"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე | Allnews.Ge

"საგანგაშო და გაუსაძლისია მათი საცხოვრებელი პირობები, ვერ იღებენ დაპირებულ ხელფასს" - პროფკავშირები გერმანიაში დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებზე

სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სე­ზო­ნურ სა­მუ­შა­ო­ებ­ზე და­საქ­მე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­დან გერ­მა­ნი­ა­ში წა­სუ­ლი 24 მო­ქა­ლა­ქე უმ­ძი­მეს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­შია.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ შო­რის ისი­ნი და­პი­რე­ბულ ანა­ზღა­უ­რე­ბას ვერ იღე­ბენ.

„გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მათი ხელ­ფა­სი სა­ათ­ში და­პი­რე­ბუ­ლი 9 ევ­როს ნაც­ვლად 3 ევ­როა, ამას გარ­და, კი­დევ უფრო სა­გან­გა­შოა ის გა­უ­საძ­ლი­სი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მი­მარ­თავს გერ­მა­ნი­ის ელჩს, შე­ის­წავ­ლოს სა­კი­თხი და სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის მი­ნისტრს, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძეს, სას­წრა­ფოდ და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით, რად­გან სწო­რედ შრო­მის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი და­საქ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბის სა­ა­გენ­ტოა მათი გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას უნდა გა­ეც­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის ინ­სპექ­ცი­აც, რად­გან საქ­მე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეხე­ბა.

პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა თა­ვის მხრივ, მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­ა­გი­რე­ბის­თვის პარტნი­ორ გერ­მა­ნი­ის პროფ­კავ­ში­რე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას მი­აწ­ვდის”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

myquiz