7 მინერალი და ვიტამინი, რომელთა დეფიციტსაც ყველაზე ხშირად განიცდის ჩვენი ორგანიზმი | Allnews.Ge

7 მინერალი და ვიტამინი, რომელთა დეფიციტსაც ყველაზე ხშირად განიცდის ჩვენი ორგანიზმი

რკინის დეფიციტი

ერთერთი ყველაზე გავრცელებულია რკინის დეფიციტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მთელ მსოფლიოში, ადამიანთა 25% აღენიშნება რკინის დეგფიციტი. განსაკუთრებით ეს პრობლემა ქალებშია გამოხატული, რომლებიც რკინას კარგავენ მენსტრუაციის დროს. რისკის ჯგუფში შედიან ასევე ვეგეტარიანელები.

რკინის დეფიციტის შედეგი არის ანემია, რომლის დროსაც ქვეითდება სისხლის წითელი სხეულაკების რაოდენობა. სწორედ მათ გადააქვთ ჟანგბადი.

სისუსტე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, კანის სიმშრალე და ადვილად დაღლა- ეს არის გავრცელებული ჩივილები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს რკინის დეფიციტზე.

მიუხედავად იმისა, რომ რკინადეფიციტური მდგომარეობა საკმაოდ გავრცელებულია, ნუ დაიწყებთ თვითმკურნალობას. ექიმმა უნდა დასვას დიაგნოზი და დანიშნოს მკურნალობა.

იოდოდეფიციტი

იოდი უმნიშვნელოვანესი მინერალია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. ამ ენდოკრინული ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები მოქმედებენ მეტაბოლიზმე, ზრდაზე, ძვლის სიმტკიცეზე, ტვინის განვითარებაზე. ამასთან იოდოდეფიციტი აღენიშნება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს.

იოდის დეფიციტის ყველაზე ხშირ ნიშანს წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის გადიდება, გახშირებული გულისცემა და ქოშინი.

ორგანიზმისთვის იოდის მისაწოდებლად საკმარისია ნაცვლად ჩვეულებრივი მარილისა, შევიძინოთ იოდიზირებული. რაციონში ჩავრთოთ თევზი და ზღვის პროდუქტები. მაგალითად, მხოლოდ 1 გ ლამინარია ორგანიზმს უზრუნველყოფს იოდის სადრეღამისო ნორმას 460–1000% -ით.

D ვიტამინის დეფიციტი

ჩვენი ცხოვრების წესისა და რითმიდან გამომდინარე საკმაოდ გახშირდა D ვიტამინის დეფიციტი.

B12 ვიტამინის დეფიციტი

ვიტამინი B12 საციცოცხლოდ აუცილებელია სისხლწარმოქმნისთვის, ტვინისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის. ამასთან, ვეგეტარიანელების და ვეგანების 80–90% შეიძლება აღენიშნებოდეს მისი დეფიციტი, რადგანაც ვიტამინ В12-ს შეიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის პროდუქტები. ხანდაზმული ადამიანების 20%-ზე მეტს აქვს ვიტამინი В12 დეფიციტი, რადგანაც ასაკში მისი ათვისების უნარი ქვეითდება.

ამ ვიტამინის დეფიციტის ერთერთი გავრცელებული მდგომარეობაა მეგალობლასტური ანემია- სისხლის დაავადება. დეფიციტი ასევე მოიცავს ტვინის ფუნქციის დარღვევას და ჰომოცისტეინის დონის ზრდას, რომელიც არანაკლებ საშიშია, ვიდრე ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილი ქოლესტერინისა.

ვიტამინი В12 შესავსებად საჭიროა რაციონში ჩავრთოთ მოლუსკები (მოლუსკების 85-გრამიანი ულუფა უზრუნველყოფს В12-ის დღიური ნორმას 1400%-ით), ხორცი და რძის პროდუქტები.

კალციუმის დეფიციტი

კალციუმი ჩვენი სხეულის თითოეული უჯრედისათვისაა აუცილებელი: ის ახდენს ძვლისა და კბილების მინერალიზაციას, განსაკუთრებით სწრაფი ზრდის პერიოდში, ასევე წარმოადგენს სასიგნალო მოლეკულას, რომლის გარეშეც ჩვენი გული, კუნთები და ნერვები ვერ იფუნქციონირებენ.

სისხლში კალციუმის კონცენტრაცია მკაცრად რეგულირდება და ნებისმიერი სიჭარბისას, იგი ილექება ძვლებში. კალციუმის არასაკმარისი მოხმარებისას, კალციუმის გამოყოფა იწყება ძვლებიდან. სწორედ ამიტომ, კალციუმის დეფიციტის ყველაზე ხშირი ნიშანია დაავადებები, რომლის დროსაც ძვლები რბილდება და მიდრეკილია მოტეხილობებისაკენ.

კალციუმის წყაროს წარმოადგენს: თევზი, რძის პროდუქტები, კომბოსტო, ისპანახი, ბროკოლი.

А ვიტამინის დეფიციტი

ვიტამინი А — უმნიშვნელოვანესი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც პასუხისმგებელია კანის, კბილების, ძვლების, უჯრედული მემბრანის სიჯანსაღეზე და მხედველობის სიმახვილეზე.

საკვები პროდუქტებიდან ადამიანი იღებს ორი ტიპის ვიტამინს А: რეტინოლი, რომელსაც შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ხორცი, თევზი, ფრინველის ხორცი და რძის პროდუქტები) და პროვიტამინი А. მას შეიცავს მცენარეული პროდუქტები-ხილი და ბოსტნეული. ყველაზე გავრცელებული ფორმაა ბეტა-კაროტინი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში გარდაიქმნება ვიტამინად А.

ვიტამინი А დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის როგორც დროებითი ისე შეუქევადი დაზიანება და სიბრმავეც კი. ამ ვიტამინის ნაკლებობისას ზიანდება ორგანიზმის იმუნური სისტემა.

მაგნიუმის დეფიციტი

მაგნიუმი- ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც მონაწილეობს 300-ზე მეტ ფერმენტულ რეაქციაში. ორგანიზმში მისი დეფიციტი შეიძლება განვითარდეს მწირი დიეტის შედეგად, ასევე საჭმლის მონელების პრობლემებისა და ნარკოტიკების მოხმარებისას. მაგნიუმის მძიმე დეფიციტის სიმპტომებია: გულის რითმის დარღვევა, კუნთების სპაზმი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ჩვენი ნერვული სისტემა ძალიან მგრძნობიარეა ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობის მიმართ, რაც გამოიხატება: მოუსვენრობით, ნერვოზულობით, შიშებით, უძილობითა და დაღლილობით.

ორგანიზმში მაგნიუმის რაოდენობის შესავსებად, რაციონში შეიტანეთ ნიგოზი, შავი შოკოლადი, ბურღულეული, ისპანახი.

myquiz