როგორ დაიწყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები | Allnews.Ge

როგორ დაიწყო ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათწლეულების წინ - ისტორიული რაკურსი და მოუგვარებელი დაპირისპირების დეტალები

ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნე­ლებს შო­რის ბოლო ერთი თვეა, რაც კონ­ფლიქ­ტი გამ­ძაფ­რდა და სა­ბო­ლო­ოდ, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ამ კონ­ფლიქტს გა­ცი­ლე­ბით ღრმა და დიდი ის­ტო­რია აქვს - ის ათწლე­უ­ლე­ბია გრძელ­დე­ბა.

ვნა­ხოთ, რო­გორ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი 100 წლის წინ

100 წლის წინ, იმ არე­ალ­ზე, რო­მელ­საც პა­ლეს­ტი­ნას უწო­დებ­დნენ, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა და­ამ­ყა­რა კონ­ტრო­ლი. ეს მოხ­და მას შემ­დეგ, რაც შუა აღ­მო­სავ­ლე­თის ამ ნა­წი­ლის მმარ­თვე­ლი, ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რია, პირ­ველ მსოფ­ლიო ომში და­მარ­ცხდა. ამ მი­წა­ზე ებ­რა­ე­ლე­ბი უმ­ცი­რე­სო­ბას შე­ად­გენ­დნენ, ხოლო არა­ბე­ბი უმ­რავ­ლე­სო­ბას. ორ ერს შო­რის და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გაღ­ვივ­და, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბრი­ტა­ნეთს პა­ლეს­ტი­ნა­ში ებ­რა­ე­ლი ხალ­ხის "ეროვ­ნუ­ლი სახ­ლის“ და­არ­სე­ბა და­ა­ვა­ლა. 1917 წელს დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბამ გა­მოს­ცა ბალ­ფო­რის დეკ­ლა­რა­ცია, რომ­ლი­თაც ისი­ნი ებ­რა­ე­ლებს შე­პირ­დნენ: "პა­ლეს­ტი­ნა­ში ისე­თი ერ­თე­უ­ლის და­წე­სე­ბას, რო­მე­ლიც გახ­დე­ბო­და სახ­ლი ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის".

betlemi-43493-1620809590.jpg

მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ად­რე­უ­ლი პე­რი­ო­დი - ბეთ­ლე­მი

ებ­რა­ე­ლე­ბის­თვის პა­ლეს­ტი­ნა მათი წი­ნაპ­რე­ბის სახ­ლი იყო, მაგ­რამ პა­ლეს­ტი­ნე­ლი არა­ბე­ბიც მო­ი­თხოვ­დნენ ამ მი­წას.

1920 წლი­დან 1940 წლამ­დე პე­რი­ოდ­ში, აღ­ნიშ­ნულ არე­ალ­ში ებ­რა­ე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სულ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­და. ბევ­რი მათ­გა­ნი ევ­რო­პა­ში და­წყე­ბულ მათ დევ­ნას გა­ექ­ცა.

ყო­ვე­ლი­ვეს ფონ­ზე კი სულ უფრო მე­ტად იზ­რდე­ბო­და და­პი­რის­პი­რე­ბა ებ­რა­ე­ლებ­სა და არა­ბებს შო­რის, ასე­ვე ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ ბრი­ტა­ნე­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბას.

1947 წელს გა­ე­რომ მხა­რი და­უ­ჭი­რა პა­ლეს­ტი­ნის ებ­რა­ულ და არა­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად და­ყო­ფას, გეგ­მის მი­ხედ­ვით, იე­რუ­სა­ლი­მი სა­ერ­თა­შო­რი­სო ქა­ლა­ქი უნდა გამ­ხდა­რი­ყო. გა­ე­როს გეგ­მა მი­ი­ღეს ებ­რა­ელ­მა ლი­დე­რებ­მა, მაგ­რამ არ და­ე­თან­ხმა არა­ბუ­ლი მხა­რე და მისი იმპლე­მენ­ტა­ცია არას­დროს მომ­ხდა­რა.

ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა და "კა­ტას­ტრო­ფა“

1948 წელს, რო­დე­საც პრობ­ლე­მა კვლავ მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი რჩე­ბო­და, ბრი­ტა­ნეთ­მა და­ტო­ვა პა­ლეს­ტი­ნა და ებ­რა­ელ­მა ლი­დე­რებ­მა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა გა­მო­ა­ცხა­დეს. პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბი ამას სას­ტი­კად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ და მალე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც და­ი­წყო.

israeli-43563-1620809684.jpg

ებ­რა­უ­ლი მი­წის­ქვე­შე­თი და მებ­რძო­ლი 1948 წელს, ის­რა­ე­ლის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ომის და­წყე­ბამ­დე

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭრ­ნენ მე­ზო­ბე­ლი არა­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჯა­რე­ბი. ასო­ბით ათა­სი პა­ლეს­ტი­ნე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გაქ­ცე­უ­ლი­ყო. მომ­ხდარს ისი­ნი "ალ ნაკბას", ანუ "კა­ტას­ტრო­ფას" უწო­დე­ბენ.

israeli2-43752-1620809731.jpg

1948 წელი - არა­ბუ­ლი ლე­გი­ო­ნის მებ­რძო­ლე­ბი

მომ­დევ­ნო წელს, რო­დე­საც ომი დას­რულ­და და მხა­რე­ებ­მა ცე­ცხლი შე­წყვი­ტეს, ის­რა­ე­ლი აკონ­ტრო­ლებ­და ტე­რი­ტო­რი­ის უმე­ტეს ნა­წილს. იორ­და­ნი­ამ და­ი­პყრო მიწა, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, ხოლო ეგ­ვიპ­ტემ და­ი­პყრო ღაზა. იე­რუ­სა­ლი­მი გა­ი­ყო ორ ნა­წი­ლად, და­სავ­ლეთ ნა­წი­ლი ის­რა­ე­ლის ძა­ლებ­მა და­ი­კა­ვეს, ხოლო იორ­და­ნი­ის ძა­ლებ­მა აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი.

არ გა­ფორ­მე­ბუ­ლა სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა, ერთი მხა­რე გა­მუდ­მე­ბით ადა­ნა­შა­უ­ლებ­და მე­ო­რეს და მომ­დევ­ნო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ომი მოხ­და.

1967 წელს, მო­რიგ ომში ის­რა­ელ­მა და­ი­პყრო აღ­მო­სავ­ლეთ იე­რუ­სა­ლი­მი და და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო, ასე­ვე სი­რი­ის გო­ლა­ნის მაღ­ლო­ბე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ღაზა და სი­ნა­ის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz