ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობს , კრიმინალის დონე კი ძალიან დაბალია | Allnews.Ge

ქვეყანა, სადაც პოლიტიკური პარტიები არ არსებობს , კრიმინალის დონე კი ძალიან დაბალია

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა აქ­ტი­უ­რად ეც­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბებს და და­პი­რე­ბებს. თე­მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ღა­ლია, თუმ­ცა ბევ­რი ჩვენ­გა­ნის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ბრძო­ლა ამომ­რჩევ­ლე­ბის ხმე­ბის­თვის ძა­ლი­ან დამ­ღლე­ლია.

შე­საძ­ლოა, რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყოს, მაგ­რამ არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, ასეთ ქვეყ­ნებს შო­რი­საა პა­ლაუ, კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო წყნარ ოკე­ა­ნე­ში, რო­მე­ლიც აშშ-სთან არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი.

daf65a455cd6968972e131dfdfee68c1-1621614482.jpg

პა­ლაუ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კაა, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტი მარ­თავს - ის არის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რიც და მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლიც. ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ფორ­მი­რე­ბა კა­ნო­ნით არის აკ­რძა­ლუ­ლი. აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა - მთავ­რო­ბაა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა კი აქვს რო­გორც მთავ­რო­ბას, ასე­ვე - ეროვ­ნულ კონ­გრესს.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი პა­ლა­უ­ში ყო­ველ 4 წე­ლი­წად­ში იმარ­თე­ბა. ამ­ჟა­მად ქვეყ­ნის მე­თა­უ­რია სურანგელ ვიპს ჯუნიორი.

5596-1621614663.jpg

2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში 21 503 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს, მათი უმე­ტე­სო­ბა (45.3%) კა­თო­ლი­კეა.

კუნ­ძუ­ლო­ვან სა­ხელ­მწი­ფოს ულა­მა­ზე­სი პლა­ჟე­ბი აქვს, წყალ­ქვე­შა ცურ­ვის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის კი პა­ლაუ ნამ­დვი­ლი სა­მო­თხეა. მთა­ვა­რი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა კი მე­დუ­ზე­ბის ტბე­ბია, პა­ლა­უ­ში ასე­თი სულ 4 ტბაა, თუმ­ცა ცურ­ვა მხო­ლოდ ერთ მათ­გან­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

aerial-view-beach-blue-water-palau-royal-resort-hotel-review-img-2563-1621614701.jpg

იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ კრი­მი­ნა­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან და­ბა­ლია, კო­რო­რის შტატ­ში, სა­დაც ძი­რი­თა­დი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი მდე­ბა­რე­ობს, კვი­რის დღე­ებ­ში ღა­მის 2.30-დან დი­ლის 5 სა­ა­თამ­დე კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს.

პა­ლა­უს ეკო­ნო­მი­კის სა­ფუძ­ვე­ლი ტუ­რიზ­მია. ად­გი­ლობ­რი­ვებს თავი, ასე­ვე, თევ­ზჭე­რით გა­აქვთ. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ტი კი ქო­ქო­სის პალ­მა და ტა­პი­ო­კაა.