როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში? | Allnews.Ge

როგორ კონტროლდება სურსათის ხარისხი და ვარგისიანობა სუპერმარკეტებში?

თუ თა­ვად არ გქო­ნი­ათ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვა, „ფე­ის­ბუქ­ზე“ ერთხელ მა­ინც შეგ­ხვდე­ბო­დათ სტა­ტუ­სი, რო­მე­ლიც სუ­პერ­მარ­კეტ­ში საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტის შე­ძე­ნას ეხე­ბა. ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სავ­რცე­ლებ­ლად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფიც კი შე­იქ­მნა და მისი მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რე­ბენ.

პოს­ტებ­ში მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი იო­გურ­ტი­სა და პუ­რის, საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი გა­ყი­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი­სა თუ სხვა ხში­რად მოხ­მა­რე­ბა­დი სურ­სა­თის შე­სა­ხებ და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სუ­პარ­მარ­კე­ტებს აკის­რე­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად ხში­რად ამოწ­მებს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ქსე­ლურ სა­სურ­სა­თო სუ­პარ­მარ­კე­ტებს და თა­ვად მა­ღა­ზი­ე­ბი რო­გორ აკონ­ტრო­ლე­ბენ შე­ნახ­ვის პი­რო­ბებ­სა და ვა­დებს? რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს მა­ღა­ზი­ა­ში საკ­ვე­ბად უვარ­გი­სი პრო­დუქ­ტი?

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვა­სილ ბა­სი­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბი რო­გორც გეგ­მუ­რად, ისე არა­გეგ­მუ­რად კონ­ტროლ­დე­ბა დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბის, ნი­მუ­შის აღე­ბი­სა და სხვა მე­ქა­ნიზ­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

„სა­ა­გენ­ტო აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბის ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტო­რის სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტროლს, მათ შო­რის ჩვენ­თვის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბის კონ­ტრო­ლი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მე­ქა­ნიზ­მით: რო­გორც გეგ­მუ­რი, ისე არა­გეგ­მუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა, დო­კუ­მენ­ტუ­რი შე­მოწ­მე­ბა, ნი­მუ­შის აღე­ბა, მო­ნი­ტო­რინ­გი, ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა. პირ­და­პირ და თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შე­მოწ­მე­ბის პრო­ცეს­ში არის კარ­გი ობი­ექ­ტე­ბიც, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა დარ­ღვე­ვე­ბიც“,- გან­მარ­ტა მან.

კი­თხვა­ზე, სა­ნამ პრო­დუქ­ტი სუ­პერ­მარ­კე­ტის დახლზე მოხ­ვდე­ბა, რამ­დე­ნად მოწ­მდე­ბა მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა შე­ფუ­თუ­ლი სურ­სა­თის მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ღა­ზია ვერ აკონ­ტრო­ლებს, ვა­სილ ბა­სი­ლა­ძე გან­მარ­ტავს, რომ კონ­ტროლ­დე­ბა სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბე­ბიც.

„და­ლუ­ქულ პრო­დუქ­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, ზო­გი­ერთ მათ­განს აქვს შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მი და პი­რო­ბე­ბი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ცუ­ლი იყოს სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, სა­ნამ ეს პრო­დუქ­ტი სუ­პერ­მარ­კე­ტამ­დე მივა. სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ამოწ­მებს სა­სა­წყო­ბე მე­ურ­ნე­ო­ბებს, შემ­დეგ გად­მოვ­დი­ვართ მარ­კე­ტებ­ში. თუ სურ­სა­თის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი და­ცუ­ლია, ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო ნაკ­ლე­ბია იმის შან­სი, რომ შე­ფუ­თუ­ლი სურ­სა­თი გა­ფუჭ­დეს. თუ რა თქმა უნდა, ასე­თი შემ­თხვე­ვა მა­ინც და­ფიქ­სირ­და, მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჩვენს ცხელ ხაზ­ზე ტო­ვებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას, ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა და გავ­დი­ვართ და ვა­მოწ­მებთ ობი­ექტს. რო­დე­საც იკ­ვე­თე­ბა დარ­ღვე­ვა, ამა­ზე ჩვენ ვახ­დენთ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ რე­ა­გი­რე­ბას ანუ შე­იძ­ლე­ბა, ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს და­ე­კის­როს სა­ჯა­რი­მო სან­ქცია ან მოხ­დეს პრო­დუქ­ტის ამო­ღე­ბა-გა­მო­თხო­ვა, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არის და ა.შ“, - გან­მარ­ტავს სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში სურ­სა­თის ხა­რის­ხი­სა და ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის კონ­ტრო­ლის კუ­თხით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­თა­რე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი კვლავ არ­სე­ბობს.

რო­გორც AMBEBI.GE-ს სა­სურ­სა­თო ქსე­ლუ­რი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გა­ნუ­მარ­ტეს, პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში მოწ­მდე­ბა მისი ფერი, სუნი, გემო, კონ­სის­ტენ­ცია, ვა­დი­ა­ნო­ბა და ასე­ვე, ტრან­სპორ­ტი­რე­ბის დროს ხომ არ და­კარ­გა სა­რე­ა­ლი­ზა­ციო სახე. მა­თი­ვე თქმით, კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პრო­დუქ­ცია ყვე­ლა ჩა­მოთ­ვლილ კრი­ტე­რი­უმს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს.

„მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ნა­წი­ლი გან­თავ­სე­ბუ­ლია დახლზე, ნა­წი­ლი კი სა­წყობ­ში. სუ­პერ­მარ­კე­ტის სა­წყო­ბე­ბი არ არის გა­დატ­ვირ­თუ­ლი და ვი­ღებთ მხო­ლოდ იმ რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ცი­ას, რაც გა­ყიდ­ვე­ბის­თვის არის სა­ჭი­რო“, - აღ­ნი­შა­ვენ რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი დახ­ლებ­ზე ტემ­პე­რე­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის სრუ­ლი დაც­ვით თავ­სდე­ბა, იქ­ნე­ბა ეს ე.წ მშრა­ლი თუ სა­მა­ცივ­რე თარო.

„პრო­დუქ­ტის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვა. გარ­და იმი­სა, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნულ პი­რო­ბას მუდ­მი­ვად ამოწ­მე­ბენ, პე­რი­ო­დუ­ლად სპე­ცი­ა­ლურ ჟურ­ნალ­ში სა­მა­ცივ­რე ტემ­პე­რა­ტუ­რის ჩა­ნა­წე­რებ­საც აკე­თე­ბენ, რაც შიდა კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, ისე ჩვენ­თვის სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბის მხრი­დან ჩვე­ნი 12-ვე წევ­რი კომ­პა­ნი­ის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი ინ­ტენ­სი­უ­რად მოწ­მდე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით მომ­ხმა­რებ­ლის დაც­ვის მეტი ბერ­კე­ტი გვაქვს“, - აღ­ნიშ­ნეს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ ხდე­ბა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ხან­და­ხან საკ­ვე­ბად უვარ­გის პრო­დუქტს იძენს, რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში გან­მარ­ტეს, რომ მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის და­სა­წყო­ბე­ბა, დახ­ლებ­ზე გან­თავ­სე­ბა და მისი კონ­ტრო­ლი ხდე­ბა არა პროგ­რა­მუ­ლად, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლის მიერ, რაც ადა­მი­ა­ნუ­რი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბას ზრდის.

„ჩვენ ამ­გვა­რი შემ­თხვე­ვე­ბის კი­დევ უფრო მი­ნი­მუ­მამ­დე და­საყ­ვა­ნად ვმუ­შა­ობთ. ამ პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს და შეს­ყიდ­ვამ­დე შე­ა­მოწ­მოს პრო­დუქ­ტი, მისი ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა და შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მას აღ­მო­ა­ჩენს, უნდა მი­მარ­თოს სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტის თა­ნამ­შრო­მელს, რო­მე­ლიც მომ­ხდარ­ზე მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს და შე­სა­ბა­მის დახ­მა­რე­ბას აღ­მო­უ­ჩენს. უვ­ნე­ბე­ლი სურ­სა­თის რე­ა­ლი­ზა­ცია და მისი მა­ღა­ლი ხა­რის­ხი სა­მი­ვე მხა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით მი­იღ­წე­ვა: ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, მარ­კე­ტებ­ში უვ­ნებ­ლო­ბის გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მის აღ­სრუ­ლე­ბა და სა­ხელ­მწი­ფო მა­კონ­ტრო­ლებ­ლის გეგ­მუ­რი თუ არა­გეგ­მუ­რი შე­მოწ­მე­ბა“, - გან­მარ­ტეს რი­თე­ილ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში.

უნდა ით­ქვას, რომ სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის მთა­ვა­რი მა­კონ­ტრო­ლებ­ლე­ბი ხში­რად მა­ინც ჩვენ - მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვართ, რო­მე­ლიც პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩარ­თუ­ლო­ბით სა­ხელ­მწი­ფო­სა და ბიზ­ნესს არ­სე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მუდ­მი­ვად დახ­ვე­წა­ში ვეხ­მა­რე­ბით, რაც სა­ბო­ლო­ოდ პრო­დუქ­ტის ხა­რისხზე აი­სა­ხე­ბა.

myquiz