ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები | Allnews.Ge

ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტი ქართველმა პროფესორმა დაწერა - ვინ იყვნენ "ერთიანი ევროპის სულისჩამდგმელი" ქართველები

2017 წლის 28 მარ­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზოდ მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი ამოქ­მედ­და. ბი­ო­მეტ­რუ­ლი პას­პორ­ტე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შენ­გე­ნის ზო­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლით 180 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი, 90 დღის ვა­დით სარ­გებ­ლო­ბენ.

მა­შინ, როცა ევ­რო­პას­თან ასე ახ­ლო­საა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, ბევ­რმა ქარ­თველ­მა თით­ქმის არა­ფე­რი იცის იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­თა­ვე­ებ­თან იდგა. მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი ერთ-ერთი იმ ქარ­თველ­თა­გა­ნი იყო, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის შექ­მნა­სა და ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს შო­რის სა­ზღვრე­ბის წაშ­ლას ქა­და­გებ­და - სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის, პო­ლი­ტი­კურ და ეკო­ნო­მი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ჯა­რო სა­მარ­თლის კა­თედ­რის გამ­გე, ევ­რო­პის ხალ­ხთა კონ­გრე­სის პრე­ზი­დენ­ტი, სსრ კავ­ში­რი­სა და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის და­მა­არ­სე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი, რო­მე­ლიც სტრას­ბურ­გში დღე­საც არ­სე­ბობს და მუს­ხე­ლის ცენ­ტრად იწო­დე­ბა.

ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ვაჟა შუ­ბი­თი­ძე იმ დიდ ქარ­თველ­ზე გვი­ამ­ბობს, რო­მელ­საც ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის.

"ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მა­ტებ­მა, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ებ­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ­მა ელ­ჩებ­მა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს ევ­რო­კავ­ში­რის შექ­მნის სა­თა­ვე­ებ­თან ქარ­თვე­ლე­ბიც რომ იდ­გნენ და საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს რო­ბერ შუ­მან­თან და ჟან მო­ნეს­თან ერ­თად! (რო­ბერტ შუ­მა­ნი და ჟან მონე - ევ­რო­პის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ექ­ტის ორი ფრან­გი ინი­ცი­ა­ტო­რი, დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი იყ­ვნენ კონ­ტი­ნენ­ტის სა­ხელ­მწი­ფო­თა ერთ სარ­ტყელ­ში მოქ­ცე­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი სო­ლი­და­რო­ბა და­აჩ­ქა­რებ­და მათ პო­ლი­ტი­კურ და­ახ­ლო­ე­ბას. ავტ.) მო­გეხ­სე­ნე­ბათ ეს ორი პი­როვ­ნე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ მათ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი წვლი­ლი აქვთ ქარ­თველ პრო­ფე­სო­რებს - მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს და ალექ­სან­დრე ნი­კუ­რა­ძეს... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დიდი წვლი­ლი კი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს მი­უ­ძღვის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, ქარ­თულ-ევ­რო­პუ­ლი მოძ­რა­ო­ბა რომ ჯერ კი­დევ 64 წლის წინ, 1953 წლის 10 აგ­ვის­ტოს და­არ­სდა. მოძ­რა­ო­ბის სა­პა­ტიო თავ­ჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს პრო­ფე­სო­რი მი­ხა­კო წე­რე­თე­ლი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს სა­ფუძ­ვე­ლი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა შე­უმ­ზა­და.

მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და თბი­ლის­ში 1903 წელს, გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში გა­ემ­გზავ­რა და ბრწყინ­ვა­ლე გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. მან შემ­დეგ იმ­დე­ნად დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში, რომ პრო­ფე­სორ­მა ილია ტა­ბა­ღუ­ამ მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს - "ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი" უწო­და.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი პა­რიზ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოკ­ვლე­ვა­თა ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სო­რი იყო. შემ­დეგ კა­ი­რო­ში მუ­შა­ობ­და, კა­ი­როს სა­მარ­თლის ფრან­გუ­ლი სკო­ლი­სა და კა­ი­როს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფეს­ო­რად... 1948 წელს დაბ­რუნ­და საფ­რან­გეთ­ში და 1948 წლი­დან 1964 წლამ­დე სტრას­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­ულ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის წამ­ყვა­ნი პრო­ფე­სო­რი იყო... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი დაკ­რძა­ლუ­ლია სტრას­ბურ­გში და სამ­წუ­ხა­როდ, არ­ცერ­თმა ქარ­თველ­მა დიპ­ლო­მატ­მა ეს არ იცის და მის საფ­ლავ­ზე არც მი­სუ­ლან პა­ტი­ვის მი­სა­გე­ბად. რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­ჯდო­მა­რე­ე­ბი იყ­ვნენ ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე და შემ­დეგ და­ვით ბაქ­რა­ძე, პი­რა­დად მო­ვუ­ყე­ვი მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილ­ზე, მაგ­რამ არ­ცერ­თმა მათ­გან­მა ყუ­რიც კი არ შე­ი­ბერ­ტყა... დღე­ვან­დე­ლი ხე­ლისფლე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია და იმე­დი მაქვს სა­თა­ნა­დო პა­ტივს მი­ა­გე­ბენ ამ დიდი ქარ­თვე­ლის ხსოვ­ნას...

- დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­დან არ­ცერთ მათ­განს არ უხ­სე­ნე­ბია მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი...

- ეს იმი­ტომ, რომ არ იცი­ან... რო­დე­საც რამე სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე არ იცი, ვერც ისა­უბ­რებ... ამი­ტომ იმე­დი მაქვს, რომ ეს ინ­ტერ­ვიუ ბევ­რს გა­ა­გე­ბი­ნებს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს ევ­რო­პა­ში იც­ნობ­დნენ რო­გორც - მი­შელ მუს­ხელს. მან და­ა­არ­სა სტრას­ბურ­გში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კვლე­ვის ცენ­ტრი. მან­ვე შექ­მნა კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც მსოფ­ლი­ოს გა­მო­ჩე­ნი­ლი იუ­რის­ტე­ბი და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ორი დიდი კრე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და, სა­დაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ე­ბია. მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის სტა­ტი­ე­ბი ქვეყ­ნდე­ბო­და პა­რიზ­ში გა­მო­მა­ვალ ჟურ­ნალ­ში - "ბედი ქარ­თლი­სა". სტა­ტი­ე­ბი ასე­თი სა­თა­უ­რით გვხვდე­ბა - "სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პა"...

მუს­ხე­ლიშ­ვილ­მა ფრან­გულ ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­და სტა­ტია სა­თა­უ­რით "საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და ევ­რო­პა", სა­დაც ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თი ევ­რო­პა არ არის... ლექ­ცი­ე­ბის წა­სა­კი­თხად იწ­ვევ­დნენ - ამე­რი­კა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, იტა­ლი­ა­ში, სა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მებ­ზე ჰქონ­და მოხ­სე­ნე­ბე­ბი. მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მოხ­სე­ნე­ბა წა­ი­კი­თხა ევ­რო­პის ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის კრი­ზის­ზე ... მან წა­მო­ა­ყე­ნა ომის შემ­დგო­მი ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის და მისი ფე­დე­რა­ცი­ის იდეა. მისი აზ­რით, ეს ევ­რო­პუ­ლი ფე­დე­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი არა, არა­მედ მშვი­დო­ბის გან­მტკი­ცე­ბის, ევ­რო­პის ერე­ბის აყ­ვა­ვე­ბის და ადა­მი­ან­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტი­აა. სპე­ცი­ა­ლუ­რი ნაშ­რო­მი შექ­მნა - "ევ­რო­პის ფე­დე­რა­ლიზ­მის სა­ფუძ­ვლე­ბი და სტრუქ­ტუ­რა" (ასე­თი ნაშ­რო­მი არ­ცერთ ევ­რო­პელ იუ­რისტს არ შე­უქ­მნია). ეს ნაშ­რო­მი დღემ­დე არ არის ქარ­თუ­ლად გად­მო­თარ­გმნი­ლი. უცხო­ე­ლებს უნდა ვაჩ­ვე­ნოთ, ჯერ კი­დევ რო­დის წერ­და ქარ­თვე­ლი ევ­რო­პის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ევ­რო­პის კონ­გრე­სის, ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი. ფე­დე­რა­ლუ­რი ევ­რო­პის მოძ­რა­ო­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. ევ­რო­პის ერ­თი­ა­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის ბი­უ­როს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი. იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საფ­რან­გეთ­ში ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა არ­ჩევ­ნებ­ში. არ­სე­ბობ­და ასე­თი ჟურ­ნა­ლი "ევ­რო­პის ფორ­მი­რე­ბა", რომ­ლის რე­დაქ­ცი­ის წევ­რიც იყო.

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი იყო ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­გორც ადა­მი­ა­ნის და ერე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი. იგი მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს კი არა, სხვა მცი­რე ერე­ბის უფ­ლე­ბებ­საც იცავ­და.

მუს­ხე­ლიშ­ვილს ალ­პი­ნის­ტო­ბა იტა­ცებ­და. იგი 1964 წელს იტა­ლი­ა­ში და­ი­ღუ­პა, აოს­ტას ხე­ო­ბა­ში, სა­დაც 61 წლის ასაკ­ში კლდი­დან ჩა­მო­ვარ­და. ხუთი წლით ადრე, ვიდ­რე მი­ხე­ილ ხერ­გი­ა­ნი და­ი­ღუ­პე­ბო­და იტა­ლი­ა­ში... მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი სტრას­ბურ­გში დიდი პა­ტი­ვით დაკ­რძა­ლეს. მის დაკ­რძალ­ვა­ზე სი­ტყვა წარ­მოთ­ქვა ევ­რო­პის საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლემ, ყვე­ლამ დიდი პა­ტი­ვი მი­ა­გო მის ღვაწლს, ქარ­თვე­ლე­ბის­გან კი სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე უყუ­რა­დღე­ბოდ არის მისი საფ­ლა­ვი მი­ტო­ვე­ბუ­ლი"

კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: მი­შელ მუს­ხე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის წლის­თავ­ზე ორმა სტუ­დენ­ტმა და­ლაშ­ქრა მონბ­ლა­ნი, სა­დაც ერ­თი­ა­ნი ევ­რო­პის დრო­შა ააფ­რი­ა­ლა... და ეს აქტი საყ­ვა­რე­ლი პრო­ფე­სო­რის ხსოვ­ნას მი­უ­ძღვნა...

მი­ხე­ილ მუს­ხე­ლიშ­ვილს მემ­კვიდ­რე არ დარ­ჩე­ნია. მისი ძმის­შვი­ლია ის­ტო­რი­კო­სი, აკა­დე­მი­კო­სი და­ვით მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, ასე­ვე ცნო­ბი­ლი ის­ტო­რი­კო­სი­სა და არ­ქე­ო­ლო­გის ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის ვაჟი.

myquiz