ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - საინტერესო ფაქტები ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრებიდან | Allnews.Ge

ნამდვილი "ლაზიერის გამბიტი", რომელმაც ჭადრაკის სამყარო დაიპყრო - საინტერესო ფაქტები ნონა გაფრინდაშვილის ცხოვრებიდან

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი იუ­ბი­ლა­რია. გაფ­რინ­დაშ­ვილს 80 წელი შე­უს­რულ­და. ის 1941 წლის 3 მა­ისს, ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და.

გთა­ვა­ზობთ უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის, calvertjournal.com-ის მიერ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას.

"გა­ი­ცა­ნით მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რი, რო­მელ­მაც ჭად­რა­კის თა­მაშს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წია, არ­სე­ბობს მისი სა­ხე­ლო­ბის ჭად­რა­კის სა­სახ­ლე და დღემ­დე ას­პა­რე­ზობს სხვა­დას­ხვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში.

ალ­ბათ, უკვე ნა­ხეთ "ნე­ტფ­ლიქ­სის" სე­რი­ა­ლი The Queen’s Gambit, რო­მელ­შიც ამ­ბა­ვი პერ­სო­ნაჟ ბეთ ჰარ­მო­ნის გარ­შე­მო ვი­თარ­დე­ბა და გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ აღ­წევს ის წარ­მა­ტე­ბას, რო­გორ მი­დის დი­დე­ბის­კენ სა­კუ­თარ ში­ნა­გან დე­მო­ნებ­თან ბრძო­ლის ფონ­ზე.

რო­დე­საც ჰარ­მო­ნი მოს­კოვ­ში საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შე­ებს ხვდე­ბა, სე­რი­ალ­ში გა­იჟ­ღე­რებს საბ­ჭო­თა ქალი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. ჰარ­მო­ნის ის­ტო­რია გა­მო­გო­ნი­ლია, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი კი ნამ­დვი­ლი მო­ჭად­რა­კეა სა­ქარ­თვე­ლო­დან, რო­მე­ლიც ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი ჭად­რაკ­ში ხუთ­ჯერ გახ­და. სე­რი­ა­ლი გაფ­რინ­დაშ­ვილს წარ­მოგ­ვიდ­გენს რო­გორც "ქა­ლებს შო­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონს, რო­მელ­საც არას­დროს უთა­მა­შია კაც მო­ჭად­რა­კე­ებ­თან“, რა­მაც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი გა­აკ­ვირ­ვა, რად­გა­ნაც მის­თვის უცხო არ არის მა­მა­კაც ოპო­ნენ­ტებ­თან სა­ჭად­რა­კო და­პი­რის­პი­რე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

nona2-53629-1620035707.jpg

Calvert journal-თან სა­უბ­რი­სას, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სე­რი­ალ­ში მის შე­სა­ხებ თქმუ­ლი სრუ­ლე­ბით არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს."

ეს­ტო­ნე­ლი კე­რე­სი­დან და სერ­ბი გლი­გო­რი­ჩი­დან და­წყე­ბუ­ლი, ამე­რი­კე­ლი ტარ­ჟა­ნით და ლატ­ვი­ე­ლი ტა­ლით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მე მი­თა­მა­შია ბევრ დი­დე­ბულ გრან­დმა­ის­ტერ­თან. რა­საც სე­რი­ალ­ში ამ­ბო­ბენ, სრუ­ლე­ბით არ შე­სა­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, სა­მარ­ცხვი­ნოა ვინ­მეს მიღ­წე­ვე­ბის შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა“, - ამ­ბობს 79 წლის ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ქალი გრან­დმა­ის­ტე­რია (დი­დოს­ტა­ტი). რაც მო­ჭად­რა­კის­თვის უმაღ­ლე­სი ტი­ტუ­ლია. ეს ჯილ­დო მან 37 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო", - წერს გა­მო­ცე­მა.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 1941 წელს ზუგ­დიდ­ში და­ი­ბა­და. ის მშობ­ლებ­თან და ძმებ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და. "ჩვენ ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ოჯა­ხი ვი­ყა­ვით, ვთა­მა­შობ­დით ყვე­ლა­ფერს, ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ფრენ­ბურ­თით, მა­გი­დის ჩიგ­ბურ­თი­თა და ბი­ლი­არ­დით დამ­თავ­რე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, მისი სახ­ლის ბაღ­ში ტურ­ნი­რე­ბი მთელ სა­მე­ზობ­ლოს იზი­დავ­და.

ყვე­ლა იმ თა­მა­ში­დან, რო­მელ­საც თა­მა­შობ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად ჭად­რაკ­მა მი­ი­ჯაჭ­ვა. ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერ­ში ბავ­შვო­ბი­დან­ვე კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბას იჩენ­და და არაფ­რის დათ­მო­ბა არ სჩ­ვე­ო­და.

ვი­ყა­ვი და ახ­ლაც ვარ ძა­ლი­ან კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­მეხ­მა­რა ჭად­რაკ­ში - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.1954 წელს, 12 წლის ასაკ­ში ბა­თუმ­ში გა­მარ­თულ სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ჩემ­პი­ო­ნატ­ში მას შემ­დეგ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რაც თა­ვი­სი ძმა ჩა­ა­ნაც­ვლა, რო­მელ­საც გა­მოც­დე­ბის გამო ჭად­რა­კის შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის დრო არ ჰქონ­და. სწო­რედ მა­შინ ახალ­გაზ­რდა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნა ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა ჭად­რა­კის მწვრთნელ­მა ვახ­ტან ქარ­სე­ლა­ძემ, რო­მელ­მაც და­არ­წმუ­ნა მისი მშობ­ლე­ბი, რომ ნონა თბი­ლის­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, რის შემ­დე­გაც მას უკვე შე­ეძ­ლო დე­და­ქა­ლა­ქის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­ჭად­რა­კო სკო­ლა­ში ევარ­ჯი­შა. ორი წლის შემ­დეგ გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა ქა­ლებს შო­რის, ეს იყო 1956 წელს, მომ­დევ­ბო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ ჰყავ­დათ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, ჭად­რა­კი იქ სპორ­ტის პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა იყო. "ყვე­ლას უყ­ვარ­და ჭად­რა­კი. ეს იყო თა­მა­ში, რო­მე­ლიც ყვე­ლას გვა­ერ­თი­ა­ნებ­და. შეს­ვე­ნე­ბის დროს ხში­რად ნა­ხავ­დით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჭად­რაკს ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს", - ამ­ბობს გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

nonagaprindashvili-64485-1620035765.jpg

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი­გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა 21 წლის ასაკ­ში მო­ი­პო­ვა ქალ­თა შო­რის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბა მას შემ­დეგ, რაც და­ა­მარ­ცხა მსოფ­ლი­ოს ორგზის ჩემ­პი­ო­ნი, რუსი მო­ჭად­რა­კე - ელი­სა­ვე­ტა ბუ­კო­ვა. ეს იყო უდი­დე­სი გა­მარ­ჯვე­ბა ისე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნის­თვის, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოა.

მოს­კოვ­ში მის­მა გა­მარ­ჯვე­ბამ მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი მი­იწ­ვი­ეს ჭად­რა­კის ექ­სკლუ­ზი­ურ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ზე ინ­გლის­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს ტოპ კლა­სის მო­თა­მა­შე­ე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ის იყო მე­ო­რე ქალი, რო­მელ­საც ოდეს­მე ამ ტურ­ნირ­ზე უას­პა­რე­ზია და პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა,

1965 წელს ის ჰას­ტინგსში კვლავ მი­იწ­ვი­ეს, მან ითა­მა­შა ისე­თი მო­ჭად­რა­კე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მი­ხა­ილ ტა­ლია. გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა და­ა­მარ­ცხა ყვე­ლა ბრი­ტა­ნე­ლი მო­თა­მა­შე და ეთა­მა­შა პაულ კე­რესს. ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა რე­ი­ტინ­გში იგი­ვე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, რო­გო­რიც ეკა­ვა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ონ მი­ხა­ილ ბოტვი­ნიკს, რო­მელ­მაც ჰას­ტინგსის ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პირ­ვე­ლად 1934-35 წლებ­ში მი­ი­ღო.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი აგ­რე­სი­უ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლით, ტაქ­ტი­კუ­რი ოს­ტა­ტო­ბით, სვლებ­სა და კარგ კომ­ბი­ნა­ცი­ებ­ზე გა­წა­ფუ­ლი თვა­ლით.

nona-53567-1620035799.jpg

ნე­ბის­ყო­ფა და მყა­რი ფსი­ქი­კა

სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლია ის ფაქ­ტი, რომ სე­რი­ალ "ლა­ზი­ე­რის გამ­ბი­ტის“ პერ­სო­ნა­ჟი, ბეთ ჰარ­მო­ნი ებ­რძვის ნარ­კო­მა­ნი­ა­სა და ალ­კოჰოლ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და ისეა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რომ შე­საძ­ლოა, ჭად­რაკს მავ­ნე გავ­ლე­ნაც ჰქონ­დეს მო­თა­მა­შე­ზე. გაფ­რინ­დაშ­ვი­ლიც ამ­ბობს, რომ ნიჭი საკ­მა­რი­სი არ არის - "შენ უნდა იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და უნდა ის­წრაფ­ვო­დე სა­უ­კე­თე­სო­ო­ბის­კენ“ - აღ­ნიშ­ნავს მო­ჭად­რა­კე.

გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჭად­რა­კი­სა და სხვა საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ბა­ლან­სი. "რო­დე­საც სტრესს ვგრძნობ­დი, მა­შინ­ვე სხვა სპორტზე გა­დავ­დი­ო­დი, ვუს­მენ­დი მუ­სი­კას, ან ვკი­თხუ­ლობ­დი - მე მიყ­ვარს კი­თხვა. ახლა 80 წლის ვარ, ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭად­რა­კო მატ­ჩი ვი­თა­მა­შე და მე ვერ გა­ვიხ­სე­ნებ დროს, როცა პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და ძილ­თან და­კავ­ში­რე­ბით და არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, ან სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი რა­ი­მე ფორ­მით დამ­ჭირ­ვე­ბია“, - ამ­ბობს ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი.

მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში ის, რაც გაფ­რინ­დაშ­ვილს მო­ტი­ვა­ცი­ას ჰმა­ტებ­და, იყო თა­მა­შის სი­ლა­მა­ზი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი, ვიდ­რე გა­მარ­ჯვე­ბის დევ­ნა.

წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო - "მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნო“

1995 წელს, რო­დე­საც ნონა გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო ვე­ტე­რან ქალ მო­ჭად­რა­კე­ებს შო­რის, ის უკვე წარ­მო­ად­გენ­და არა საბ­ჭო­თა კავ­შირს, არა­მედ უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს.

კი­თხვა­ზე თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბე­ბი ამ­ხე­ლა დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი ხუმ­რო­ბით პა­სუ­ხობს, რომ ამის სა­ი­დუმ­ლო "მზი­ა­ნი ამინ­დი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ღვი­ნოა.“