მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - როგორ ცხოვრობს სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X | Allnews.Ge

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი მეფე - როგორ ცხოვრობს სკანდალური და ექსტრავაგანტული რამა X

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ექ­სტრა­ვა­გან­ტულ და სკან­და­ლურ მე­ფე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ცოტა რამ თუ იცის. ტა­ი­ლან­დის მეფე ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი, იგი­ვე რამა X მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მე­ფეა. იგი 80-ჯერ მეტ სიმ­დიდ­რეს ფლობს, ვიდ­რე დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფა­ლი ელი­სა­ბედ მე­ო­რე.

რამა X ყვე­ლა სხვა სა­მე­ფო ტი­ტუ­ლის მქო­ნე პი­რე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რე­ბის დროს იგი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რამ­დენ­ჯერ­მე მო­ექ­ცა. მო­ნარ­ქი მის ერთ-ერთ საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ე.წ. ტოპი მა­ი­სუ­რით, და­ბალ­წე­ლი­ა­ნი ჯინ­სით და სხე­ულ­ზე დაკ­რუ­ლი დრო­ე­ბი­თი ტა­ტუ­ე­ბით და­სე­ირ­ნობ­და.

tailandis-mefe-68565-1620593272.jpg

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი სა­სახ­ლე­ში 4 ცოლ­თან და 20 საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. რა თქმა უნდა, ფლობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის უზარ­მა­ზარ კო­ლექ­ცი­ას და სა­ჰა­ე­რო ფრე­ნი­სას მხო­ლოდ მის­თვის შექ­მნი­ლი თვითმფრი­ნა­ვით სარ­გებ­ლობს. რამა X ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში, სა­დაც ერთ-ერთ ვი­ლა­ში ცხოვ­რე­ბის­თვის თვე­ში მი­ლი­ონ დო­ლარს იხ­დის.

ტა­ი­ლან­დის მეფე 43 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მფლო­ბე­ლია. მისი კო­რო­ნა­ცია მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბად ით­ვლე­ბა. 6- სა­ა­თი­ა­ნი ცე­რე­მო­ნი­ის­თვის 30 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, სა­დაც მე­ფის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სპი­ლო­ე­ბიც კი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

წინა წელს რამა X -ს წი­ნა­აღ­მდეგ ტა­ი­ლან­დში მა­სი­უ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი და­ი­წყო. მი­ზე­ზი პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და შე­ზღუდ­ვე­ბის ფონ­ზე, მე­ფის გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა გახ­და, სა­დაც ის თა­ვის 20 საყ­ვა­რელ ქალ­თან ერ­თად წა­ვი­და და დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი 1952 წლის 28 ივ­ლისს და­ი­ბა­და. იგი მეფე ბუმ­ბი­ოლ ადუ­ლი­ა­დე­ჯის და დე­დო­ფალ სი­რი­კი­ტის ერ­თა­დერ­თი ვა­ჟია. რამა X ტახ­ტზე 2016 წლის 1-ელ დე­კემ­ბერს ავი­და. მისი გა­მე­ფე­ბა მოხ­და 2019 წლის 4-6 მა­ისს. რო­გორც ჩაკ­რის დი­ნას­ტი­ის მე­ა­თე მო­ნარ­ქი რამა X სა­ხელს ატა­რებს.

tailandis-mefe3-68585-1620593292.jpg

ის არის მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ნარ­ქი, მისი ქო­ნე­ბა 43-70 მი­ლი­არდ აშშ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტა­ი­ლან­დის მცხოვ­რებ­ლებს არ აქვთ უფ­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კონ მისი მმარ­თვე­ლო­ბა, რად­გან მო­ნარ­ქია და­ცუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში უმ­კაც­რე­სი კა­ნო­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ პრინცმა სამ­ხედ­რო სწავ­ლე­ბა ავ­სტრა­ლი­ის არ­მი­ა­ში გა­ი­ა­რა. 26 წლის ასაკ­ში უფ­ლის­წუ­ლი Wat Phra Sri Rattana Satsadaram-ში (ზურ­მუხ­ტის ბუ­დის ტა­ძა­რი) ბე­რად აღ­კვე­ცეს, სა­დაც მცი­რე ხანი დაჰ­ყო.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნი ვარ­ჯი­შობ­და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სამ­ხედ­რო ძა­ლებ­თან, სწავ­ლობ­და ომის არატ­რა­დი­ცი­ულ მე­თო­დებს და მო­წი­ნა­ვე ნა­ოს­ნო­ბას. ის არის თვითმფრი­ნა­ვის და ვერ­ტმფრე­ნის გა­მოც­დი­ლი მფრი­ნა­ვი. 1978 წელს გახ­და სა­მე­ფო დაც­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნის მე­თა­უ­რი.

ვა­ჩი­რა­ლონგკორ­ნის სამდღი­ა­ნი კო­რო­ნა­ცია 2019 წლის 4-6 მა­ისს გა­ი­მარ­თა.

რამა X-ს ოთხი ცოლი ჰყავს. პირ­ვე­ლად, 1977 წლის 3 იან­ვარს იგი დე­დის მხრი­დან ნა­თე­სავ­ზე პრინ­ცე­სა სომ­სა­ვა­ლი კი­ტი­ა­კა­რა­ზე და­ქორ­წინ­და. პირ­ველ ცოლ­თან მას ხუთი შვი­ლი ჰყავს. პრინ­ცე­სა სომ­სა­ვალს 1993 წელს გა­შორ­და. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz