10 ქვეყანა, რომლის დედაქალაქი შესაძლოა არასწორად იცოდით! | Allnews.Ge

10 ქვეყანა, რომლის დედაქალაქი შესაძლოა არასწორად იცოდით!

გეოგრაფიულ საკითხებზე საუბრისას, ხშირად გვიწევს ქვეყნების დედაქალაქების ხსენება. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთი ქვეყნების დედაქალაქებზე, რომლებიც ადამიანებს უმეტეს შემთხვევაში ერევათ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ ჩვენი დღევანდელი სტატია...

შვეიცარია

capit-main-1620469334.jpg

შვეიცარია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და მდიდარი ქვეყანაა. ადამიანების უმეტესობამ ქვეყნის დედაქალაქი არასწორად იცის. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ამერიკელების 40% -ს შვიცარიის დედაქალაქი ციურიხი ჰგონია, 20%ს - ჟენევა, 17%-ს კი ბაზელი. მხოლოდ 23% -მა უპასუხა კითხვას სწორედ, რომ შვეიცარიის დედაქალაქი ბერნია.

მაროკო

capit-2-1620469369.jpg

ჩრდილოეთ აფრიკის ამ ულამაზეს ქვეყანასაც იგივე პრობლემა აქვს. ევროპაში მოსახელობის უმეტესობას ქვეყნის დედაქალაქი კასაბლანკა ან მარაკეში ჰგონია, თუმცა მაროკოს დედაქალაქი რეალურად სანაპირო ქალაქი რაბათია.

ახალი ზელანდია

capit-3-1620469405.jpg

ეს პატარა ქვეყანა ცნობილია, როგორც ბუნების საოცრება. კითხვაზე, რომელია ახალი ზელანდიის დედაქალაქი, ძირითადად მიიღებთ პასუხს - ოკლენდი. თუმცა ეს მცდარია, რადგან ქვეყნის დედაქალაქი ველინგტონია.

ბრაზილია

capit-4-1620469486.jpg

ამ ქვეყანაში ფეხბურთი ყველაზე მეტად უყვართ. იცოდით, რომ ადამიანების უმეტესობამ ბრაზილიის დედაქალაქი არასწორად იცის... კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ ევრაზიაში ბრაზილიის დედაქალაქი უმეტესობას სან პაულო, ხოლო აფრიკის მხარეს რიო დე ჟანეირო ჰგონია. რეალურად კი ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილიაა.

კანადა

capit-5-1620469512.jpg

ტორონტო, ვანკუვერი და მონრეალი... ეს ქალაქი მთელ მსოფლიოში ცნობილია, თუმცა კანადის დედაქალაქის სტატუსს ოტავა ატარებს.

ავსტრალია

capit-6-1620469541.jpg

ამ ჩამონათვალში ყოფნა ყველაზე ნაკლებად ავსტრალიას ეკუთვნის. ამხელა კონტინენტ-ქვეყნის დედაქალაქი ადამიანმა როგორ არ უნდა იცოდე? თუმცა გამონაკლისებიც არის... სიდნეი და მელბურნი ძალიან გვაბნევენ, თუმცა პასუხი ნათელია - ავსტრალიის დედაქალაქი კანბერაა.

ყაზახეთი

capit-7-1620469570.jpg

საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქვეყნის დედაქალაქი ალმაატი იყო, თუმცა მოგვიანებით დაწყებული წარმოტებული პროექტის შედეგად, დედაქალაქი ასტანა გახდა. გასულ წელს კი, პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის საპატივცემულოდ მას ნურ-სულთანი ეწოდა.

ინდოეთი

capit-8-1620469600.jpg

შესაძლოა იფიქროთ... როგორ არ იციან დელი? თუმცა მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ადამიანების უმეტესობას ინდოეთის დედაქალაქი მუმბაი ჰგონია.

ნიგერია

capit-9-1620469631.jpg

ზოგადად ნიგერიის დედაქალაი უმეტესობას ლაგოსი ჰგონია, თუმცა რეალურად აბუჯაა.

თურქეთი

capit-10-1620469655.jpg

და ბოლოს... რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ამ სიაში მოხვდა ჩვენი მეზობელი თურქეთიც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის ყველამ ზუსტად იცის თურქეთის დედაქალაქი, იგივეს ვერ ვიტყვით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ძალიან ბევრ ქვეყანაში ჰგონიათ, რომ თურქეთის დედაქალაქი სტამბოლია და არა ანკარა.

P.S. და თქვენ რამდენი მათგანი გახსოვდათ სწორად? დაწერეთ კომენტარებში

myquiz