"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს | Allnews.Ge

"რამზანის სასულთნო" - რას წერს რუსული გამოცემა ჩეჩნეთის ლიდერის არაოფიციალურ ცოლებზე, რომლებსაც კადიროვი ფუფუნებაში აცხოვრებს

რუ­სულ­მა გა­მო­ცე­მა maski-proekt.media-მ მო­ამ­ზა­და სტა­ტია იმა­ზე, თუ რო­გორ შექ­მნა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რუ­სე­თის წი­აღ­ში სა­კუ­თა­რი სა­სულ­თნო.

"ჩეჩ­ნე­თი მოს­კო­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ერ­თგუ­ლე­ბას ეფი­ცე­ბა, მაგ­რამ მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლია მმარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც ევ­რო­პუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნე­ბი სა­ბა­ზი­სოს დო­ნე­ზეც კი არ მოქ­მე­დებს. რე­გი­ო­ნის ლი­დე­რია რამ­ზან კა­დი­რო­ვი, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბით და თა­ვი­სი დიდი ოჯა­ხის­თვის მისი შე­მო­სავ­ლე­ბი­დან უამ­რავ ფულს ხარ­ჯავს.

2015 წლის მა­ის­ში ჩეჩ­ნეთ­ში 47 წლის, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვა­სა და 17 წლის ლუ­ი­ზა გო­ი­ლა­ბი­ე­ვის ქორ­წი­ნე­ბის ფო­ტო­ებს, სა­დაც პა­ტარ­ძა­ლი არ მა­ლავ­და, რომ უბე­დუ­რი იყო, რუ­სულ მე­დი­ა­ში დიდი შფო­თი მოყ­ვა.

old-wife-61780-1622101919.jpeg

ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვა და ლუ­ი­ზა გო­ი­ლა­ბი­ე­ვი

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, სკო­ლის მოს­წავ­ლე გო­გო­ნას ძა­ლო­ვა­ნის უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე გა­თხო­ვე­ბა არ სურ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ გო­გო­ნას მშობ­ლე­ბი, იმის­თვის, რომ ოჯა­ხი ჩეჩ­ნე­თი­დან არ გა­პა­რუ­ლი­ყო, გუ­ჩი­გო­ვამ მის სო­ფელ­თან პო­ლი­ცი­ის ბლოკპოს­ტი და­ა­ყე­ნა. გო­გო­ნას უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი მი­ხე­ილ ფე­დო­ტო­ვი და ელა პამ­ფი­ლო­ვაც შე­ე­ცად­ნენ, მაგ­რამ საქმროს რამ­ზან კა­დი­რო­ვი გა­მო­ე­სარ­ჩლა და ვე­რა­ფერს გახ­დნენ. ქორ­წი­ნე­ბას ნა­ჟუ­და გუ­ჩი­გო­ვას პირ­ვე­ლი ცო­ლიც ეს­წრე­ბო­და, იმის დას­ტუ­რად, რომ ჩეჩ­ნეთ­ში მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა ტრა­გე­დია არ არის.

"შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბის თა­ნახ­მად, მა­მა­კაცს ოთხი ცო­ლის ყოლა შე­უძ­ლია, თუ მათი რჩე­ნა და მათ­თვის თა­ნა­ბა­რი ყუ­რა­დღე­ბის დათ­მო­ბა შე­უძ­ლია. წე­სის თა­ნახ­მად ისი­ნი ერ­თად არ ცხოვ­რო­ბენ, ყვე­ლას ცალ­კე სახ­ლი უნდა ჰქონ­დეს და სახ­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან არ უნდა გან­სხვავ­დე­ბო­დეს. ქალი, თუ მას ქმა­რი არ ჰყავს, არასლრულ­ფა­სო­ვან არ­სე­ბად ით­ვლე­ბა, ამი­ტო­მაც ისი­ნი მზად არი­ან მე­ო­რე და მე­სა­მე ცო­ლე­ბი გახ­დნენ" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი და სვეტ­ლა­ნა ანო­ხი­ნა თა­ვის პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში.

გო­გო­ნას უარი თქმა შე­უძ­ლია, მაგ­რამ მშობ­ლე­ბი მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, შვი­ლე­ბი თუნ­დაც და­ძა­ლე­ბით გა­ა­თხო­ვონ, რათა "მათ ცხოვ­რე­ბა და­უ­ლა­გონ".

ჩენ­ჩე­თის ლი­დერ­მა მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბა არა­ერ­თხელ წა­ა­ხა­ლი­სა.

"ქალს პატ­რო­ნი სჭირ­დე­ბა. თუ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლია და ერ­თო­ბა, მისი ძნა კლავს მას და მის მე­გო­ბარ მა­მა­კაც­საც. ამი­ტომ, ჯო­ბია, ქა­ლე­ბი ვინ­მეს მე­ო­რე ან მე­სა­მე ცო­ლე­ბი გახ­დნენ, ვიდ­რე მოკ­ლან..." - აცხა­დებს კა­დი­რო­ვი.

მის სი­ტყვებ ეთან­ხმე­ბა მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი მე­დი­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, "თუ მის ქმარს კი­დევ მი­უნ­დე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბა, ის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იქ­ნე­ბა, რად­გან ასე­თია მუს­ლი­მუ­რი წე­სე­ბი..."

96530802-289612545379717-2664151566415560704-n-82916-1622102028.jpg

კა­დი­როვს საქ­ვეყ­ნოდ არას­დროს უსა­უბ­რია, ჰყავს თუ არა მას სხვა ცო­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მე­დი­ნას გარ­და, რომ­ლის­გა­ნაც მას 14 შვი­ლი ჰყავს, თუმ­ცა მის სხვა ცო­ლებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი პე­რი­ო­უ­ლად მა­ინც ვრელ­დე­ბა.

მა­გა­ლი­თად, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ კა­დი­რო­ვის მე­სა­მე ცოლი ად­გი­ლობ­რი­ვი მომ­ღე­რა­ლი და მო­ცეკ­ვა­ვე, ანი­მატ ახ­მა­დო­ვა. მას­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის გამო, ან­სამ­ბლმა "და­ი­მო­ხკიმ", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ანი­მა­ტის მა­მაა, ევ­რო­პა­ში გას­ტროლ შე­წყვი­ტა.

amina-ahmadova-61972-1622102062.jpg

ანი­მატ ახ­მა­დო­ვა

გა­მო­ცე­მა maski-proekt.media-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­დი­რო­ვის მე­ო­რე ცოლი ქო­ნებ­რი­ვად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, მას ძა­ლი­ან დიდი ბიზ­ნე­სი აქვს. კა­დი­როვ­მა ის, ჩეჩ­ნეთ­ში 2006 წელს ჩა­ტა­რე­ბულ სი­ლა­მა­ზის კონ­სკურ­სზე იპო­ვა.

მა­შინ გო­გო­ნას მო­გე­ბულ "ტო­ი­ო­ტას" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა­სა და ევ­რო­პა­ში ორ­კა­ცი­ან საგ­ზურსს დაჰ­პირ­დნენ. 250 გო­გო­ნას შო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 15 წლის ზა­მი­რა ჯაბ­რი­ლო­ვა გახ­და, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზე ფა­ტი­მა და ჯა­ნო­რა ხა­ზუ­ე­ვე­ბი გა­ვიდ­ნენ. კონ­კურ­სის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი რეს­პუბ­ლი­კის ლი­დე­რის დაც­ვის თან­ხლე­ბით, ბან­კეტ­ზე მი­იწ­ვი­ეს.

ერთ-ერ­თმა გო­გო­ნამ, რო­მე­ლი ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­გა, ტი­რი­ლი და­ი­წყო, კა­დი­როვ­მა ის და­ამ­შვი­და და Chopard-ის ფირ­მის, ოქ­როს სა­ა­თი აჩუ­ქა.

დო­ლა­რე­ბის ფრი­ა­ლით, კა­დი­რო­ვის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ლეზ­გინ­კა, დიდ­ხანს იყო გან­სჯის თემა. სწო­რედ იქ იპო­ვა ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა მე­ო­რე ცოლი ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვა.

განაგრძეთ კითხვა