ვინ იყო "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს- სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა | Allnews.Ge

ვინ იყო "ქართველი", რომელიც შიშის ზარს სცემდა ტერორისტებს- სურამელი ბიჭის" თავბრუდამხვევი კარიერა

რამდენიმე თვის წინ კო­რო­ნა­ვირუს­მა მსოფ­ლი­ოს დო­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტი შე­ი­წი­რა. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა იმ­დე­ნად იყო გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, რომ ბო­ლომ­დე ოჯა­ხის წევ­რებ­მაც კი არ იცოდ­ნენ ქვეყ­ნის წი­ნა­შე მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის შე­სა­ხებ. სუ­რამ­ში და­ბა­დე­ბულ­მა ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვილ­მა (იგი­ვე იცხაკ ილან­მა) უამ­რა­ვი სა­ი­დუმ­ლო წა­ი­ყო­ლა სა­მუ­და­მოდ თან. იცხაკ ილა­ნის ცხოვ­რე­ბა მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ უნდა ემ­სა­ხუ­რო სამ­შობ­ლოს. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს - ის­რა­ელს.

ქარ­თვე­ლი ებ­რა­ე­ლი ავ­თან­დილ წი­წუ­აშ­ვი­ლი 1956 წელს სუ­რამ­ში, ორ­თო­დოქ­სი ებ­რა­ე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. იგი გახ­ლდათ რა­ბინ გაბ­რი­ელ და­ვა­რაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი. ხოლო პა­პის ძმა, რა­ბი­ნი მოშე და­ვა­რაშ­ვი­ლი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე იყო და 1918 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზეც აქვს ხელი მო­წე­რი­ლი. მე­ო­რე პა­პის ძმა, ია­კობ და­ვა­რაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ებ­რა­ელ­თა მთა­ვა­რი რა­ბი­ნი იყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-70-იან წლებ­ში.

avtandil-47962-1621769917.jpg

ავთო წი­წუ­აშ­ვილ­მა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ამ­თავ­რა თბი­ლის­ში კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის სკო­ლა, მისი დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, 1973 წელს ოჯახ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში გა­და­სახ­ლდა. სწავ­ლობ­და იე­რუ­სა­ლი­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე და თით­ქმის ორ­მოც­და­ა­თი წელი ემ­სა­ხუ­რა მის თავ­დაც­ვა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბას.

1976-1980 წლებ­ში იგი მსა­ხუ­რობ­და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლებ­ში, სა­დაც ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბა მი­ი­ღო. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ით­ქვას, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ­გაზ­რდა ავ­თან­დილ-იცხა­კი თა­ვი­სუფ­ლად ფლობ­და ხუთ ენას: ქარ­თულს, რუ­სულ, ინ­გლი­სურს, არა­ბულ­სა და ივ­რითს. ჩემი აზ­რით, ამ გა­რე­მო­ე­ბამ ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი როლი მის მო­მა­ვალ ცხოვ­რე­ბა­ში.

1982 წელს, უკვე სა­მო­ქა­ლა­ქო ყო­ფას შეჩ­ვე­უ­ლი იცხა­კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად ის­რა­ე­ლის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში (ანუ "შა­ბაკ­ში") და­ი­ბა­რეს და ხან­გრძლი­ვი გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ "საბ­ჭო­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში" (საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შპი­ო­ნა­ჟის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი და­ნა­ყო­ფი) სამ­სა­ხუ­რი შეს­თა­ვა­ზეს. აქ მცი­რე გა­დახ­ვე­ვას გა­ვა­კე­თებ, რათა ერ­თად გა­ვიხ­სე­ნოთ. ის­რა­ელ­მა, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბის პირ­ველ წლებ­ში სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის იყო, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბი და სტრუქ­ტუ­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ანა­ლო­გი­უ­რად ააგო. სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვა ("მო­სა­დი"), კონ­ტრდაზ­ვერ­ვა ("შა­ბა­კი") და სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვა ("ამა­ნი") ახ­ლად შექ­მნი­ლი სა­ხელ­მწი­ფოს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბად იქცა.

a40e00df90c2f3a4bac4fe11d8ba410d-1621769960.jpg

მა­ში­ნაც და დღე­საც ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ო­და და გა­მო­ირ­ჩე­ვა სხვა ქვეყ­ნე­ბის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის­გან. იგი არის მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ამა­ვე დროს, არც ის უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ ის­რა­ე­ლის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სამ­შობ­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ფა­ნა­ტი­კუ­რე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტო­მა­ცაა, რომ მსოფ­ლი­ოს უმძლავ­რეს სპეც­სამ­სა­ხუ­რებს შო­რის ებ­რა­ე­ლებს ის­ტო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი მო­ღა­ლა­ტე ჰყავთ!

აი, სწო­რედ ასეთ სტრუქ­ტუ­რა­ში მი­იწ­ვი­ეს "სუ­რა­მე­ლი ჭა­ბუ­კი", რო­მე­ლიც 2011 წლის სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით ანუ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ოც­და­თხუთ­მე­ტი წელი, ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რა ის­რა­ე­ლის უსაფრ­თხო­ე­ბას.

განაგრძეთ კითხვა