ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის სიყვარულის საოცარი ისტორია | Allnews.Ge

ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის სიყვარულის საოცარი ისტორია

ძალიან პატარები იყვნენ, როცა ერთმანეთს შეხვდნენ... 1998 წელს 70-იანების შოუს გადაღებისას მოხდა, ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ შოუ რეალურ ცხოვრებად გადაიქცეოდა.

ეშტონი 18, მილა კი 14 წლის იყო. უმცროსი დასავით ჰყავდა და ქიმიის დავალებების შესრულებაში ეხმარებოდა. მათ პირველ კოცნას მთელმა მსოფლიომ უყურა, ეშტონმა მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ მილასთვის მართლაც პირველი იყო... ეს 70-იანების გადაღებისას მოხდა, მეთვრამეტე ეპიზოდში, რომელიც ეკრანებზე 21 წლის წინ გამოჩნდა.

mila-kunis-ashton-kutcher-today-180723-tease2-1355144-1621848158.jpg

მათი ნაცნობობა ამ შოუმდე ორი წლით ადრე სიტკომის პირველი სერიის გადაღებისას მოხდა, ჯეკი ბექჰართის როლს მილა კუნისი თამაშობდა, მაიკლ კელსოს კი ეშტონ კაჩერი განასახიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე მსახიობებს სერიალში არ ათამაშებდნენ 14 წლის უკრაინელმა ჟიურის წევრებს ასაკი დაუმალა და თავი ისე მოაწონა, რომ მოგვიანებით გამჟღავნებულმა სიმართლემ ვეღარაფერი შეცვალა. ეს როლი მილა კუნისს უნდა შეესრულებინა, მას ეშტონის პერსონაჟი უნდა შეყვარებოდა.

მილას ეშტონი დანახვისთანავე მოეწონა, როდესაც უთხრეს რომ გადაღებისას მისთვის უნდა ეკოცნა ძალიან ანერვიულდა. ვერავის უმხელდა, რომ ეს მისთვის პირველი კოცნა უნდა ყოფილიყო...

ეშტონმა კი ისიც არ იცოდა ჰქონდა თუ არა მისი კოცნის უფლება, ფიქრობდა რომ მილას გარეგნულად მოსწონდა, ის კი როგორც პატარა დას ისე უყურებდა... სურდა მასზე ეზრუნა და თავი კომფორტულად ეგრძნო. კოცნის დროს ეშტონმაც ძალიან ინერვიულა, მილაზე კი ფიქრობდა, რომ ეს მომენტი ძალიან კარგად ითამაშა.

maxresdefault-1621848222.jpg

8 წლის განმავლობაში მათი სატელევიზიო წყვილი მილიონობით ადამიანმა შეიყვარა, ყველას ჰქონდა იმედი, რომ მათ შორის არსებული ქიმია ილუზიად არ დარჩებოდა და მათი პერსონაჟების მსგავსი სიყვარული ეკრანს მიღმაც გაგრძელდებოდა, თუმცა 2006 წელს გადაღების დასრულებისთანავე მათი გზები გაიყო.

ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ, ისიც შემთხვევით... სოციალურ ქსელში ჰქონდათ ხშირი მიმოწერა, მაგრამ მიმოწერა იყო ზედაპირული და მეგობრული.

ცხოვრების განსხვავავებულ სტილს მათი განსხვავებული წარსულიც განსაზღვრავდა.

მილა იგივე მილენა მარკოვნა კუნისი უკრაინაში დაიბადა და მოსიყვარულე ოჯახში გაიზარდა. დედა ფიზიკის მასწავლებელი იყო, მამა კი მექანიკოსი. 1991 წელს, როცა მიხვდნენ რომ საბჭოთა უკრაინაში პერსპექტივა არ არსებობდა, ამერიკაში წასვლა გადაწყვიტეს. კალიფორნიაში ჩასულებს მხოლოდ 250 დოლარი ჰქონდათ. მილა სკოლაში წასვლამდე ყოველ დღე ტიროდა, შინ დაბრუნებული ტელევიზორს უყურებდა და ცდილობდა ინგლისური ასე მაინც ესწავლა.

mila-kunis-childhood-photo-1621848295.jpg

ერთი წლის შემდეგ მიზანს მიაღწია ინგლისურად ალაპარაკდა და სკოლის სამსახიობო წრეში თავის ადგილი დაიკავა. მას ამერიკული ცხოვრება, ენა და კულტურა არ მოსწონდა და როგორც ოჯახის წევრები ეუბნებიან ყოველ დღე ტიროდა... მილა მალევე შენიშნა სამსახიობო აგენტმა და მიიწვია ბარბების რეკლამაში, შემდეგ კი 70 - იანების შესარჩევ კონკურსზე გაგზავნა, ამას მოჰყვა მეგის პერსონაჟი გრიფინებში, და ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში "სარა მარშალის დავიწყება ". ოსკარზე წარდგენილი " შავი გედი " და საკულტო რომანტიკული კომედია " სექსი მეგობართან", სადაც ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ითამაშა.

5b634d33bda1c727008b4588-1621848364.jpg

ზუსტად იმავე წელს და ზუსტად ანალოგიური შინაარსის ფილმში გამოჩნდა ეშტონ კაჩერიც. პოპულარობამდე მარტივი ცხოვრება არც მას ჰქონია... მშობლები მდიდრები არასოდეს ყოფილან და ამას ემატებოდა ეშტონის ტყუპისცალი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა. პატარა მაიკლს ადრეულ ასაკში გულის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა და კარდიომიოთოპია განუვითარდა. ამის გამო ოჯახში სულ დაძაბულობა იყო, ეშტონს სულ ეშინოდა, რომ შინ დაბრუნებულს ცუდ ამბავს დაახვედრებდნენ, ამიტომ ხშირად გარეთ იყო.

ამ ფაქტის გამო ხშირი პრობლემები ჰქონდა ხან პოლიცისთან ხან სკოლასთან. ეშტონს სურდა ძმას გამოჯანმრთელებაში დახმარებოდა, ამიტომ ბიოქიმიური ინჟინერიის შესწავლა დაიწყო. ხშირად სვამდა და დილით გასული წვეულებიდან არაფერი ახსოვდა.

f53687ccc95a19fa96e5eab729657b6a-1621848477.jpg

ეშტონის ცხოვრება შემთხვევით დაწყებულმა სამოდელო საქმიანობამ შეცვალა, სწორედ ერთ-ერთ კონკურსში გამარჯვებამ უბიძგა ლოს-ანჯელესში გადასულიყო და მსახიობობა ეცადა. 70-იანების შოუში პირველივე კასტინგით მიიღეს, ამას მალევე მოჰყვა გახმაურებული კომედია " მეგობარო, სად არის ჩემი მანქანა...", შემდეგ კი ცნობილი როლები ფილმებში "ახალდაქორწინებულები", "ჩემი ბოსის ქალიშვილი", "ჯობსი" და სატელევიზიო შოუ...

ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობდა ეშტონისა და მილას გახმაურებული რომანები. მილა 9 წლის განმავლობაში ხვდებოდა მაკოლეი კალკინს, 2011 წელს კი მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს. იმავე წელს დაშორდნენ ეშტონიცა და მასზე 15 წლით უფროსი დემი მური, რომელთაც ერთმანეთთან 6 წლიანი ქორწინება აკავშირებდათ.

მილა ფიქრობდა რომ იყო თავისუფალი, დამოუკიდებელი და დაოჯახება სულაც არ სურდა... ერთ დღეს, როდესაც ოქროს გლობუსზე კულისებში იყო, ზურგით მდგარი მიმზიდველი მამაკაცი შენიშნა, დანახვისთანავე მოინუსხა და ჩუმად აკვირდებოდა, როდესაც შემოტრიალდა მის წინ მდგარი მამაკაცი, დიდი ხნის ნაცნობი ეშტონი აღმოჩნდა... ბიჭი, რომელსაც მთელი ცხოვრება იცნობდა.

mila-kunis-ashton-kutcher-fig2ee7dc-1621848610.jpg

შეხვედრა ემოციური აღმოჩნდა... ეშტონმა მილას კალკინთან დაშორების ამბავი, რომ გაიგო, გაიფიქრა რომ მის საუკეთესო მეგობარს გაურიგებდა და სწორედ ამ მიზნით სახლში მოწყობილ წვეულებაზე დაპატიჟა, სადაც პირველად იგრძნო, რომ ძველ მეგობარრს მეგობრულად აღარ უყურებდა. მილა აღარავისთვის გაურიგებია, უფრო მეტიც სთხოვა იმ ღამეს მასთან დარჩენილიყო... საბოლოოდ ისე მოხდა, რომ 2011 წლის ორივე ფილმი "სექსი მეგობართან " და " მეტი ვიდრე სექსი" ორივე მსახიობის რეალობად გადაიქცა და 10 წლის წინანდელი პირველი კოცნა კამერებისა და ბავშვებისგან ძალიან შორს, აპლოდისმენტების გარეზე განმეორდა...

ashton-kutcher-mila-kunis-3-2000-1621848721.jpg

ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, არაფერი ძაბავდათ აბრკოლებდათ ამიტომ მარტივ, პასუხისმგებლობისგან თავისუფალ ურთიერთობაზე შეთანხმდნენ და სამი თვის განმავლობაში მათივე ფილმებში იცხოვრეს. როგორც ფილმებში ხდება ხოლმე გართობა ნამდვილ გრძნობაში გადაიზარდა...თუმცა ამას არც ერთი აღიარებდა. სამი თვის შემდეგ ეშტონმა სთხოვა, რომ საცხოვრებლად მასთან გადასულიყო და მილაც მაშინვე დათანხმდა.

მილა, რომელიც სერიოზულ ურთიერთობას არ გეგმავდა ერთ წელში ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა, მალევე დადასტურდა მისი ორსულობაც, 2014 წლის 1 ოქტომბერს ვაიათ იზაბელ კუჩერი დაიბადა, მათ სხვა ვარსკვლავური წყვილების მსგავსად შვილის პირველი ფოტო არავისთვის მიუყიდიათ...

მომდევნო წლის 4 ივლისს, კალიფორნიული მზის ჩასვლისას, საიდუმლო ბაღში, საიდუმლო ქორწილი გაიმართა, ორქიდეებით გაფორმებულ ბაღს მხოლოდ ოჯახის წევრები და ძალიან ახლო მეგობრები ესწრებოდნენ, ბეჭდებიც ძალიან უბრალო და ლამაზი იყო. მათ 9 თვის გოგონას დედის მსგავსად თეთრი კაბა ეცვა, პაპარაცებს ესეც გამოეპარათ.

1d0995ddb95da84bb1e0f736d66d4206-1621848901.jpg

პაპარცების დაბნევა სურდათ და ეს ნამდვილად გამოუვიდათ, ფიცის დადების დღემდე რამდენიმე ხნით ადრე ეშტონი ფოტოებს სოცილაურ ქსელში სხვადასხვა ადგილიდან დებდა... მათ კარგად ესმით პირადი სივრცის მნიშვნელობა და სურთ სიმშვიდე შეინარჩუნონ. ერთ წელიწადში მეორე პატარა შეეძინათ, ახალშობილ ბიჭს დიმიტრი პორტვუდი დაარქვეს და სიფრთხილის ზომები პაპარაცებთან დაკავშირებით კიდევ უფრო გაამკაცრეს, სოციალური ქსელებიდან მილა სრულიად გაქრა.

პაპარაცები ვერც კი ახერხებენ ბავშვების ფოტოების მოპოვებას... წყვილს ძიძა არ ჰყავთ და სამუშაო გრაფიკს ისე ათავსებენ, რომ პატარებთან ერთი მშობელი მაინც იყოს. ცდილობენ პატარებს გენდერული სტერეოტიპები არ ჩაუნერგონ, უარს ეუბნებიან შაქრის შემცველ პროდუქტებზე და კომპიუტერის მოხმარებაზე, რასაც მათთან ერთად პარკში სეირნობით ანაცვლებენ.

ashton-2-1621849049.jpg

მილა და ეშტონი პატარებს ჰოლივუდის ტოქსიკური გარემოსგან მაქსიმალურად იცავენ და მათთან ყოფნის სანაცვლოდ ხშირად მნიშვნელოვან როლებზეც კი უარს ამბობენ, რადგან სურთ შვილებს კარგად იცნობდნენ, იცოდნენ რა სწყინთ ან უხარიათ, რაზე ტირიან... ამას კი მხოლოდ მათთან დიდი დროის გატარებით ისწავლიან. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვებისთვის უკეთესი მომავალი უნდა შექმნან, სინამდვილეში უკეთესს მომავალს ბავშვები შექმნიან... ისინი პატარებს ფულის ფასსაც ასწავლიან, რადგან ორივეს კარგად ახსოვს რას ნიშნავს სიღარიბე და ცდილობენ ვაითი და დიმიტრი არ გაანებივრონ და პატარაობიდან ასწავლონ, რომ ფული მხოლოდ დიდი შრომის შედაგად მოდის.

ეშტონი და მილა ფიქრობენ რომ ერთმანეთის პოვნით ძალიან გაუმართლათ...70 - იანი წლების შოუ ნელ-ნელა გადაიქცა ორი ათასიანების რეალობად, კეთილი ზღაპარი ნამდვილ ამბად, ჰოლივუდური ფილმი კი ბედნიერ ცხოვრებად, რომელსაც ორის მაგივრად უკვე ოთხი მთავარი გმირი ჰყავს. ისინი ერთად ანგრევენ მითს, რომ ვარსკვლავური წყვილებისთვის ბედნიერ დასასრული არ არსებობს...