"ქართველი შინდლერი" - ვინ იყო "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა | Allnews.Ge

"ქართველი შინდლერი" - ვინ იყო "გესტაპოს" თანამშრომელი, რომელმაც ათობით ებრაელი ნაცისტებისგან იხსნა

სტი­ვენ სპილ­ბერ­გის ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა დრა­მამ "შინდლე­რის სია", შვი­დი "ოს­კა­რი" და­იმ­სა­ხუ­რა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი რამ იცი­ან ამ ფილ­მის შე­სა­ხებ, ისიც იცი­ან, რომ კი­ნო­შე­დევ­რი ცნო­ბი­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მწერ­ლის, თო­მას კე­ნე­ლის არა­ნაკ­ლებ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი წიგ­ნის, "შინდლე­რის კი­დობ­ნის" ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა.

სი­უ­ჟე­ტი ერ­თდრო­უ­ლად მძი­მე­ცაა და გა­სა­ო­ცა­რიც - რო­გორ შეძ­ლო ერ­თმა გერ­მა­ნელ­მა მე­წარ­მემ და­ღუპ­ვის­გან ეხ­სნა 1200-მდე ებ­რა­ე­ლი ჰო­ლო­კოს­ტის დროს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წლებ­ში.

2520-1622193695.jpg

კადრი ფილმიდან "შინდლერის სია"

მაგ­რამ ბევ­რმა როდი იცის, რომ თურ­მე ქარ­თვე­ლებ­საც გვყო­ლია "ჩვე­ნი შინდლე­რი"...

ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რია სა­თა­ვეს ათას­წლე­ულ­თა სიღ­რმი­დან იღებს. მას­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია II მსოფ­ლიო ომის პე­რი­ოდს. როცა ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ხიზ­ნუ­ლი ქარ­თვე­ლო­ბა თა­ვა­დაც გან­საც­დელ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მის­მა არა­ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა თავ­და­დე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბით და­ღუპ­ვას გა­და­არ­ჩი­ნა არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი, არა­მედ ისი­ნიც, ვინც წარ­მო­შო­ბით სა­ქარ­თვე­ლო­დან არ ყო­ფი­ლან.

უდა­ვოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა იყო გერ­მა­ნი­ის ტყვე­თა ბა­ნა­კებ­ში თავ­მოყ­რილ ათე­უ­ლ­ა­თა­სო­ბით ქარ­თველ სამ­ხედ­რო ტყვე­თა ფი­ზი­კუ­რად გა­დარ­ჩე­ნა, რაც გერ­მა­ნი­ის სამ­სა­ხურ­ში მდგარ­მა ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მა ამ ქვეყ­ნის მეს­ვე­ურ­თა დახ­მა­რე­ბით მო­ა­ხერ­ხეს. ემიგ­რან­ტთა შო­რის იყ­ვნენ ისი­ნიც, ვინც გერ­მა­ნელ­თა ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ და პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნი­თა და მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ:

1. აღ­მო­სავ­ლე­თის (ანუ "ვან­ზე­ეს") სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი, დოქ­ტო­რი მი­ხე­ილ ახ­მე­ტე­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ვლა­დი­მერ ახ­მე­ტე­ლის ძმის­წუ­ლი. მე­გობ­რობ­და III რა­ი­ხის იდე­ო­ლოგ ალფ­რედ რო­ზენ­ბერგთან;

2. "ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტუ­რი კვლე­ვის ინ­სტი­ტუ­ტის" დი­რექ­ტო­რი, ფი­ზი­კო­სი და გე­ო­პო­ლი­ტი­კო­სი, დოქ­ტო­რი ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძე. მე­გობ­რობ­და რო­ზენ­ბერ­გსა და არნო ში­კე­დანცთან, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალ გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რად ამ­ზა­დებ­და;

3. მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ექი­მი გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი.

4. შალ­ვა მაღ­ლა­კე­ლი­ძე, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი. II მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე და­ი­ნიშ­ნა გერ­მა­ნი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის სამ­ხედ­რო მრჩევ­ლად, ხოლო 1944 წლის მა­ის­ში მი­ე­ნი­ჭა ვერ­მახ­ტის გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რის წო­დე­ბა. ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და "აბ­ვე­რის" ხელ­მძღვა­ნელ ად­მი­რალ ფრიდ­რიხ ვილ­ჰელმ კა­ნა­რის­თან.

გერ­მა­ნელ­თა ნდო­ბით ასე­ვე სარ­გებ­ლობ­და "აბ­ვე­რი­სა" და "გეს­ტა­პოს" თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ კე­დია. მა­მა­მი­სი მექი კე­დია, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­სა­კუთ­რე­ბულ რაზმს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ხე­ილ კე­დი­ას თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ "ქარ­თვე­ლი შინდლე­რი".

mixeilkedia-49923-1622193549.jpg

მი­ხე­ილ კე­დია (ცენ­ტრში) მე­უღ­ლეს­თან ვა­ლია ფა­ჩუ­ლი­ას­თან და მე­გო­ბარ­თან, კოტე კო­ბა­ხი­ძეს­თან ერ­თად

1940 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე, ოკუ­პი­რე­ბულ პა­რიზ­ში გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის სა­გან­გე­ბო წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ა­უქ­მა პა­რიზ­ში მოქ­მე­დი ქარ­თუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, ხოლო ოფი­სის მდი­ვა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი გახ­და სას­წრა­ფოდ გა­მო­ე­ნა­ხათ ისე­თი ვინ­მე, ვინც გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­შე შეძ­ლებ­და ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ინ­ტე­რეს­თა დაც­ვას.

ეს მი­სია ქარ­თულ­მა ემიგ­რა­ცი­ამ და­ა­კის­რა მი­ხე­ილ კე­დი­ას. იგი დიდ­ხანს ცხოვ­რობ­და გერ­მა­ნი­ა­ში. მის უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ­თა შო­რის იყ­ვნენ: გერ­მა­ნი­ის ყო­ფი­ლი ელჩი საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, გრა­ფი ფრიდ­რიხ ვერ­ნერ ფონ დერ შუ­ლენ­ბურ­გი.

რო­ზენ­ბერ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მოქ­მე­დი აღ­მო­სავ­ლე­თის სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი გერ­ჰარდ ფონ მენ­დე; SS-ის (SchutzStaffel - "დამ­ცა­ვი რაზ­მი", გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში) კავ­კა­სი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ერიხ ენ­გელ­ჰა­უპ­ტი. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ სა­მი­ვე მათ­გა­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო 1944 წელს ჰიტ­ლე­რის წი­ნა­აღ­მდეგ მო­წყო­ბილ შეთ­ქმუ­ლე­ბას­თან.

საფ­რან­გე­თის ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, ნა­ცის­ტებ­მა ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ შო­რის იყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი. ის იყო ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ქარ­თუ­ლი ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ევა­კუ­ა­ცი­ი­სა საფ­რან­გეთ­ში. მისი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, 1922 წელს სა­ქარ­თვე­ლოს დევ­ნილ­მა მთავ­რო­ბამ ხელ­საყ­რელ ფას­ში შე­ი­ძი­ნა პა­რიზ­თან ახ­ლოს, ლე­ვილ­ში მდე­ბა­რე მა­მუ­ლი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი.

1940 წელს, რო­დე­საც საფ­რან­გეთ­ში შეჭ­რილ გერ­მა­ნელ ოკუ­პან­ტთა ში­შით, პა­რი­ზელ­თა ნა­წი­ლი ტო­ვებ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქს, იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­ი­ღო, რათა ეშო­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ნოე ჟორ­და­ნი­ას გა­და­სარ­ჩე­ნად. ქარ­თველ ემიგ­რან­ტთა ჩა­რე­ვი­თა და მი­ხე­ილ კე­დი­ას მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით, გერ­მა­ნე­ლებ­მა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ, იო­სე­ბი მი­ხე­ილ­თან ერ­თად იბ­რძო­და ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა გა­მო­სახ­სნე­ლად.

unnamed-1622193864.jpg

სამ­ხედ­რო კო­მენ­დანტ დოქ­ტორ შტენ­გერს გა­ეგ­ზავ­ნა საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა მე­მო­რან­დუ­მი. მას­ში გა­ტა­რე­ბუ­ლია ამ­გვა­რი აზრი: ...ქარ­თვე­ლებ­სა და ებ­რა­ე­ლებს სა­ერ­თო აქვთ ენა, ცხოვ­რე­ბის წესი, ეროვ­ნუ­ლი წეს-ჩვე­უ­ლე­ბა­ნი, რის გა­მოც ისი­ნი არი­ან ქარ­თვე­ლი პატ­რი­ო­ტე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბი და ვე­რაფ­რით ვერ გა­ი­ზი­ა­რე­ბენ ვერც კო­მუ­ნის­ტთა ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­სა და ვერც სი­ო­ნის­ტურ მის­წრა­ფე­ბებს.

ხსე­ნე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი ელი­გუ­ლაშ­ვილ­მა მეც­ნი­ე­რუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი­თაც შე­ა­მაგ­რა და აღ­ნიშ­ნა: 1. ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი (გრძელ­თა­ვი­ა­ნე­ბი), ებ­რა­ე­ლე­ბი - ბრა­ქი­კე­ფა­ლე­ბი (მოკ­ლე­თა­ვი­ა­ნე­ბი). ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბიც დო­ლი­ქო­კე­ფა­ლე­ბი არი­ან, ისი­ნი ეთ­ნი­კუ­რად არი­ან ქარ­თვე­ლე­ბი და არა სე­მი­ტი ებ­რა­ე­ლე­ბი; 2. ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბი წარ­მო­იშ­ვნენ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბულ ქალ­დე­ველ­თა იუ­და­ი­ზა­ცი­ის შე­დე­გად; 3. თა­ვის ქა­ლის ფორ­მის გარ­და, ქარ­თველ ებ­რა­ე­ლებს ქარ­თვე­ლებ­თან აკავ­ში­რებთ: ცხვი­რის ინ­დექ­სი, ნი­კა­პის პრო­პორ­ცი­ე­ბი, სა­ერ­თო ფი­ზი­კუ­რი კონ­სტი­ტუ­ცია.

ეს არ­გუ­მენ­ტა­ცია და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად მი­იჩ­ნი­ეს ნა­ცის­ტმა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა, რომ­ლებ­საც ამა­ში და­ბე­ჯი­თე­ბით არ­წმუ­ნებ­დნენ ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბიც (ძი­რი­თა­დად მი­ხე­ილ კე­დია, გი­ორ­გი მა­ღა­ლაშ­ვი­ლი და გივი გაბ­ლი­ა­ნი) და ნა­ცის­ტებ­მა გა­ა­უქ­მეს ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა დე­პორ­ტა­ცი­ის გან­კარ­გუ­ლე­ბა. ამის წყა­ლო­ბით, 70-მდე ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი სიკ­ვდილს გა­მოჰ­გლი­ჯეს ხე­ლი­დან.

მი­ხე­ილ კე­დი­ას მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნეს არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ებ­რა­ე­ლე­ბიც.

იო­სებ ელი­გუ­ლაშ­ვი­ლის ღვაწლს ასე აფა­სებ­და ფი­ნანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კი: "ებ­რა­ე­ლო­ბა იო­სე­ბის­გან მო­ე­ლო­და შვე­ლას: მან მო­ა­ხერ­ხა ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ერ­თსუ­ლოვ­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბა ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნით და მათი სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას და­უ­კავ­ში­რა.

იო­სე­ბის ამ ბრწყინ­ვა­ლე საქ­მეს ვერ და­ი­ვი­წყებს ვერც ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლო­ბა და ვერც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია, რად­გან ამ საქ­მით აღ­დგა უცხო­ე­ლე­ბის თვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ცია - ყვე­ლა ერი­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და დაც­ვის. თვი­თონ ასე აფა­სებ­და ამას და ამ­ბობ­და ხოლ­მე: "ბევ­რი, ბევ­რი ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა ჩვენ ამ საქ­მე­ში, ამას ვერ და­ვი­ვი­წყებთ; მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინც ის ქარ­თვე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია ეწო­დე­ბაო!.."

განაგრძეთ კითხვა

myquiz