"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი | Allnews.Ge

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

მე­თუ­ნე­ო­ბა უძ­ვე­ლე­სი ხე­ლო­ბაა, რო­მელ­საც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი ოდით­გან მის­დევ­დნენ. ამას სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი არა­ერ­თი უნი­კა­ლუ­რი თი­ხის ჭურ­ჭე­ლი ადას­ტუ­რებს. თი­ხას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას ცოდ­ნა უნდა, ოღონდ ეს საქ­მე ჯერ უნდა შე­გიყ­ვარ­დეს, მერე კი მას­თან "გა­ში­ნა­უ­რე­ბაც" შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც ოს­ტა­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ად­ვი­ლად მოგ­ყვე­ბა, გე­ლა­პა­რა­კე­ბა, უამ­რავ ამ­ბავს მო­გი­თხრობს და ფილ­მის ცნო­ბი­ლი ფრა­ზის არ იყოს, სა­სი­ა­მოვ­ნო­დაც "მღე­რის". ამ­ჯე­რად თე­ლა­ველ მე­თუ­ნე ლექ­სო გენ­გაშ­ვილს გა­გაც­ნობთ, რო­მელ­მაც თი­ხა­ზე მუ­შა­ო­ბა ცხოვ­რე­ბის წე­სად აქ­ცია და ამის გამო თავს ბედ­ნი­ერ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევს.

- თე­ლავ­ში იმ უბან­ში ვცხოვ­რობ­დი, რო­მელ­საც მა­წან­წა­რა ჰქვია და სა­დაც მე­თუ­ნე­ე­ბი მრავ­ლად იყ­ვნენ. ამ დარ­გს 12-14 ოჯა­ხი მის­დევ­და და იქა­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლი კერა იყო. ეს საქ­მე მხო­ლოდ მე კი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ბევ­რის ინ­ტე­რე­სიც ყო­ფი­ლა, რო­გორ მზად­დე­ბო­და თი­ხის გუნ­დის­გან, ვთქვათ, დოქი. მა­შინ ეს ოჯა­ხე­ბი თა­ვი­ანთ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ გვა­ხე­დებ­დნენ, რომ ნა­მუ­შევ­რე­ბის­თვის თვა­ლი შეგ­ვევ­ლო. ამი­ტომ ეს ხე­ლო­ბა ცოტა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. მე­თუ­ნე­ე­ბის ნა­ხე­ლავს ფან­ჯრი­დან მა­შინ მოვკრავ­დით ხოლ­მე თვალს, როცა თე­ლავ­ში უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და კე­რა­მი­კულ ნა­წარმს ყი­დუ­ლობ­დნენ... მახ­სოვს, სა­ბავ­შვო ბაღ­ში თი­ხით მან­ქა­ნებს ვძერ­წავ­დით და ვღე­ბავ­დით...

XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის და­სა­წყის­ში დარ­გი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი იყო რუ­ის­პირ­ში და თე­ლა­ვის სხვა სოფ­ლებ­შიც - ვარ­დი­სუ­ბან­სა და იყალ­თო­ში, თუმ­ცა ქა­ლაქ­ში მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი მზად­დე­ბო­და - გა­მო­ყე­ნე­ბით კე­რა­მი­კას­თან ერ­თად, დე­კო­რა­ტი­უ­ლიც. რაც მთა­ვა­რია, თე­ლავ­ში თიხა ყო­ველ­თვის ულე­ვად იყო.1987 წელს ხალ­ხუ­რი რეწ­ვის პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ვე­დი. ერ­თა­დერ­თმა და­ვამ­თავ­რე "წი­თელ დიპ­ლომ­ზე". სას­წავ­ლე­ბელ­ში ნამ­დვი­ლი მე­თუ­ნე გაბ­რი­ელ ჭი­ბა­ლაშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და და მის­გან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ შო­რის აღარ არის... მერე ისე­თი წლე­ბი და­ი­წყო, ეს საქ­მე კი არა, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­ძი­რა. 25 წელი სოჭ­ში ვცხოვ­რობ­დი, იქ ჰო­ბის დო­ნე­ზე მივ­დევ­დი ამ საქ­მეს, ფეს­ტი­ვა­ლებ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი... სამ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი და ამ საქ­მეს მივ­ყა­ვი ხელი. ამ­ჟა­მად 5-6 კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მე­თუ­ნე მყავს, რომ­ლე­ბიც შე­მიძ­ლია ოს­ტა­ტე­ბად და­ვა­საქ­მო.

116157718-318330196215794-7587455032967928698-n-83187-1621498550.jpg

- კარ­გი საქ­მეა, როცა შენს ცოდ­ნას, გა­მოც­დი­ლე­ბას სხვებს გა­დას­ცემ.

ჩემი ოს­ტა­ტის­თვის პი­რო­ბა მქონ­და მი­ცე­მუ­ლი, რომ მე­თუ­ნე­ო­ბის სკო­ლა უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, პი­რო­ბა შე­ვას­რუ­ლე - ასე­თი სკო­ლა ჯერ თე­ლავ­ში გავ­ხსე­ნი და უფა­სოდ ვას­წავ­ლი­დი, მერე - თბი­ლის­შიც. მაგ­რამ ხალ­ხმა ვერ გა­ი­გო ეს. არა­და, მინ­დო­და, ამ საქ­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გას­ჩე­ნო­დათ, ადა­მი­ა­ნე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნოდ ამე­ფო­რი­ა­ქე­ბი­ნა... ახლა სკო­ლა ფა­სი­ა­ნია და ინ­ტე­რე­სიც მეტი აქვთ. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­დი­ან, უხა­რი­ათ სწავ­ლა. შევ­ქმე­ნი კა­ხუ­რი კე­რა­მი­კა - თუკი კა­ხეთ­ში რამე ჭურ­ჭე­ლი მზად­დე­ბო­და, აღ­ვად­გი­ნე.

metune2-83273-1621498616.jpg

- კა­ხუ­რი ჭურ­ჭე­ლი ახ­სე­ნეთ... რა გა­ნას­ხვა­ვებს მას იმე­რუ­ლის­გან?

- დარ­გი კა­ხეთ­ში უფრო იყო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, რად­გან ბევ­რი ღვი­ნის­თვის ჭურ­ჭე­ლიც ბევ­რი იყო სა­ჭი­რო. თი­ხაც გან­სხვავ­დე­ბა - მათი უფრო ცე­ცხლგამ­ძლეა, კე­ცე­ბი­სა და ლო­ბი­ოს ქოთ­ნე­ბის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი, ასე­ვე ქვევ­რე­ბის­თვი­საც, მშვე­ნი­ე­რი ქვევ­რე­ბი აქვთ. კა­ხე­ლებს ცოტა კი სწყინთ ხოლ­მე, როცა ამას ვამ­ბობ, მაგ­რამ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვიცი, რომ იმერ­ლებ­მა ას­წავ­ლეს ეს კულ­ტუ­რა ჩვე­ნებს. კა­ხეთ­ში სა­მუ­შა­ოდ გა­ზა­ფხულ­ზე ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და შე­მოდ­გო­მით უკან მი­დი­ოდ­ნენ. კა­ხე­ლებს იმ დროს არც თო­ნის გა­სა­კე­თებ­ლად ეცა­ლათ და არც - ქვევ­რის, რად­გან ვე­ნახს უვ­ლიდ­ნენ. შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რებს კი, ვინც ვე­ნახ­ში ვერ მუ­შა­ობ­და, შე­გირ­დე­ბად იყე­ნებ­დნენ, რომ თიხა მო­ე­ტა­ნათ, მო­ე­ზი­ლათ, გა­მო­საწ­ვა­ვი ღუმ­ლის ასან­თე­ბად შეშა მო­ე­ზი­დათ. იმერ­ლე­ბი კი ბრუნ­დე­ბოდ­ნენ უკან, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი ვარ­დი­სუ­ბან­ში დარ­ჩა და ამ სო­ფელს დღეს იმერ­ლე­ბის სო­ფელ­საც ეძა­ხი­ან. ყვა­რელ­შიც არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა თი­ხის სხვა ჭურ­ჭელს, გან­სხვა­ვე­ბა ის იყო, რომ ჩვე­ნი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო, რად­გან ბევ­რი ღვი­ნო გვქონ­და.

116214604-669898193870155-4972443699147767706-n-83243-1621498646.jpg

მე­თუ­ნე­ო­ბა სტუ­დი­ა­ში უნდა ის­წავ­ლე­ბო­დეს. თი­ხის­გან რაც კი შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­დეს, ყვე­ლაფ­რის­თვის გვაქვს და­ნად­გა­რი. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხე­ლოს­ნოა, გვერ­დით პა­ტა­რა მუ­ზე­უ­მით, სა­დაც სამი ძვე­ლი ჩარ­ხია, მა­წან­წა­რი­და­ნაა მო­ტა­ნი­ლი. ერთი 150 წლი­საა, მე­ო­რე - 100-ის და მე­სა­მე­საც სა­უ­კუ­ნეს არა­ფე­რი უკ­ლია. ისი­ნი სა­მუ­ზე­უ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბია, მაგ­რამ მუ­შა­ობს და მათ­ზეც ვა­ტა­რებ ხოლ­მე მას­ტერკლა­სებს.

განაგრძეთ კითხვა