"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ | Allnews.Ge

"თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც ამ საქაღალდეებში დოკუმენტები ვიპოვე" - რა უნიკალურ არქივს მიაკვლია ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ

ის­ტო­რი­კოს­მა გი­ორ­გი კა­ლან­დი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი მკვლე­ვა­რის, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქივს მი­აკ­ვლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლან­დია "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე წერს:

"მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი ნა­პოვ­ნია, მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­შია! დღეს ჩემ­თვის რო­გორც ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის ერთ-ერთი უბედ­ნი­ე­რე­სი მო­მენ­ტია, სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერთი უდი­დე­სი მკვლე­ვა­რის მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის არ­ქი­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­მოჩ­ნდა და მისი მიკ­ვლე­ვის პა­ტი­ვი მე მერ­გო!

საქ­მე იმა­შია, რომ სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე-კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უმ­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად გად­მო­ვი­ტა­ნე ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სის ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლის არ­ქი­ვი. ვერ მო­ვით­მი­ნე და ამ უქ­მე­ებ­ზე არ­ქი­ვის პირ­ვე­ლა­დი და­მუ­შა­ვე­ბა უკვე და­ვი­წყე და ჰოი სა­ოც­რე­ბავ... დღეს ამ კო­ლექ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა სამი დიდი სა­ქა­ღალ­დე წარ­წე­რით "მ.თარ­ხნიშ­ვი­ლი“.

თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი რო­დე­საც ამ სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში პირ­ვე­ლი ხა­რის­ხო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი ვი­პოვ­ნე, მათ შო­რი­საა მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის პას­პორ­ტი გა­ცე­მუ­ლი 1919 წელს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბის მიერ, მი­მო­წე­რა ვა­ტი­კან­თან, დიპ­ლო­მე­ბი და სი­გე­ლე­ბი, სტამ­ბო­ლის ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი, თარ­ხნიშ­ვი­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ე­ბი და ასე შემ­დეგ...

რო­გორც ჩანს ღვაწლ­მო­სილ­მა ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­მა ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვილ­მა ეს ძვირ­ფა­სი არ­ქი­ვი საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში იტა­ლი­ა­ში იპოვ­ნა, გა­და­არ­ჩი­ნა და სამ­შობ­ლო­ში მა­შინ ჩა­მო­ი­ტა­ნა, როცა მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ჯერ კი­დევ აკ­რძა­ლუ­ლი და ტა­ბუ­ი­რე­ბუ­ლი იყო... ალ­ბათ მეც­ნი­ე­რი მის შეს­წავ­ლა­სა და გა­მო­ცე­მა­საც გეგ­მავ­და...

დღეს ეს უნი­კა­ლუ­რი სა­გან­ძუ­რი უკვე ჩვენს მუ­ზე­უმ­შია. ამ ფაქ­ტით უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, ეს ამ­ბა­ვი კი­დევ ერთი დას­ტუ­რია იმი­სა რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლე-კულ­ტუ­რის ის­ტო­რი­ის მუ­ზე­უ­მი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი სა­მეც­ნი­ე­რო, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი ხდე­ბა... დღეს აღ­დგო­მის მე­ო­რე დღეს დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით მინ­და გა­ვიხ­სე­ნო მი­ხე­ილ თარ­ხნიშ­ვი­ლი და ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლი, დიდი ქარ­თვე­ლე­ბი რო­მელ­თა ხსოვ­ნა სა­მა­რი­დი­სოა, ნა­თე­ლი და­ად­გეს მათ სა­ხე­ლებს. ასე­ვე მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ლაშა ჯა­ფა­რი­ძეს, ირი­ნა მო­ის­წრა­ფიშ­ვილს, გი­ორ­გი ჩაფ­რა­ვას, ირაკ­ლი ჭი­თა­ნა­ვას და ჯუ­ან­შერ ვა­თე­იშ­ვი­ლის ძვირ­ფას ოჯახს, რომ­ლებ­მაც მან­დეს, გად­მომ­ცეს და და­მეხ­მარ­ნენ არ­ქი­ვის მუ­ზე­უმ­ში გად­მო­ტა­ნა­ში", - წერს ის­ტო­რი­კო­სი.