ირლანდიელი ბიჭის ცხოვრება შემწეობიდან მილიონებამდე | Allnews.Ge

ირლანდიელი ბიჭის ცხოვრება შემწეობიდან მილიონებამდე

კონორ მაკგრეგორი და დი დევლინი ერთად უკვე 11 წელზე მეტია არიან. თავიდან წყვილი დუბლინიდან ნახევარი საათის სავალზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. როგორც თავად მაკგრეგორი იხსენებს, მათ თავი თვიდან თვემდე უმუშევრობის შემწეობით, სულ რაღაც 188 ევროთი გაჰქონდათ.

"სამსახური არ მქონდა, რადგან მთელ ჩემს დროს დარბაზში ვატარებდი. მჯეროდა, რომ ერთ დღესაც ჩემპიონი გავხდებოდი, და ის ამაში მეჰმარებოდა. დი არასდროს მეუბნებოდა რომ ყველაფერი მიმეტოვებინა და მუშაობა დამეწყო, " - ჰყვება კონორ მაკგრეგორი.

8872b937c39c34045b826ac405f716eb-1620025145.jpg

"ფული თითქმის არაფერზე გვყოფნიდა, თუმცა მიუხედავად ამისა ის მაინც ყოველთვის ცდილობდა რომ სწორად მეკვება და დღის რეჟიმი დამეცვა, დი ხშირად მოდიოდა ჩემთან სპორტდარბაზში, მამხნევებდა და ჩემი უმნიშვნელო, პატარა წარმატებაც კი ახარებდა."

c9c40bae6397d32d5ea12311839a187f-1620025184.jpg

"ახლა უკვე მილიონებს ვშოულობ. ჩემი ბრძოლები ათასობით მაყურებელს აგროვებს. მე შემიძლია თავს ნებისმიერი მანქანის ყოლის უფლება მივცე, ნებისმიერი ღირებულების სამოსი შევიძინო, მაგრამ სწორედ ის არის - ის ადამიანი, ვინც ამ ყოველივეს იმსახურებს, და ჩემზე მეტადაც კი."

conor-mcgregor-girlfriend-dee-devlin-wife-floyd-mayweather-833356-1620025242.jpg

კონორ მაკგრეგორი - შერეული საბრძოლო ხელოვნების ოსტატი გახლავთ, რომელიც წონის კატეგორიის მიუხედავად მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ითვლება. კონორის მეუღლე ხშირად ესწრება მის ორთაბრძოლებს. დღესდღეობით, წყვილი საერთო ვაჟის აღზრდით არის დაკავებული.

Sportall.ge