ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა... - სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში | Allnews.Ge

ეს სახლი რომ იყიდა, ხავსით იყო დაფარული, ახლა კი ნამდვილი სასახლეა... - სტუმრად დონატელა ვერსაჩეს მდიდრულ აპარტამენტებში

გამოთქმა, რაც ბრწყინავს ყველაფერი ოქრო არ არისო, ცნობილ დიზაინერ დონატელა ვერსაჩეს ნამდვილად არ ეხება. ის ხავერდსა და აბრეშუმს აიძულებს ისე იბრწყინოს, რომ თვალს ვერ გაუსწორებ, თუმცა ეს მას მსოფლიო მოდის ფონდში ადგილის დამკვიდრებაში ხელს ნამდვილად არ უშლის. დონატელა ვერსაჩეს სახლში ბრჭყვიალებს ყველაფერი, ბალიშით დაწყებული ონკანით დამთავრებული.

ოჯახური ამბები

95699b2d6801d4ae7003a631743fba0a-1621842179.jpg

1997 წელს ჯანი ვერსაჩეს ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მის ცნობილ და წარმატებულ მოდის სახლს ყველა განადგურებასა და გაქრობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მისმა უმცროსმა დამ, რომელიც კომპანიას ჩაუდგა სათავეში, არა მხოლოდ გადაარჩინა კომპანია, არამედ საგრძნობლად გაზარდა ის.

dona1-1621842232.jpeg

მან დააარსა სასტუმროების ქსელი, რომელიც საკუათარი კომპანიის ავეჯით აღჭურვა. პირველი სასტუმრო დონატელამ ავსტრალიაში გახსნა 200 წელს, თუმცა ვინც მას პირადად იცნობს, არ გაკვირვებია მისი ეს წარმატებები, პატარა დაიკო ხომ ჯანის მუზაც გახლდათ და როგორც ამბობენ, მისი შეფასების გარეშე ჯანი არც ერთ ესკიზს არ ამტკიცებდა. დონატელა კომპანიაში ოფიციალურად პიარისა და რეკლამის მხრივ იყო პასუხისმგებელი, თუმცა კომპანიის მართვაში დიდი წვლილი რომ მიუძღოდა, ყველამ კარგად იცოდა.

dona2-1621842272.jpeg

ჯანიმ საყვარელ დას მიუძღვნა სუნამო ბლონდე და ვერსუს ხაზის მთავარი დიზაინერი გახადა.მოდისადმი სწრაფვა ვერსაჩეებს გენეტიკურად. ჯანისა და დონატელას დედაც მკერავი გახლდათ, რომელიც ცოლად ბიზნესმენს გაჰყვა. წყვილი პროვინციაში ცხოვრობდა და სულ ოთხი შვილი ჰყავდა. ჯანი 1946 წელს დაბადა, მისი მომავალი მუზა კი - 10 წლის შემდეგ. მიუხედავად ასაკში სხვაობისა, და-ძმა ერთმანეთთან ძალიან ახლო იყო.

dona4-1621842320.jpeg

ამბობენ, რომ ახალი მოდელის შექმნის დროს მამაკაცის სამოსს ყოველთვის პირველ რიგში ჯანი ირგებდა, ხოლო ქალის სამოსს უმცროს დას, დონატელას არგებდა. გათხოვებითაც კი ჯანის კურთხევით გათხოვდა - მის ერთ-ერთ მანეკენს გაჰყვა ცოლად.სიკვდილის შემდეგ თითქმის მთელი თავისი ქონება ჯანიმ დონატელას ქალიშვილს, ალეგრეს დაუტოვა.

განაგრძეთ კითხვა