ბიბლიოთეკა, ტაძარი, მეტროსადგური - ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ყველაზე უცნაური ადგილები მსოფლიოში | Allnews.Ge

ბიბლიოთეკა, ტაძარი, მეტროსადგური - ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ყველაზე უცნაური ადგილები მსოფლიოში

ვაქცინაციისთვის განკუთვნილი საავადმყოფოებისა და სპეციალური ცენტრების გარდა, ხელისუფლებები სხვადასხვა ქვეყნებში დროებითი ვაქცინაციის ცენტრებს ხსნიან.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში 163,6 მილიონზე მეტი ადამიანი COVID19–ით უკვე ინფიცირებულია, 3,39 მილიონზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. დადასტურებული ინფიცირების მაჩვენებლით ლიდერი შეერთებული შტატებია, სადაც 18 მაისისთვის 32,99 მილიონი ინფიცირებული დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი - 25,2 მილიონით,, მესამეზე ბრაზილია - 15,6 მილიონით, მეოთხეზე საფრანგეთი - 5,9 მილიონით და მეხუთეზე თურქეთი - 5,1 მილიონით.

პანდემიის შესაჩერებლად, ქვეყნების უმეტესობა ვაქცინაციას აქტიურად აწარმოებს. ამ პროცესში მსოფლიოს ლიდერად ისრაელი რჩება. 1 აპრილის მონაცემებით, ვაქცინის ერთი დოზა ისრაელის მოსახლეობის 56% -ზე მეტმა მიიღო, ხოლო იმუნიზაციის კურსი 51.67% -მა დაასრულა.

გთავაზობთ ყველაზე უცნაურ ცენტრებს, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს:

იტალია - კარლო ბესტას ნევროლოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

1-gettyimages-1231399753jpg-1621324705-78970-1621435768-1621485824.jpg

მილანში ვაქცინაციის შვიდი ცენტრიდან ერთ- ერთი, Istituto Neurologico Carlo Besta– ს ბიბლიოთეკის შენობაა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაკადის მიღება არის შესაძლებელი.

გაერთიანებული სამეფო - ლიჩფილდის საკათედრო ტაძარი

dxgvbdsfhnre-1621436153-1621485696.jpg

ინგლისის, Staffordshire- ის ლიჩფილდის საკათედრო ტაძარი ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომელიც ვაქცინაციისთვის არის ადაპტირებული.

გერმანია - სუპერმარკეტები

3-tass-45692863jpg-1621324705-54696-1621435834-1621485902.jpg

გერმანიის ქალაქ პორფჰაიმში მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირდაპირ ადგილობრივ სუპერმარკეტში იცრება.

კანადა - იპოდრომი

4-gettyimages-1232710554jpg-1621324705-21993-1621435866-1621485954.jpg

კანადაში, ონტარიოში მდებარე ჟოკეის კლუბმა Woodbine Entertainment- მა იპოდრომის მთავარ დარბაზში დროებითი ვაქცინაციის სადგური განათავსა.

განაგრძეთ კითხვა