როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება | Allnews.Ge

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით, "სი­ნო­ვა­კით“ აცრა დღე­ი­დან იწყე­ბა.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნუ­რი წარ­მო­ე­ბის "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა "სი­ნო­ფარ­მის“ მსგავ­სად, ტრა­დი­ცი­ულ მე­თოდ­ზე, ანუ ინაქ­ტივ­რე­ბუ­ლი ვირუ­სის მე­თო­დო­ლო­გი­ა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნაა, რო­მე­ლიც 18 წლის ზე­მოთ ასა­კის პი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო 2 დოზა, 21 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლია 260 მლნ დოზა "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა. "სი­ნო­ვა­კის“ ვაქ­ცი­ნა და­დე­ბი­თად შე­ფას­და იმუ­ნი­ზა­ცი­ის ექ­სპერტთა სტრა­ტე­გი­ულ მრჩე­ველ­თა ჯგუ­ფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან თავ­დაც­ვის ეფექ­ტუ­რი და უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის უწყე­ბე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბი რე­კო­მენ­და­ცი­ას უწე­ვენ COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას“, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რა ვი­ცით ამ ეტაპ­ზე ვაქ­ცი­ნა­ზე, რომ­ლი­თაც 25-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში იც­რე­ბი­ან?

“სი­ნო­ვა­კის” 100 000 დოზა, რო­მე­ლიც ჩი­ნეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს აჩუ­ქა, თბი­ლის­ში 29 აპ­რილს ჩა­მო­ვი­და.

ვაქ­ცი­ნის წარ­მო­ე­ბა

Sinovac-ი კერ­ძო ჩი­ნუ­რი კომ­პა­ნი­აა, ვაქ­ცი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა კი СoronaVac-ია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში "სი­ნო­ვა­კის“ სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. მას­ზე მუ­შა­ო­ბა კომ­პა­ნი­ამ 2020 წლის იან­ვრი­დან და­ი­წყო, ივ­ლის­ში კი ვაქ­ცი­ნამ გა­მოც­დის მე­სა­მე ფაზა გა­ი­ა­რა - თურ­ქეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა და ინ­დო­ნე­ზი­ა­ში. ამის შემ­დეგ, ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაქ­ცი­ნას სა­გან­გე­ბო გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭა. Sinovac-ს გეგ­მა­ში აქვს, წე­ლი­წად­ში 300 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა აწარ­მო­ოს.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სი­ნო­ვა­კის” შე­სა­ხებ სა­ბო­ლოო დას­კვნას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გა­ა­სა­ჯა­რო­ებს.

რო­გორ მუ­შა­ობს ვაქ­ცი­ნა"სი­ნო­ვა­კი“

, ისე­ვე, რო­გორც "სი­ნო­ფარ­მი“, ტრა­დი­ცი­უ­ლი ხერ­ხი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი, ანუ სხე­ულ­ში შეყ­ვა­ნი­ლი ვირუ­სის მკვდა­რი ნა­წი­ლა­კე­ბი და­ა­ვა­დე­ბას არ იწ­ვევს, თუმ­ცა ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას Сovid-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას ას­წავ­ლის. რამ­დე­ნი თვის გან­მავ­ლო­ბა­შია ეფექ­ტუ­რი "სი­ნო­ვა­კით“ გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი, ჯერ უც­ნო­ბია, თუმ­ცა ამ­გვა­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და­ზუს­ტე­ბუ­ლი ჯერ არც სხვა ვაქ­ცი­ნებ­ზეა.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ჭი­როა 2 დოზა და ის 21 დღის ინ­ტერ­ვა­ლით კეთ­დე­ბა. მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი 2-დან 8 გრა­დუ­სამ­დეა.

სი­ნო­ვა­კის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა

პირ­ვე­ლი მას­შტა­ბუ­რი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვით, რო­მე­ლიც ბრა­ზი­ლი­ა­ში ჩა­ტარ­და, ვაქ­ცი­ნამ 50.65% ეფექ­ტი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა. ჩი­ლეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით კი, ამ ვაქ­ცი­ნის ორი დო­ზის გა­კე­თე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ, ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 54%-ია. თურ­ქე­თის კლი­ნი­კურ ტეს­ტებ­ში ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბა 91.25% იყო. მო­ნა­ცე­მებ­ში ამ­ხე­ლა გან­სხვა­ვე­ბა იმით ახ­სნეს, რომ ბრა­ზი­ლი­ა­ში ეფექ­ტი­ა­ნო­ბა ვირუ­სის სიმპტო­მა­ტურ და უსიმპტო­მო ვერ­სი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ზო­მა, თურ­ქეთ­ში კი - მხო­ლოდ სიმპტო­მა­ტუ­რის.

რა გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს ვაქ­ცი­ნას?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სი­ნო­ვა­კის ხუთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი არის: მო­მა­ტე­ბუ­ლი წნე­ვა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, თავ­ბრუს­ხვე­ვა, ნა­ჩხვლე­ტის ად­გილ­ზე ტკი­ვი­ლი და შე­წით­ლე­ბა. სი­ცხე, რო­გორც გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა, "სი­ნო­ვა­კის“ შემ­თხვე­ვა­ში უფრო იშ­ვი­ა­თად გა­მოვ­ლინ­და, ვიდ­რე "ფა­ი­ზე­რი­სა" და "ას­ტრა­ზე­ნა­კას" შემ­თხვე­ვა­ში.

სად იყე­ნე­ბენ სი­ნო­ვაკს?

ამ­ჟა­მად "სი­ნო­ვა­კი“ 25-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­დაც "სი­ნო­ვა­კით“ ვაქ­ცი­ნა­ცია 2021 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ი­წყო, მას შემ­დეგ რაც ქვე­ყა­ნამ 4 მი­ლი­ო­ნი დოზა ვაქ­ცი­ნა მი­ი­ღო. ამ დრომ­დე აზერ­ბა­ი­ჯან­მა "სი­ნო­ვა­კით" მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი აცრა.

იყო ლა­პა­რა­კი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად "სი­ნო­ფარ­მის“ და "სი­ნო­ვა­კის“ კომ­ბი­ნი­რე­ბა მოხ­დეს. ამის თა­ო­ბა­ზე ჩი­ნე­თის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და.

myquiz