საიდუმლო ბაზა , სადაც მავთულხლართების გადაკვეთისას ყველას გაფრთხილების გარეშე ესვრიან - ზონა 51-ის საიდუმლო | Allnews.Ge

საიდუმლო ბაზა , სადაც მავთულხლართების გადაკვეთისას ყველას გაფრთხილების გარეშე ესვრიან - ზონა 51-ის საიდუმლო

ზონა 51 საიდუმლო ბაზაა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუკაზეც არ იყო აღნიშნული, არ მოიხსენიებოდა ცნობარში, მის თავზე კი, არასდროს დაფრინავდნენ სამოქალაქო თვითმფრინავები. აშშ-ს მთავრობა კატეგორიულად უარყოფდა ზონის არსებობის ფაქტს, კითხვაზე კი, რატომ იყო ნევადას უდაბნოში, ლას-ვეგასიდან 150 კილომეტრში უზარმაზარი ტერიტორია ეკლიანი მავთულით შემოსაზღვრული და მკაცრად დაცული, პასუხობდა, თითქოს იქ რადიაქტიური ნარჩენები იყო დამარხული.

აბსოლუტურად კანონზომიერია, რომ ზონა 51 დიდი ხნით იქცა კონსპიროლოგების საყვარელ თემად.

area51-1-1622106312.jpg

საიდუმლო ობიექტი ზონა 51 ნევადას შტატის უდაბნოში მდებარეობს. მისკენ მიმავალ უკაცრიელ გზაზე თითქმის 100 კილომეტრის გაყოლებაზე არც დასახლებული პუნქტია, არც საგზაო მაჩვენებლები.

ღამით რაიონი მომავლის ქალაქს ემსგავსება და გავრცელებული ხმების მიხედვით მის ტერიტორიაზე დღესაც შეიძლება სხვადასხვა ტიპის მანათობელი ობიექტების დანახვა.

area51-2-1622106358.jpg

ზონაში რამდენიმე ანგარია მოთავსებული, რომელთაგან ყველაზე დიდი ბოინგ-747-ს იტევს თავისი რაკეტმზიდით, დანარჩენების დანიშნულება კი უცნობია.

არსებობს ლეგენდა, თითქოს ზონა 51 ამერიკის სხვა საიდუმლო ობიექტებს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდება, მოსამსახურე პერსონალი კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მატარებლებით გადაადგილდება. სპეციალური კვლევა ჩაატარეს სოციოლოგებმაც, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ამერიკელების 70%-ზე მეტს არ სჯერა ასტრონავტების მთვარეზე მოგზაურობის და დარწმუნებულია, რომ ცნობილი ფოტოები სწორედ ზონა 51-ის უზარმაზარ ანგარშია გადაღებული.

area51-3-1622106377.jpg

მითები ვერ გააქარწყლა ვერც ამერიკის ხელისუფლებამ, რომელმაც 2003 წელს საიდუმლოს ვადის გასვლისა და პრესის მიერ თანამგზავრული ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ აღიარა, რომ ნევადაში მართლად არის რაღაც, მაგრამ კონკრეტულ რა თქმა არ შეიძლება.

area51-5-1622106415.jpg

დღესაც კი, ნებისმიერს, ვინც ტერიტორიაზე ცდილობს შეღწევას შეიარაღებული პატრული ობიექტთან მისასვლელ გზაზე აკავებს. მათ კი ვინც მაინც ახერხებს მავთულხლართებში გაძრომას გაფრთხილების გარეშე ესვრიან.

იხილეთ ვიდეო ზონა 51-ის შესახებ