი არ დაუყრია. ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს, მთელი დანაზოგი სოფელს მოახმაროს და იბრძოლოს მისი კეთილდღეობისთვის.

- რატომ მოგიხდათ ემიგრაციაში წასვლა?

- წლების წინ უმუშევრობამ და მწირმა ხელფასმა მეც ემიგრაციაში გადამისროლა. მესმოდა, როგორ იცლებოდა და ნადგურდებოდა ქართული სოფლები. ამიტომ როცა დავბრუნდი საქართველოში, გადავწყვიტე, ემიგრაციაში შეგროვილი, მთელი დანაზოგი იქ ჩამედო, გარკვეული სამუშაო ადგილი შემექმნა და სოფელი გამემაგრებინა. ასე გავხდი გლეხის ქალი და სასურველი შედეგის მისაღებად თავს არ ვზოგავდი. ბევრს შრომობდი და ვსწავლობდი.

190174211-1095999034242988-4385078182345418669-n-1622360380.jpg

- რას საქმიანობდით სოფლად?

- ავაშენე 1000 კვ/მ სათბური. გავათხრევინე 70 მეტრის ჭაბურღილი, საიდანაც მინიმალური რაოდენობის წყალი მივიღე დაპირებული ტონის ნაცვლად. შემდეგ ტყიდან გამოვიყვანე და აღვადგინე სოფლის ერთ-ერთი უბნის მიერ მიტოვებული წყალი, რომელიც რამდენიმე თვეში წამართვეს იმ მიზეზით, რომ თითქოს მე ბევრს მოვიხმარდი და მათ ცოტას ვაძლევდი. სინამდვილეში არასოდეს მომცემს სინდისი იმის უფლებას, სხვაზე მეტი რაიმე წავიღო.

- სოფელმა არ გაამართლა თქვენი მოლოდინი?

- ჩემს შემთხვევაში სიტუაცია სოფლად იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. უწყლობით და უსახსრობით გაბოროტებულ გლეხკაცს სულ იმის ფიქრი ჰქონდა, რომ რადგან სათბურს ვამუშავებდი, მათ ვართმევდი რამეს და ლამის ტრადიციად აქციეს ჩემს ჭიშკართან მოსვლა და აყალმაყალი. წყლის გამო მეზობელი მეზობელს არ ელაპარაკება და ნათესავი ნათესავს, დახმარებაზე და გვერდში დგომაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. გლეხკაცის ასე წახდენამ სრული შოკი განმაცდევინა და იმის მოტივაცია, რომ რაიმე უკეთესობისკენ შევცვალო სოფლად, გამიასმაგა.

190147991-313701530336715-2575302870306125201-n-1622360433.jpg

ყველა ინსტანციაში ვრეკე და ვირბინე, თუნდაც გამრიცხველიანების ხარჯზე სოფლებისთვის გამოეყვანათ წყალი. დაპირება დაპირებად რჩებოდა და როცა მივხვდი, არავინ არაფერს გაგვიკეთებდა, მინივენი შევიძინე, ტონიანი ბაკი შევდგი შიგნით და ყოველდღე წყალს 5 კმ-ის დაშორებით, ქვედა სოფლიდან ვეზიდებოდი.ამ ყველაფერის შემდეგ, სამწუხაროდ, კვლავ ემიგრაციაში დაბრუნება მომიხდა. მაქვს მიწები, სადაც ვენახების გაშენება მინდა. რქაწითელი გვალვაგამძლე ჯიშია და ნაკლები წყალი დასჭირდება. ჰოლანდიური ჯიშის ძროხისა და თხის ფულს მოვაგროვებ, მათ სადგომს ავაშენებ და დავბრუნდები სამშობლოში.

განაგრძეთ კითხვა