პირველი ღამის სასტიკი და გამაოგნებელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან | Allnews.Ge

პირველი ღამის სასტიკი და გამაოგნებელი ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან

ქორწინების პირველ ღამესთან დაკავშირებით ზოგიერთ ქვეყანას თავისებური ტრადიციები აქვს.ზოგი ტრადიცია იმდენად გამაოგნებელია, რომ წარმოდგენაც კი დაუჯერებელია. გაგაცნობთ რამდენიმე ტრადიციას.

ბევრი სკანდინავიური ტომისთვის არსებობდა აუცილებელი წესი, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ასრულებდნენ. ტრადიციის თანახმად ქორწინების პირველ ღამეს მამაკაცს ქალწული ტყეში მიჰყავდა სადაც ცეცხლს ანთებდა და ტახს ან ხარირემს ღმერთებს სწირავდა. ამის შემდეგ წვებოდა ქალთან, თუ კი საქალწულე აპკი არ დაირღვეოდა, ან სისხლდენა არ იყო, მიიჩნეოდა რომ მსხვერპლი არ იყო მიღებული და მეორედ უნდა ეცადათ.

idun-and-the-apples-1621681781.jpg

თუ მეორე მსხვერპლშეწირვის შემდეგ კვლავ იგივე განმეორდებოდა მიაჩნდათ, რომ ღმერთებმა ქალი არ აღიარეს. ამის შემდეგ ქალი სამუდამოდ განკვეთილი ხდებოდა ტომისგან.

საუდის არაბეთს, ეგვიპტეს და სხვა მუსლიმანურ სახელმწიფოებს თავიანთი ტრადიციები ჰქონდათ. საქალწულე აპკის დეფლორაციას საჩვენებელი თითით აკეთებდნენ. ეს წესი დღესაც გამოიყენება.

ტიბეტში განსაკუთრებულად უცნაური ტრადიცია ჰქონდათ, რომლის მიხედვით პატარძალი არ უნდა ყოფილიყო ქალწული, პირიქით რაც უფრო მეტი მამაკაცი პარტნიორი ეყოლებოდა მით უფრო მეტად დაფასებული იქნებოდა გათხოვების შემდეგ. ტრადიციის მიხედვით პატარძლის დეფლორაცია მამას უნდა გაეკეთებინა პატარძლის ბიძების დახმარებით. სარეცლის ირგვლივ 25 მამაკაცი იკრიბებოდა, რომელთა ასაკი 70 წლამდე იყო. მათ შორის იყო შამანი ქალი, რომელსაც პატარძალი ექსტაზამდე უნდა მიეყვანა, რათა ამის შემდეგ უმტკივნეულოდ მოეხდინათ დეფლორაცია.

რუსეთში, სლოვაკეთსა და ლატვიაში არსებობდა კაცი ე.წ "დრუჟკა", რომელიც ქმრის შემცვლელი იყო, მაშინ როდესაც ქმარი ვერ შეძლებდა პირველ ღამეს თავის მოვალეობის შესრულებას. ე.წ. "დრუჟკა" ითავსებდა ქმრის ფუნქციას ერთი ღამით.

russian-wedding-1-1621681935.jpg

საინტერესო ტრადიცია აქვთ ბახუტუს ტომებში (ცენტრალური აფრიკა). აქ პირველ ღამეს ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა აკრძალულია, სამაგიეროდ იმართება ერთგვარი ცემის რიტუალი: სიძე-პატარძალი ერთმანეთს დილამდე ურტყამს. დილით ჩერდებიან, დასაძინებლად მიდიან მშობლების სახლებში, მომდევნო ღამეს კი ისევ იგივე იწყება.

5760-1621682132.jpg

ასე გრძელდება მთელი კვირა. ამ რიტუალის აზრი შემდეგია: ცოლ-ქმარი ერთმანეთს ურტყამს მანამ, სანამ მიხვდებიან, რომ ერთმანეთზე რაიმე სახის, მანამდე არსებული თუ სამომავლოდ შესაძლებელი, წყენა აღარ აქვთ გულში.

ინდოეთში არსებობდნენ პირველი ღამისთვის სპეციალურად მომზადებული მამაკაცები, რომლებიც ქალწულების დეფლორაციას ბასრი საგნებით აკეთებდნენ და ამისთვის მათ ფულსაც უხდიდნენ.

0-8uzbytkj4ck-qonz-1621682220.jpg

ზოგიერთ აფრიკულ ტომში არსებული ტრადიციის მიხედვით, პირველ ღამეს ქმარი ცოლს ორ წინა კბილს აცლის. ეს გათხოვილი ქალის ერთგვარ სიმბოლოდ არის ქცეული. უკბილო ქალები ამაყობენ ამ "დანაკლისით".

46f16759319fbdea5cfc0d969dc98306-nigerian-fashion-african-fashion-1621682357.jpg

ფილიპინებზე საქორწილო ღამეს შეუღლებულები ინტიმური ურთიერთობისგან თავს იკავებენ. ამის მიზეზი არის ის, რომ ქორწილში სტუმრებთან ერთად მოლხენისა და, შესაბამისად, ალკოჰოლის მიღების შემდეგ არ შეიქმნას საშიშროება იმისა, რომ ბავშვი ჩაისახება.

unnamed-1621682473.jpg

სამოაში პირველი ღამე ახალგაზრდებმა მძინარე ნათესავების გარემოცვაში უნდა გაატარონ. სქესობრივი ურთიერთობა დაშვებულია, ოღონდ ისე, რომ არავინ გააღვიძონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიძეს ცუდი დღე ელის...

წყარო: Intermedia.ge

myquiz