ადგილები ამერიკაში, სადაც დასახლების მსურველებს ფულსაც უხდიან და სახლის ასაშენებელ კრედიტსაც კი აძლევენ | Allnews.Ge

ადგილები ამერიკაში, სადაც დასახლების მსურველებს ფულსაც უხდიან და სახლის ასაშენებელ კრედიტსაც კი აძლევენ

ალბათ ბევრი ადამიანი დათანხმდებოდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლას იმ შემთხვევაში, თუ უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ და მით უმეტეს, თუ დამატებით თანხებსაც გადაუხდიდნენ. თუმცა ბევრი ჩვენგანი მსგავს შეთავაზებას ეჭვის თვალით უყურებს და სიფრთხილეს ამჯობინებს. ყოველთვის ასე როდია.

აი, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტულ ადგილას გადასახლების დროს ფულს იხდიან და მეტიც, საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად შეღავათიან კრედიტსაც მოგცემენ. არის შემთხვევები, როდესაც სწავლის საფასურსაც ფარავენ, თანაც სრულად. და რაც ყველაზე მთავარია, გულუხვობის ამ ატრაქციონს სულაც არ ახლავს თან კაბალური პირობები.

გულუხვობის მიზეზი

ამერიკაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, გადასახლების გარკვეული კანონზომიერება არსებობს, რაც სოფლებიდან ქალაქებში ჩასახლებას გულისხმობს. გასულ საუკუნეში ქვეყნის მოსახლეობის 50% სოფლად ცხოვრებას თუ ამჯობინებდა, ათწლეულების შემდეგ ვითარება კარდინალურად შეიცვალა.

ახლა პატარა სოფლებში მოსახლეობის მხოლოდ 19% თუ ფიქსირდება. ეს გასაგებიც არის, დიდ ქალაქებში ხომ ბევრად მეტი შესაძლებლობებია და ადამიანებიც სწორედ ამიტომ მიაშურებენ მეგაპოლისებს. თუმცა დიდ ქალაქებსაც აქვს თავისი შემაფერხებელი გარემოებები, მაგალითად ბინის გადასახადი, კერძო საკუთრების შეძენა კი თითქმის ფანტასტიკის სფეროა. ასეთი შეუსაბამობის ფონზე პატარ-პატარა ქალაქების ხელისუფლები ცდილობენ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ საკუთარ მოსახლეობას და არ მისცენ მათ ქალაქების დატოვების საშუალება. ისინი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ საკუთარ ახალგაზრდებს თუ ვერ შეაკავებენ, "ახალი სისხლი" მაინც მიიზიდონ.

პრივილეგიები და შეღავათები ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც დათანხმდებიან ამ პატარა ქალაქებში გადასახლებას. დიახ, გაგიკვირდებათ ალბათ, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საოცრებები ხდება.

1. ქალაქი ნაჩეზი, მისისიპის შტატი

shtati3-1620382355.jpg

ეს გახლავთ მისისიპის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქი, რომელშიც ამჟამად 15 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რაც ადგილობრივი ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ შეაჩეროს ქალაქის დაცარიელება, ხელისუფლებამ შეიმუშავა გეგმა, რაც გულისხმობს ძალიან ხელსაყრელ დასახლებას.

ცნობილია, რომ ვინც ამ ქალაქში დასახლებას დათანხმდება, ხელისუფლება 6 ათას დოლარს უხდის. თუმცა არსებობს რამდენიმე პირობა - ამ პროგრამის მონაწილეები არიან მხოლოდ ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები, ან ამერიკაში მუშაობის უფლების მქონე უცხოელები, რომელთაც აქვთ სამუშაო, რადგან ნაჩეზში სამსახურთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, თუ ახალდგადმოსახლებული პირი არ არის საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

თუმცა მთავარი მოთხოვნა დასახლებულ პუნქტში სახლის შეძენაა, რასაც დაახლოებით 150-200 ათასი დოლარი სჭირდება. თუმცა მეგაპოლისებთან შედარებით ეს მაინც 3-4 ჯერ იაფია. ვინც ამ პირობას შესრულებას მოახერხებს, მაშინვე ღებულობს 2,4 ათას დოლარს, ხოლო ამის შემდეგ თვეში 300 დოლარი ჩაერიცხება, სანამ თანხა შეპირებულ 6 ათას დოლარს არ მიაღწევს.

2. ქალაქი ჰარმონი, მინესოტას შტატი

shtati5-1620382419.jpg

ჰარმონი მინესოტას შტატის ერთი ძალიან პატარა ქალაქია. აქ დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლებას საფუძვლიანი შიშ აქვს, რომ მალე ეს დასახლებული პუნქტი სულ დაცარიელდება. სწორედ ამ მიზეზით უკან დაბრუნებულ მოსახლებას მთავრობა სახლის მშენებლობის თანხის ნაწილს უფინანსებს. ეს არც ისე დიდი ეკონიმიაა, თუმცა ადამინებს შეეძლებათ უკან დაიბრუნონ დაახლოებით 5 დან 12 ათასამდე დოლარი. ყველაფერი დამოკიდებულია სახლის მშენებლობის ხარჯებზე.

3. ქალაქი ტრიბიუნი, შტატი კანზასი

shtati6-1620382473.jpg

ძალიან კარგი ქალაქია მათთვის, ვისაც განათლების მიღება უნდა შეღავათიან ფასად. მართალია, საამისოდ პაწაწუნა, 700-კაციან ქალაქში მოუწევთ გადასვლა, თუმცა აღნიშნული ქალაქის ხელისუფლები სერიოზულ პრივილეგიებს პირდებიან. კერძოდ, პროგრამის ფარგლებში ქალაქი ახალგადმოსახლებულ პირს სწავლისთვის 15 ათას დოლარს დაუფინანსებს. თუმცა არის ერთ ფაქტორი, თანხას მსურველი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სწავლის დასრულების შემდეგ მინიმუმ 5 წელი ამ ქალაქში იმუშავებს. დღესდღეობით მხოლოდ 55 ადამინია ცნობილი, ვინც აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადა თანხმობა.

4. ქალაქი ბალტიმორი, შტატი მერილენდი

shtati8-1620382512.jpg

მიუხედავად იმისა, რომ ბალტიმორი საკმაოდ დიდი ქალაქია, აქაც აღინიშნება მოსახლეობის გადინება, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას საფიქრალს უჩენს. ახალი მოსახლეობის მოზიდვა ადვილი საქმე სულაც არ აღმოჩნდა. გადაწყვიტეს, რომ ხალხს ფული გადაუხადონ 5000 დოლარის ოდენობით სახლის საყიდლად, რომლის მინიმლური საფასურიც 200 000 დოლარი იქნება. კიდევ 10.000 დოლარს დაუმატებენ მას, ვინც მიგდებული სახლის ყიდვას დააპირებს. ასევე გარკვეულ თანხას მიიღებს სახლის მშენებლობისთვის დამსაქმებელისგან ის ახალგადმოსახლებული პირი, რომელიც მუშაობას დაიწყებს. აღნიშნული პროგრამა უკვე 18 წელია მიმდინარეობს და მის შედეგად ქალაქის მოსახლეობა 32 %-ით გაიზარდა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz