ღანძილი - რა თვისებებით გამოირჩევა „სუპერ საკვები“, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის დაწყებისთანავე გაიზარდა | Allnews.Ge

ღანძილი - რა თვისებებით გამოირჩევა „სუპერ საკვები“, რომელზე მოთხოვნაც პანდემიის დაწყებისთანავე გაიზარდა

ველური ნიორი, ლევურდა, დათვი ხახვი, სამარდალა - ყველა ეს სახელწოდება უკავშირდება მცენარეს, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, საქართველოში კი ღანძილის სახელით იცნობენ. აღნიშული საკვები სულ უფრო პოპულარული ხდება აზიასა და ევროპაში, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნაც იზრდება. დარგის სპეციალისტები მის კომერციულ წარმოებას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

როგორც East fruit-ი წერს, ეს არის ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარე, რომელიც ჩრდილიან ტყეებში ან მდინარეებისა და წყლის ობიექტების გასწვრივ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩნდება, როგორც პირველი მწვანე ვიტამინი. ამასთან, ის შესაძლოა, შეგვხვდეს არა მხოლოდ ველურ ბუნებაში, არამედ როგორც კულტივირებული მცენარე. უფრო მეტიც, ღანძილის (იგივე ველური ნივრის) მოსავლის აღება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ბელარუსიში, ლიტვაში, ლატვიასა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შეუძლებელია, რადგან ის წითელ წიგნშია შეტანილი.

სხვადასხვა სასარგებლო თვისებების გამო, იგი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და აზიაში. ველურ ნიორს მიირთმევენ არა მხოლოდ როგორც პროდუქტს, რომელიც მადას ასტიმულირებს, არამედ როგორც მდიდარი სტრუქტურული ფორმულის მქონე სამკურნალო საშუალებას.

-0:01 როგორც East fruit-ი წერს, ყველა პარამეტრის მიხედვით, ველურ ნიორს შეიძლება ეწოდოს "სუპერ საკვები", რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეძებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეებს. უფრო მეტიც, ასეთ სუპერ საკვებზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე გაიზარდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, დროა, ყურადღება მიექცეს ღანძილს, რომლის კულტივაციაც ინდუსტრიულად სრულიად შესაძლებელია.

ანალიტიკოსების გათვლებით, ღანძილის წარმოებით, ერთ ჰექტარზე 500 000 აშშ დოლარის შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

განაგრძეთ კითხვა